| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2010 |
მსურდა,რომ ღამეს ჩემს ნებაზე ჩუმად მივეშვი, მხიბლავდა მხოლოდ მაჯისცემა შენი,ქალური... მე სულის შვება ვპოვე მარტოდენ სიმარტივეში და ვწერე მერე ლექსები არა გენიალური. მსურდა,რომ ღამეს ღამე ეტეხა დილის ლოდინში, მხიბლავდა ის,რომ ამ ქვეყანაზე ვიყავით ორნი... ვან გოგს,გოეთეს ვხედავდი ყველას ოგიუსტ როდენში: ბოდლერი,ბლოკი,ლერმონტოვი და "მოაზროვნე". მსურდა,რომ ვნება ყოფილიყო ტრფობის ანბანი, ვიყავი შენთან,როგორც ზვიგენის მუცლად იონა... როცა იესომ თავისი სისხლით ცოდვა განბანა, ახალ ცოდვაში დაიხრჩო მთელი კაცობრიობა. მსურდა,რომ წყალი ერუებინა ყურმოჭრილ ღელეს, ბავშვობა,როგორც ბანქოს თამაში,კვამლში დასრულდა... მე ქალს ვიცნობდი მილოსელივით უმომხიბვლელესს, თუმცა პოეტის მეუღლეობა გრძნეულს არ სურდა. მსურდა,რომ წიგნად ყოფილიყო მარტო ბიბლია, გალაკტიონის უფრთო ღამეთა ანატომია... იების ნაცვლად მაგ დალალებში მარტობს ნიბლია, მაგრამ ენძელაც აპრილის თვეზე განათხოვია. მსურდა,რომ კოცნა ჩამოეხრჩოთ ჩვენი ტუჩებით, რატომ წამოსცდა ზღვას:ვერ გავძლებ უვეშაპოდო?! გილიოტინა სავსე იყო გრძნეულ ქუჩებით, მე სიზმრად ვნახე:რობესპიერი და ეშაფოტი... მსურდა,რომ ზღვაში ყოფილიყო ზღვები ტალღათა, რადგან მედუზა არ კადრულობდა წინ გამორიყვას... ქალი ცრემლებმა ათასჯერ მაინც დააღალატა და ამიტომაც მე შენს თვალებზე სიმშრალე მიყვარს. მსურდა,რომ შიში ძმა ყოფილიყო ადრენალინის, დილით მომერთვა პაპიროსთან ცხელი ყავა ჯერ... მერე გამეთქვა ჩერჩილისათვის ადრე სტალინის ჩიბუხს ვეძებდი და მივაკვლიე კოჭლის ყავარჯენს. მე მსურს,რომ პასკას თავზე ეფაროს შაქარის პუდრი და "დარდიმანდის" ზოდიაქო იყოს ჭენება... გიორგის პლიუს უ(თამ)ბაქობა სიგიჟეს უდრის, სიგიჟეს უდრის ამ ღამეთა თეთრად თენება. მსურდა,რომ ღამეს ჩემს ნებაზე ჩუმად მივეშვი, მხიბლავდა მხოლოდ მაჯისცემა შენი,ქალური... მე სულის შვება ვპოვე მარტოდენ სიმარტივეში და ვწერე მერე ლექსები არა გენიალური.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დედა, გოიმი ანუ წესიერის შემდეგ აქ თუ რამე ნორმალური დამხვდებოდა რას ვიფიქრებდი :| +3 დედა, გოიმი ანუ წესიერის შემდეგ აქ თუ რამე ნორმალური დამხვდებოდა რას ვიფიქრებდი :| +3
12. ოხ, ამ ველურს, ხომ ვერაფერს დაასწრებ. ვეთანხმები. ოხ, ამ ველურს, ხომ ვერაფერს დაასწრებ. ვეთანხმები.
11. მარცვლები გაათანავრე და უკეთესი იქნება. ეს ყველაზე მეტად მომეწონა შენებიდან,ა ზრობრივადაც და ყველანაირად. მარცვლები გაათანავრე და უკეთესი იქნება. ეს ყველაზე მეტად მომეწონა შენებიდან,ა ზრობრივადაც და ყველანაირად.
10. სიტყვათა სიუხვის მიუხედავად, ვერ შევაფასებ ამ ტექსტს. არადა, თითქოს შეიძლებოდა უკეთესად დაგეწრა. სიტყვათა სიუხვის მიუხედავად, ვერ შევაფასებ ამ ტექსტს. არადა, თითქოს შეიძლებოდა უკეთესად დაგეწრა.
9. ძალიან მომეწონა :) ძალიან. ძალიან მომეწონა :) ძალიან.
8. მომეწონა! განსაკუთრებით ეს: როცა იესომ თავისი სისხლით ცოდვა განბანა, ახალ ცოდვაში დაიხრჩო მთელი კაცობრიობა.
მომეწონა! განსაკუთრებით ეს: როცა იესომ თავისი სისხლით ცოდვა განბანა, ახალ ცოდვაში დაიხრჩო მთელი კაცობრიობა.
7. მავანთა უაზრო აგრესიას რა ვუთხარი მე :) მავანთა უაზრო აგრესიას რა ვუთხარი მე :)
6. ალაგ-ალაგ მომეწონა, მაგრამ -
"ყურმოჭრილი ღელე" რა არის, ვერ გავიგე...
"იების ნაცვლად მაგ დალალებში მარტობს ნიბლია" << აქ საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ მარტობს ნიბლია, თანაც დალალებში და თანაც იების ნაცვლად...
"მერე გამეთქვა ჩერჩილისათვის ადრე სტალინის ჩიბუხს ვეძებდი და მივაკვლიე კოჭლის ყავარჯენს. მე მსურს,რომ პასკას თავზე ეფაროს შაქარის პუდრი და "დარდიმანდის" ზოდიაქო იყოს ჭენება... გიორგის პლიუს უ(თამ)ბაქობა სიგიჟეს უდრის, სიგიჟეს უდრის ამ ღამეთა თეთრად თენება." << ეს საერთოდ ვერაფერი გავიგე.
რიტმიც არეულია, რითმაც...
ნუ მიწყენს ავტორი, მაგრამ არ შეიძლება ასეთი რაღაცები, ჩემი აზრით... მუშაობა აკლია, დაუდევრობა ჩანს ამ ყველაფერში...
წარმატებებს გისურვებ! ალაგ-ალაგ მომეწონა, მაგრამ -

წარმატებებს გისურვებ!
5. მავანთა ამბიციებს რა ვუთხარი მე :)
5 მავანთა ამბიციებს რა ვუთხარი მე :)
5
4. მსურდა
მსურდა,რომ ღამეს ჩემს ნებაზე ჩუმად მივეშვი, მხიბლავდა მხოლოდ მაჯისცემა შენი,ქალური... მე სულის შვება ვპოვე მარტო სიმარტივეში ვწერე ლექსები მერე არაგენიალური. მსურდა,რომ ღამეს გაეტეხა ღამე ლოდინში დილის, მხიბლავდა ქვეყანაზე ვიყავით ორნი... ვან გოგს,გოეთეს რომ ვხედავდი ყველას როდენში: ბოდლერი,ბლოკი,ლერმონტოვი და "მოაზროვნე". მსურდა,რომ ვნება ყოფილიყო ტრფობის ანბანი, ვიყავი შენთან, ვით ზვიგენის მუცლად იონა... თავისი სისხლით როს იესომ ცოდვა განბანა, ახალ ცოდვაში ჩაიძირა კაცობრიობა. ერუებინა მსურდა წყალი ყურმოჭრილ ღელეს, კვამლში ბავშვობა ვით თამაში ბანქოს დასრულდა... მილოსელივით ქალს ვიცნობდი - უმომხიბვლელესს, თუმცა პოეტის ცოლად ყოფნა გრძნეულს არ სურდა. მსურდა,რომ წიგნად ყოფილიყო მარტო ბიბლია, გალას უფრთებო ღამეების ანატომია... იების ნაცვლად დალალებში მარტობს ნიბლია, მაგრამ ენძელაც ხომ აპრილზე განათხოვია. მსურდა,რომ კოცნა ჩამოეხრჩოთ ჩვენი ტუჩებით, რატომ წამოსცდა ზღვას :ვერ გავძლებ უვეშაპოდო?! გილიოტინა სავსე იყო გრძნეულ ქუჩებით, რობესპიერი სიზმრად ვნახე და ეშაფოტიც... მსურდა,რომ ზღვაში ყოფილიყო ზღვები ტალღათა, რადგან მედუზა არ კადრულობს წინ გამორიყვას... ქალი ცრემლებმა ასჯერ მაინც დააღალატა და ამიტომაც შენს თვალებზე სიმშრალე მიყვარს. მსურდა, შიში ძმა ყოფილიყო ადრენალინის, დილით მომერთვა პაპიროსთან ცხელი ყავა ჯერ... მერე გამეთქვა ჩერჩილისათვის ადრე სტალინის ჩიბუხს ვეძებდი , მივაკვლიე კოჭლის ყავარჯენს. მე მსურს,რომ პასკას თავზე შაქრის ეფაროს პუდრი და "დარდიმანდის" ზოდიაქო იყოს ჭენება... გიოს პლიუს უ(თამ)ბაქობა სიგიჟეს უდრის, სიგიჟეს უდრის ამ ღამეთა თეთრად თენება. მსურდა,რომ ღამეს ჩემს ნებაზე ჩუმად მივეშვი, მხიბლავდა მხოლოდ მაჯისცემა შენი,ქალური... მე სულის შვება ვპოვე მარტო სიმარტივეში ვწერე ლექსები მერე არა გენიალური.
ესაა ჩემი ვარიანტი თანაბარი რაოდენობის მარცვლებით სტრიქონებში :D
ლექსს არა უშავს, შიგადაშიგ კარგია, იუმორიცაა, თუმცა ზოგი ადგილი ყურს ჭრის :)
3 მსურდა

3
3. შეიძლება გადავაკეთო ადგილები? შეიძლება გადავაკეთო ადგილები?
2. გაიხარეთ ბატონო რობერტ, აუცილებლად გავითვალისწინებ, მადლობა გაიხარეთ ბატონო რობერტ, აუცილებლად გავითვალისწინებ, მადლობა
1. სიგიჟეს უდრის ამ ღამეთა თეთრად თენება.
და კონვენციაა და ნუ ამოვარდები რიტმიდან ასე ხშირად, სამომო! შენი ხმით წაკითხული ჩამესმა...... სიგიჟეს უდრის ამ ღამეთა თეთრად თენება.
და კონვენციაა და ნუ ამოვარდები რიტმიდან ასე ხშირად, სამომო! შენი ხმით წაკითხული ჩამესმა......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|