ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2010


ლაკრიმოსა

  ის არ იქნება, აღარ მოვა აღარასოდეს...
  დაღლილი ოცნების მსგავსად ისვენებს,
გარდაიცვალა, თან წაიღო ათასი მზერა,
მან თან წაიღო, უთვალავი კაცთა გონება.
  ის დაიღალა უმოწყალოდ ჩაგრული ხალხით,
  ის დაიღალა ყოველ ღამე თქვენი მოსმენით,
ის არ იქნება, აღარ მოვა აღარასოდეს...
რა დროს ძილია, გაიღვიძეთ უგუნურებო!
  არ გჯერათ არა? აბა მაღლა ზეცას გახედეთ...
  რა სიშავეა, ვარსკვლავებიც აღარ ჩნდებიან.
ოდნავ სითეთრით, ოდნავ ცრემლებით
შავი ღრუბლებიც, ცის წიაღში იმალებიან.
  გარდაიცვალა, დაიღუპა მთვარე ბედკრული!
  ახლა პანაშვიდს იხდის ვინმე ციდან მოსული.
გარდაიცვალა, აღარ არის მთვარე ეული
ცრემლები გაწვიმდა, ოღონდ ახლა მთვარისეული.
  ის არ იქნება, აღარ მოვა აღარასოდეს...
  რა დროს ძილია, გაიღვიძეთ უგუნურებო!
არ გჯერათ არა? აბა მაღლა ზეცას გახედეთ...
გარდაიცვალა, დაიღუპა მთვარე გრძნეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები