ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათუთა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


გამხელა

არ გელოდები, არ დავიწყებ ცრემლების ფრქვევას,
უშენობასაც შევეგუე, არ მძულხარ, შენს გზას
გამოდევნება არ დავუწყე, ვაჯობე ჩემს თავს,
გავითავისე უშენობა ისე, როგორც ჯერ არ.
გულიც მწუხარედ შენი სახის ნაკვთებს ელოდა
და ამ ლოდინში გამოქცევას ლამობდა შენთან,
რომ ქარს თუ წვიმას შენი კვალი არ მოეშალა,
რომ ბავშვურ განცდით შენს მკლავს მაგრად ჩასჭიდებოდა.
და მაინც ითმენს უშენობას, ითმენს მანამდე,
სანამ გულს ჩემსას მოთმინება საგზლად ეყოფა,
დაე, ითმინოს, არ მინდა, რომ ის აბობოქრდეს,
თავისუფლებას მე ვერ გავცვლი თვითონ შენს თავზეც.
ასე იქნებ, არ შეიცვლება და გაგრძელდება?
ბედნიერებას ვერ ჰპოვებო-ეს ამიხდება?
არა მგონია, მე სხვა რამეს მპირდება ჰერა-
მანამდე მოხვალ, სანამ მე შენ მომწყურდე, მჯერა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები