ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2010


მე სიყვარულის სანთლად დავიწვი

მე სიყვარულის სანთლად დავიწვი
და სიყვარულის მატირებს ალი
მე სიყვარულის გენიას მივწვდი
და შეგიყვარე ოცნების ქალი.

შენ სიყვარულის ნათელით მზეობ
მე სიყვარულის ძალით ვარ მთვრალი
შენ ჩემს ფიქრებში ოცნებად ზეობ
მე შენზე დარდის ფერით ვარ მკრთალი.

მე სიყვარულის ძალა მატირებს
და სიყვარულმა ნატვრით ამავსო
მე დიონისეს ვთხოვდი სატირებს
შენთვის საჩუქრად ჩემო ლამაზო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები