ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


ამნეზია

მე
ვიცვამ წვიმას
და ცას
რომელმაც უმოწყალოდ გამაშვილა,
ვთხოვ,
დამაბრუნოს თავისთან -
ისევ.
დღეს
ვპატიობ
ყველაფერს
რადგან
და გავრბივარ ფეხშიშველი
მომშვილდულ ხიდზე
ცისარტყელის,
რათა დავასწრო მზეს
და ოქროსფერი
დავუკოცნო შუბლი
და
გავუცვალო ფერი
და დავაცხრო
ხელისგულებიდან
ასხლეტილი
წვეთებით
წვიმის.

შენ
იცვამ წვიმას
და ცას,
რომელმაც გაგაშვილა
და დაწნეხილი,
მტკივანი სულით
დაეძებ ქალაქს,
მიტოვებულს,
დაფარულს
ფისით და ნაცრით,
და
თანდათან
მოდის ამნეზია -
როცა
არ არსებობენ სახელები,
სახლები,
საკვამურები,
სახეები
და რჩება ბურუსი
მხოლოდ
და მზე,
რომელსაც ჰკოცნი შუბლზე -
(ოქროსფერ). 

მე
დაგეძებ შენ
ამ
უკიდეგანო სამყაროში და
ვაწუხებ მარსს
მიწას,
პლუტონს,
ნეპტუნს...
და ვამბობ:
რამხელა ხარ შენ?!
რამხელა ვარ მე?!
გიტევ და მიტევ
და ვეძებ
მაინც
და მტკივა
ვაშლთან ადამის
და მჩხვერს
და მოძრაობს ძვალი
მუხრუჭივით ხელის,
და აწვება თვალს
და თვალებს...
და ჩემი საწვავია ცრემლი,
და შენი საწვავია ცრემლი,
და გამიშრა უფსკრულის პირთან
და გიცდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს