 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2010 |
იცვლება ერა და ბედისწერა, გვეცლება, ცუდათ აღიწერება, სასოწარკვეთა გულს ეკვეთება, დრო აღარ ჩქარობს, დრო იწელება... გეცლება ძალა და უძლურებით, დაღლილი უფრო დაუძლურდები, ქედს არ მოვიხრი და არ შევკრთები, რომ მომიქსიონ თუნდაც აფთრები, გადავაყოლებ გულს და დავთვრები, ვისთვის ვიქნები, ვისთვის გავქრები, არ დავიჩოქებ და არ დავფრთხები, რაც ვარ, ეს ვარ და ეს დავრჩები... ვერ დამაჩოქებს სისხლის ღვრა, ომი, აქ ხომ კატებსაც შეარქვეს ლომი, აქ სულ სხვა ფასობს, სხვა ერი, ტომი, რკინა უწოდეს ვინც არის ცომი. ქედს არ მოვიხრი სისხლიან ველზე, სიწმინდის მტრედი გაცვალეს გველზე, არ ჩანს იმდეი აღარც კლდის წვერზე, რაღა ვთქვა მეტი ამ საწყალ ერზე... მომწყურდა რაღაც საოცრად ბრძოლა, მინდა რომ იდგეს თვალი თვალის წინ, ქედს არ მოვიხრი თუნდ იყოს გლოვა, მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ... მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე, წყვდიადს დაარქვეს ჩვენში სინათლე, აქ დამნაშავეც კი გაამართლეს, მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”. ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი, უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი, და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი, “რატომ აღმოჩნდა იღბალი მკაცრი?” ვერ დამაჩოქებს უსამართლობა, აქ ყველას უნდა მხოლოდ გართობა, მომბეზრდა გესმით? – მეყო დათმობა, დღეს ჩემი გულიც ბოღმით ათრთოლდა. ვერ დამამონებთ, მწყურია ომი, მინდა დავღვარო სისხლი სისხლის წილ, არც ერთი კატა არა ხართ ლომი, მე დავიჩოქებ მხოლოდ ღმერთის წინ.
საბა დვალი 09.07.2009 00:45
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე, წყვდიადს დაარქვეს ჩვენში სინათლე, აქ დამნაშავეც კი გაამართლეს, მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”. ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი, უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი, და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი,
მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე, წყვდიადს დაარქვეს ჩვენში სინათლე, აქ დამნაშავეც კი გაამართლეს, მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”. ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი, უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი, და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი,
10. romeligacas gavs... ak cakitxul lekss "me daviChokeb mxolod xatis tsin, ...cylis dasalevad tu davichokeb"... romeligacas gavs... ak cakitxul lekss "me daviChokeb mxolod xatis tsin, ...cylis dasalevad tu davichokeb"...
9. ლურსმანი უცებ ველურში ამერია... მე მაპატიეთ..... ლურსმანი უცებ ველურში ამერია... მე მაპატიეთ.....
8. ლურსმანი. შენ ჩემი დარაჯი ხარ? რაღაც ცუდად ამომიღე თვალში :) მე ვისი ლექსებიც მომწონს ვაკომენტარებ ვისიც არა თავს ვიკავებ :) შენსავით არ ვიქცევი :) რჩეული ავტორების ლექსებს ბავშობიდან ვკითხულობ და ასე რომ შენს ჩემს განათლებას ასე შორიდან ნუ აფასებ... აჰა ეს კოცნა შენ და დამშვიდდი ლექსს მაინც არ მოგიძღვნი ხო იცი მერე მაინც უნდა გამაკრიტიკო და რა აზრი აქვს? :D :D :D ლურსმანი. შენ ჩემი დარაჯი ხარ? რაღაც ცუდად ამომიღე თვალში :) მე ვისი ლექსებიც მომწონს ვაკომენტარებ ვისიც არა თავს ვიკავებ :) შენსავით არ ვიქცევი :) რჩეული ავტორების ლექსებს ბავშობიდან ვკითხულობ და ასე რომ შენს ჩემს განათლებას ასე შორიდან ნუ აფასებ... აჰა ეს კოცნა შენ და დამშვიდდი ლექსს მაინც არ მოგიძღვნი ხო იცი მერე მაინც უნდა გამაკრიტიკო და რა აზრი აქვს? :D :D :D
7. თაკო-თაკი რომ რჩეული ავტორების ლექსებს კითხულობდეს,ჭკუაზე აღარ იქნებოდა :D თაკო-თაკი რომ რჩეული ავტორების ლექსებს კითხულობდეს,ჭკუაზე აღარ იქნებოდა :D
5. ერთი ჩემი ლექსი გამახსენდა, ოღონდ იმას დავიჩოქებო კი არა "არ დავიჩოქებო" ჰქვია :D იქაც ასეთი რაღაცეები მაქვს ჩამოთვლილი და ბოლოს ღმერთის წინ ვიჩოქებ მეც...
სხვასთან არც დაიჩოქოთ ;)
წარმატებები! ერთი ჩემი ლექსი გამახსენდა, ოღონდ იმას დავიჩოქებო კი არა "არ დავიჩოქებო" ჰქვია :D იქაც ასეთი რაღაცეები მაქვს ჩამოთვლილი და ბოლოს ღმერთის წინ ვიჩოქებ მეც...
სხვასთან არც დაიჩოქოთ ;)
წარმატებები!
4. მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე ძალიან კარგია საააბ... ზღვა წარმატებები კეთილი გულით და სიყვარულით... :-* მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე ძალიან კარგია საააბ... ზღვა წარმატებები კეთილი გულით და სიყვარულით... :-*
2. მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ... მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე,
წარმატებებს გისურვებთ! მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ... მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე,
წარმატებებს გისურვებთ!
1. აქ დამნაშავეც კი გაამართლეს, მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”. ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი, უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი, და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი, “რატომ აღმოჩნდა იღბალი მკაცრი?”
აქ დამნაშავეც კი გაამართლეს, მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”. ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი, უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი, და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი, “რატომ აღმოჩნდა იღბალი მკაცრი?”
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|