ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ძლიერ მიყვარდი

ძლიერ მიყვარდი, აქ გულწრფელი ვარ!
შენ მახარებდი დღისით თუ ღამით,
შენთან ვხედავდი მომავალს ჩემსას
და მე ვტკბებოდი ყველაფრით ამით.
ყოველი წვიმა, თოვლი თუ ქარი,
მე მახარებდა შენით ანთებულს,
რა დამავიწყებს იმ ღამის სურნელს
ცის კაბადონზე მთვარეს დანთებულს?!
როცა პირველად გითხარ: მიყვარხარ!
მე შენს თვალებში ვიღაცა ვნახე
და არა ვიღაც თურმე, ეს მე ვარ
და გულწრფელობის დამიგე მახე.
-თუ შეიძლება გაკოცებ მეთქი,
მორცხვად დახარე თავი ღიმილით,
პასუხად თავი დამიკარ ნაზად და
საპასუხოდ სიტყვაცკი ვერ თქვი.
და აგიზგიზდა ცის კაბადონიც,
მე ვერ გავიგე მზეა თუ მთვარე,
თუ ვარსკვლავები ყველა ერთბაშად
დაწყვილებულან სურვილის მხარეს.
და ახლა.. და ახლა რაღა, რას მოვეფერო?..
დიდი ხანია მთვარე რომ ჩაქრა
და ვარსკვლავებიც დაშორებულან
იმ ღამეს ვეძებ მე შარა.. შარა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები