 | ავტორი: თეკლა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 ივლისი, 2008 |
საქართელოს უძველესი ისტორია აქვს. ჩვენი ისტორია მრავალ განვითარებულ და დღესდღეობით ძლიერ ქვეყანას შეშურდება.უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველების ცხოვრება ძალიან საინტერესო და ლამაზია, მაგრამ არა მშვიდი. საქართველოს სიმშვიდე არასოდეს ჰქონია, იგი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისათვის. მაჰმადიანი დამპყრობელი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა საქართველოს, ებრძოდა ჩვენს სარწმუნოებას, მაგრამ ვერავინ შეძლო საქართველოს განადგურება, ქართველობის ამოკვეთა და რწმენის განელება. საოცარია ჩვენი გმირების თავდადება სამშობლოსათვის, სარწმუნოებისათვის... როდესაც საქართველოს ისტორიას ვეცნობი, გული სიამაყით მევსება. მაგრამ რამდენი მოღალატე ახსოვს ქართველ ერს, რამდენი გამყიდველი სამშობლოსი... მაგრამ , ამის მიუხედავად, საქართველო სულით არ დაცემულა არც მაშინ, როდესაც მონღოლებმა სასტიკად დაგვიპყრეს, არც მაშინ, როდესაც ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო, მეფემ იცოდა, რომ ქართველები ვიბრძოლებდით და მოვიპოვებდით თავისუფლებას. უფლის წყალობითა და სახელოვანი ქართველების თავდადებით, დღემდე მოვიდა ჩვენი ""ენა, მამული, სარწმუნოება" და მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ სამ საუნჯეს. მომავალში ფარ-ხმალი აღარ გაჭრის, შრომითა და სწავლა-განათლებით უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მტერს. მჯერა, რომ მომავალშიც გვეყოლებიან სამშობლოსათვის თავდადებული გმირები და არ დავკარგავთ ქართველობას, რომელიც ჩვენს წინაპრებს თავიანთი ძვლებითა და სისხლით უშენებიათ. ღვთისმშობელი არასოდეს გაწირავს თავის წილხვედრ ქვეყანას, სანამ ქართველების გულსა და სულში ღვთის შიში და სიყვარული იქნება! ერთ-ერთი ქართული მითის თანახმად, თამარ მეფე არ მომკვდარა, იგი ერთ უმაღლეს მთაზე, ოქროს კუბოში წევს და სძინავს და მოვა დრო, როდესაც იგი გამოიღვიძებს და საქართველოს კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება. ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ, მე მგონია, რომ თუ თამარის მსგავსად ქართველი ერი გამოიღვიძებს, საქართველო მაშინ იქნება ბედნიერი და გაბრწყინებული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. გაიხარე...ნეტავი ასე ფიქრობდეს სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა...:) გაიხარე...ნეტავი ასე ფიქრობდეს სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა...:)
34. ძალიან კარგია, ერის გამოსაღვიძებლად საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ქართველმა გაითავისოს, რომ საქართველო სწორედ მისი გადასარჩენია და არ დაუწყოს ლოდინი რომელიმე მითიურ მხსნელს. ძალიან კარგია, ერის გამოსაღვიძებლად საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ქართველმა გაითავისოს, რომ საქართველო სწორედ მისი გადასარჩენია და არ დაუწყოს ლოდინი რომელიმე მითიურ მხსნელს.
32. გაიხარ, გა იხარე გაიხარ, გა იხარე
31. ძალიან,ძალიან კარგი ხარ.........!!!!! ასე გააგრძელე! ძალიან,ძალიან კარგი ხარ.........!!!!! ასე გააგრძელე!
30. 5 ჩემო ლამაზო გოგონა 5 ჩემო ლამაზო გოგონა
29. ჭა, როგორც საჭიროდ ჩათვლი :) ჭა, როგორც საჭიროდ ჩათვლი :)
28. ფორუმთმავალო ახალი ჩამოსული ვარ ბაქოდან და მაგათზე წინ ვართ წარსულითაც, აწყმოთითაც და მომავლითაც. ფორუმთმავალო ახალი ჩამოსული ვარ ბაქოდან და მაგათზე წინ ვართ წარსულითაც, აწყმოთითაც და მომავლითაც.
27. უნდა შევაფასო? თუ უბრალოდ გვაცნობ საქართველოს ისტორიას? უნდა შევაფასო? თუ უბრალოდ გვაცნობ საქართველოს ისტორიას?
25. ბევრი გამოეხმაურა ჩემს კომენტარებს. არ მინდა თითოეულ სიტყვას გამოვეკიდო, ყველას დაგიწერთ ერტიან პასუხს:
რამდენიმე ხნის წინ ბაქოზე ვესაუბრებოდი მეგობარს. ვუთხარი თბილისს არ ჰგავს, ბევრი პარკებია, მაგრამ არაა ამდენი სიძველე, ისტორიული ძეგლები, მუზუმები მეთქი. და იცი რა მიპასუხა, რა გინდა ხალხი აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს და არა ჩვენსავით წარსულისთ. 81ში დინამომ თასების თასი რომ აიღოო... :)) ბევრი გამოეხმაურა ჩემს კომენტარებს. არ მინდა თითოეულ სიტყვას გამოვეკიდო, ყველას დაგიწერთ ერტიან პასუხს:
რამდენიმე ხნის წინ ბაქოზე ვესაუბრებოდი მეგობარს. ვუთხარი თბილისს არ ჰგავს, ბევრი პარკებია, მაგრამ არაა ამდენი სიძველე, ისტორიული ძეგლები, მუზუმები მეთქი. და იცი რა მიპასუხა, რა გინდა ხალხი აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს და არა ჩვენსავით წარსულისთ. 81ში დინამომ თასების თასი რომ აიღოო... :))
24. ფორუმთმავალო, სად წერია აბოს წამებაში, რომ უმეტესობა იყო მაჰმადიანური აღმსარებლობის? აბსურდია ეს!
ქართველები "'ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო"'-ეს ფრაზა ნიშნავს, რომ იყო საშიშროება, ქართველებს(ზოგიერთს) შეეცვალა სარწმუნოება რიგი მიზეზების გამო...
და გამოღვიძებაში თქვენ ახლა ილიას მიერ გაქილიკებული რუსი სარდალივით გამოგივიდათ-იცით, განათლება რა არის, ოთახს რომ ჩააბნელებთ და მერე სანთელს შეიტანთო! რა შუაშია დილით გაღვიძება? არც სიმბოლურად გამოგივიდათ და არც იუმორში ჩაგეთვალათ ;)
ფორუმთმავალო, სად წერია აბოს წამებაში, რომ უმეტესობა იყო მაჰმადიანური აღმსარებლობის? აბსურდია ეს!
ქართველები "`ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო"`-ეს ფრაზა ნიშნავს, რომ იყო საშიშროება, ქართველებს(ზოგიერთს) შეეცვალა სარწმუნოება რიგი მიზეზების გამო...
და გამოღვიძებაში თქვენ ახლა ილიას მიერ გაქილიკებული რუსი სარდალივით გამოგივიდათ-იცით, განათლება რა არის, ოთახს რომ ჩააბნელებთ და მერე სანთელს შეიტანთო! რა შუაშია დილით გაღვიძება? არც სიმბოლურად გამოგივიდათ და არც იუმორში ჩაგეთვალათ ;)
23. "ქართველობის გამოღვიძებას რას ეძახი ბარემ ისიც ამიხსენი. დილის 11ზე ადრე ვერ ვდგები და თუკი 8-ისთვის მოვახერხე გამოსასვლელად გამზადება, გამოღვიძებულად ჩავითვლები? ეს ყბადაღებული თავისუფლებაც საჯილდაო ქვაა და მეტი არაფერი. მისი მეორე მხარე რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქვია, აღარავის ახსოვს. და ესაა პასუხისმგებლობა საკუთარ პირვნებაზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მთელ კაცობრიობაზეც."
ფორუმთმავალო, ამ აბზაცზე გეთანხმები კი არა, ეს ჩემი ცხოვრების არსია. მაგრამ თეკლეს ნაწერი არ ეწეინააღმდეგება ამ აზრს. ხოლო ბევრ შენ აზრს არ ვიზიარებ.
და ვერ დავეთანხმები მაკარს, რომ "აქ, კიდევ ყველაზე მეტად არის შენარჩუნებული ერის შინაგანი სიწმინდე, ვიდრე სხვა, თუნდაც მართლმადიდებლურ ერებში." მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად არ არის. შეიძლება იყოს ზოგიერთი პიროვნების დონეზე, მაგრამ ერის დონეზე ნაღდად არ არის. ამის დანახვა და გამოსწორებაზე ფიქრი ჯობს, თორემ არასდროს იქნება შინაგანი სიწმინდა.
მე მაინც მგონია, იმდენ დროს ვკარგავთ ისტორიაზე საუბარში, რომ აწმყოსთვის ვეღარ ვიცლით და ჩვენი საუბრის დროს გაფუჭებულზე მერე ჩვენი შვილები იკამათებენ...
"მომავალში ფარ-ხმალი აღარ გაჭრის, შრომითა და სწავლა-განათლებით უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მტერს."
ნამდვილად აღარ გაჭრის, რადგან პირველი მტერი დღეს აზროვნება და უპასუხისმგებლობაა (კიდევ ერთხელ გეთანხმები ფორუმთმავალო).
კომენტარების სიდიდიდან გაირკვა, რომ თეკლამ საკმაოდ აქტუალურ თემაზე დაწერა :) 15 წლის ადამიანი, რომ ასეთ თემებზე ფიქრობს და კითხულობს, ეგ ბადებს იმ ოპტმიზმსაც.
"ქართველობის გამოღვიძებას რას ეძახი ბარემ ისიც ამიხსენი. დილის 11ზე ადრე ვერ ვდგები და თუკი 8-ისთვის მოვახერხე გამოსასვლელად გამზადება, გამოღვიძებულად ჩავითვლები? ეს ყბადაღებული თავისუფლებაც საჯილდაო ქვაა და მეტი არაფერი. მისი მეორე მხარე რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქვია, აღარავის ახსოვს. და ესაა პასუხისმგებლობა საკუთარ პირვნებაზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მთელ კაცობრიობაზეც."
ფორუმთმავალო, ამ აბზაცზე გეთანხმები კი არა, ეს ჩემი ცხოვრების არსია. მაგრამ თეკლეს ნაწერი არ ეწეინააღმდეგება ამ აზრს. ხოლო ბევრ შენ აზრს არ ვიზიარებ.
და ვერ დავეთანხმები მაკარს, რომ "აქ, კიდევ ყველაზე მეტად არის შენარჩუნებული ერის შინაგანი სიწმინდე, ვიდრე სხვა, თუნდაც მართლმადიდებლურ ერებში." მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად არ არის. შეიძლება იყოს ზოგიერთი პიროვნების დონეზე, მაგრამ ერის დონეზე ნაღდად არ არის. ამის დანახვა და გამოსწორებაზე ფიქრი ჯობს, თორემ არასდროს იქნება შინაგანი სიწმინდა.
მე მაინც მგონია, იმდენ დროს ვკარგავთ ისტორიაზე საუბარში, რომ აწმყოსთვის ვეღარ ვიცლით და ჩვენი საუბრის დროს გაფუჭებულზე მერე ჩვენი შვილები იკამათებენ...
"მომავალში ფარ-ხმალი აღარ გაჭრის, შრომითა და სწავლა-განათლებით უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მტერს."
ნამდვილად აღარ გაჭრის, რადგან პირველი მტერი დღეს აზროვნება და უპასუხისმგებლობაა (კიდევ ერთხელ გეთანხმები ფორუმთმავალო).
კომენტარების სიდიდიდან გაირკვა, რომ თეკლამ საკმაოდ აქტუალურ თემაზე დაწერა :) 15 წლის ადამიანი, რომ ასეთ თემებზე ფიქრობს და კითხულობს, ეგ ბადებს იმ ოპტმიზმსაც.
22. მეც მიყვარხარ ნინ, მართალი ხარ, ჩვენ გავიზრდებით ... მეც მიყვარხარ ნინ, მართალი ხარ, ჩვენ გავიზრდებით ...
21. "კიდევაც დაიზრდებიან..." უკვე იზრდებიან კიდეც, თეკლას თაობის და უფრო პატარებიც. მიუხედავად სიბინძურის სიმრავლისა, ასეთი პატრიოტი (ეს სიტყვა სულაც არაა დაბალი დონის ადამიანებზე გათვლილი, როგორც ძალიან უნდათ რომ აქციონ) ბავშვებიც იზრდებიან, ბავშვები, რომლებსაც ბრმად კი არა, გააზრებულად უყვართ საქართველოს ისტორიაც და რელიგიაც. და უფრო გააზრებულადაც დაიცავენ. ცუდი და კარგი ყოველთვისაა და ყველა ერშია. მგლის შიშით კი ცხვარი არ უნდა გაწყვიტო, ჯობს იფხიზლო და ის მგელი ახლოს არ მოუშვა. გაიხარე თეკლა, მიყვარხარ, პატარა პატრიოტო. "კიდევაც დაიზრდებიან..." უკვე იზრდებიან კიდეც, თეკლას თაობის და უფრო პატარებიც. მიუხედავად სიბინძურის სიმრავლისა, ასეთი პატრიოტი (ეს სიტყვა სულაც არაა დაბალი დონის ადამიანებზე გათვლილი, როგორც ძალიან უნდათ რომ აქციონ) ბავშვებიც იზრდებიან, ბავშვები, რომლებსაც ბრმად კი არა, გააზრებულად უყვართ საქართველოს ისტორიაც და რელიგიაც. და უფრო გააზრებულადაც დაიცავენ. ცუდი და კარგი ყოველთვისაა და ყველა ერშია. მგლის შიშით კი ცხვარი არ უნდა გაწყვიტო, ჯობს იფხიზლო და ის მგელი ახლოს არ მოუშვა. გაიხარე თეკლა, მიყვარხარ, პატარა პატრიოტო.
20. ყველას დიდი მადლობა , საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა :) პატრიოტებო :-* ყველას დიდი მადლობა , საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა :) პატრიოტებო :-*
19. კარგი გოგო ხარ თეკლა შენ... ნეტა,ბევრი ფიქრობდეს შენნაირად...:) კარგი გოგო ხარ თეკლა შენ... ნეტა,ბევრი ფიქრობდეს შენნაირად...:)
18. გენაცვალე თეკ :-*
ფორუმთმავალო არ ვიცი რაში დაგჭირდა ამხელა ვითომდა კომპრომატების წერა. აქ არსად არ წერია მარტო ღვთისმშობლის იმედად უნდა ვიყოთო, ციტატა მოძებნა რომ არ დაგჭირდეს: "შრომითა და სწავლა-განათლებით უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მტერს."
ღალატს რაც შეეხება ეგ ყველა ერს ქონია, აბოლიტურად.
არ ვიცი შენ რა შეფასებას აძლევ საქართველოს ისტორიას, მაგრამ ერთი ცხადია, აღარ არსებობს სპარსეთის, რომის, ბიზანტიის იმპერიები. გადაშენდ-აითქვიფნენ ინდიელები, მაიას ტომი, შუმერები. საქართველო კი (კარგად თუ ცუდად) მაინც საქართველოა, თავისი უმეტესი ნიშან-თვისებით.
და კიდევ ერთი, როცა ამბობ რომ საქართველო არასდრო ყოფილა ერთიანი, კარგი იქნება მსგავსი შეფასებებისგან თავს თუ შეიკავებ, რადგან გარდა იმისა რომ სეპარატისტული აზროვნებისაა ეგ განცხადება, ასევე მომავალ თაობაში იწვევს შეგუებას "დაკარგულ" აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან. ხოდა როცა ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი ცოტა არ იყოს უადგილო კომენტარი თუ შეფასებაა.
პ.ს. ხო როცა სომეხთა საპოჟნიკურ ღვაწლზე საუბრობ კაია შენ მიერვე ნახსენები ღალატებიც გაიხსენო :)
პატივისცემით :) გენაცვალე თეკ :-*

პატივისცემით :)
17. ოჰო.. :) რამხელა კომენტარები დადებულა.. კარგია..
კარგი გოგო ხარ შენ!
ჰოდა, რა ვიცი, მგონი ჩვენ სიმშვიდე არაფერში გვჭირდება.. ოღონდ სხვა გაგებით ცოტა.. შენ როგორც გიწერია, მასე კი.. :) ჰო.. იყვნენ.. არიან.. და.. კიდევაც დაიზრდებიან..
ღმერთის ძალას ვეთაყვანე და გავალთ ბოლომდე..
გაიხარე!
10 ოჰო.. :) რამხელა კომენტარები დადებულა.. კარგია..
კარგი გოგო ხარ შენ!
ჰოდა, რა ვიცი, მგონი ჩვენ სიმშვიდე არაფერში გვჭირდება.. ოღონდ სხვა გაგებით ცოტა.. შენ როგორც გიწერია, მასე კი.. :) ჰო.. იყვნენ.. არიან.. და.. კიდევაც დაიზრდებიან..
ღმერთის ძალას ვეთაყვანე და გავალთ ბოლომდე..
გაიხარე!
10
16. ფორუმთმავალო, ღალატზე ამდენის დაწერა საჭირო არ იყო, იმის გახსენებაც საკმარისია, რომ მოღალატეები ანგელოზთა შორისაც უხვად აღმოჩნდნენ... რაც შეეხება ჩვენს სიამაყეს და იმას, რითაც შესაშურია (!) ჩვენი ისტორია, ვიტყვი, რომ მსოფლიოს ქრისტიანულ სამყაროში პირველი მეფე, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა, სწორედ ქართველი _ წმინდა არჩილ მეფე იყო და მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია მისივე სიტყვები საქართველოს შესახებ: "ესე არს ადგილი, რომელიცა შევიყვარე"... ჩვენ შესაშური ისტორია გვაქვს! რა თქმა უნდა, იყვნენ ქალები, რომლებიც შაჰის კარზე თხოვდებოდნენ პირადი კეთილდღეობის მიზნით, მაგრამ ასჯერ მეტი იყო ის, ვინც სიცოცხლეს მოწამეობრივად ასრულებდა. არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი მოწამე, რამდენიც საქართველოს! არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი წმინდანი მეფე და თავადი, რამდენიც ჩვენს ქვეყანას! და მათი უმეტესობა სწორედ რომ ის მოწამეები არიან, რომლებმაც სისხლის ფასად შეინარჩუნეს ღმერთი და სამშობლო! და თუ გვყვავდა სომეხი მეწისქვილე, ასევე გვყვავდა დემეტრეც, ბიძინაც, შალვაც, ელიზბარიცა და ცოტნეც! კონსტანტინეპოლი, რომელიც ასევე ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა იყო, დაეცა! მაგრამ საქართველო გადარჩა! კაცობრიობა ნელ ნელა შორდება ღმერთს, შორდება ზნეობრივ კრიტერიუმებს და ხშირად მშრალ, სამოქალაქო მორალსაც, მაგრამ ეს პროცესები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. აქ, კიდევ ყველაზე მეტად არის შენარჩუნებულიერის შინაგანი სიწმინდე, ვიდრე სხვა, თუნდაც მართლმადიდებლურ ერებში.
მაპატიეთ, მრავალსიტყვაობისთვის. ფორუმთმავალო, ღალატზე ამდენის დაწერა საჭირო არ იყო, იმის გახსენებაც საკმარისია, რომ მოღალატეები ანგელოზთა შორისაც უხვად აღმოჩნდნენ... რაც შეეხება ჩვენს სიამაყეს და იმას, რითაც შესაშურია (!) ჩვენი ისტორია, ვიტყვი, რომ მსოფლიოს ქრისტიანულ სამყაროში პირველი მეფე, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა, სწორედ ქართველი _ წმინდა არჩილ მეფე იყო და მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია მისივე სიტყვები საქართველოს შესახებ: "ესე არს ადგილი, რომელიცა შევიყვარე"... ჩვენ შესაშური ისტორია გვაქვს! რა თქმა უნდა, იყვნენ ქალები, რომლებიც შაჰის კარზე თხოვდებოდნენ პირადი კეთილდღეობის მიზნით, მაგრამ ასჯერ მეტი იყო ის, ვინც სიცოცხლეს მოწამეობრივად ასრულებდა. არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი მოწამე, რამდენიც საქართველოს! არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი წმინდანი მეფე და თავადი, რამდენიც ჩვენს ქვეყანას! და მათი უმეტესობა სწორედ რომ ის მოწამეები არიან, რომლებმაც სისხლის ფასად შეინარჩუნეს ღმერთი და სამშობლო! და თუ გვყვავდა სომეხი მეწისქვილე, ასევე გვყვავდა დემეტრეც, ბიძინაც, შალვაც, ელიზბარიცა და ცოტნეც! კონსტანტინეპოლი, რომელიც ასევე ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა იყო, დაეცა! მაგრამ საქართველო გადარჩა! კაცობრიობა ნელ ნელა შორდება ღმერთს, შორდება ზნეობრივ კრიტერიუმებს და ხშირად მშრალ, სამოქალაქო მორალსაც, მაგრამ ეს პროცესები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. აქ, კიდევ ყველაზე მეტად არის შენარჩუნებულიერის შინაგანი სიწმინდე, ვიდრე სხვა, თუნდაც მართლმადიდებლურ ერებში.
მაპატიეთ, მრავალსიტყვაობისთვის.
15. წარსულის მომავალი ისევ წარსულია რომელიც დღეს მომავალია :)5 წარსულის მომავალი ისევ წარსულია რომელიც დღეს მომავალია :)5
14. ნინ მიყვარხარ >:D<
ნიკი , გაიხარე ააასმაგად :)
ყველას დიდი მადლობა ნინ მიყვარხარ >:D<
ნიკი , გაიხარე ააასმაგად :)
ყველას დიდი მადლობა
13. ჩემი თეკლა, ვამაყობ შენით :) ჩემი თეკლა, ვამაყობ შენით :)
12. გაიხარე თეკლა, კარგი გოგო ხარ. გაიხარე თეკლა, კარგი გოგო ხარ.
11. ნიკი, უზუსტესი შეფასებაა... ვიცი , რომ ამ თემის ლიტერატურული ღირებულება ძალიან დაბალია, მაგრამ ეს ჩემი განწყობაა, რომელსაც ვერანაერი ფორუმთმავალი ვერ შეცვლის :) უბრალოდ მინდოდა ჩემი ოპტიმისტური განწყობა ყველასთვის გადმომედო, თორემ კარგ ნარკვევებს მერე დავდებ :) ნიკი, უზუსტესი შეფასებაა... ვიცი , რომ ამ თემის ლიტერატურული ღირებულება ძალიან დაბალია, მაგრამ ეს ჩემი განწყობაა, რომელსაც ვერანაერი ფორუმთმავალი ვერ შეცვლის :) უბრალოდ მინდოდა ჩემი ოპტიმისტური განწყობა ყველასთვის გადმომედო, თორემ კარგ ნარკვევებს მერე დავდებ :)
10. ფორუმთმავალო რომ წერ "შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, რა უნდა შეშურდეთ შენი, ასობით ათასი მოკლული და გადასახლებული? მილიონოით გაუპატიურებული ქალი და აკვანში ჩახოცილი ბავშვები? საკუთარი ყმების გაყიდვა და მწევრებზე გადაცვლა? თუ დიდებულები, რომლებიც ცოლად ბიცოლასა და სიდედრს ირთავდნენ და ფულზე ყიდიდნენ სულსა და სამშობლოს? სპარსეთში გადახვეწილი და შაჰის ჰარამხანაში ჩაკლული ქართველი ქალები? "
გადახედე ისტორიას და რაც შენ ჩამოთვალე,რომელ ქვეყანას არ ჰქონდა იგივე ან პრაქტიკულად იგივე? ეგენი ცხადია ვერ შეშურდება სხვა ქვეყანას, მაგრამ კარგი რაც გვაქვს იმის დანახვას ცდილობს ეს ბავშვი და რომ მივარდი პირში ან ასკი გეკითხა ან მანდილოსანთან ერთი უკაცრავად მაინც გეთქვა.
თან რომ წერ "ჯერ მარტო სომეხი ვაჭრებისა და ზაპოშნიკების შრომაა დასაფასებელი" ეგენი რიგში მერამდენე გიყენია? პირველი? ქართველები ალბათ რიგის ბოლოშია ხო?
მიდი თეკლა, შენ ამათ არ აყვე, მხოლოდ საჭირო და რაციონალური მარცვალი აკენკე ამათი ნათქვამიდან. იმიტომ რომ ასეთი მარცვალი ყველგანაა.
წარმატებები უკეთესადაც უნდა შეძლო წერა
ფორუმთმავალო რომ წერ "შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, რა უნდა შეშურდეთ შენი, ასობით ათასი მოკლული და გადასახლებული? მილიონოით გაუპატიურებული ქალი და აკვანში ჩახოცილი ბავშვები? საკუთარი ყმების გაყიდვა და მწევრებზე გადაცვლა? თუ დიდებულები, რომლებიც ცოლად ბიცოლასა და სიდედრს ირთავდნენ და ფულზე ყიდიდნენ სულსა და სამშობლოს? სპარსეთში გადახვეწილი და შაჰის ჰარამხანაში ჩაკლული ქართველი ქალები? "
გადახედე ისტორიას და რაც შენ ჩამოთვალე,რომელ ქვეყანას არ ჰქონდა იგივე ან პრაქტიკულად იგივე? ეგენი ცხადია ვერ შეშურდება სხვა ქვეყანას, მაგრამ კარგი რაც გვაქვს იმის დანახვას ცდილობს ეს ბავშვი და რომ მივარდი პირში ან ასკი გეკითხა ან მანდილოსანთან ერთი უკაცრავად მაინც გეთქვა.
თან რომ წერ "ჯერ მარტო სომეხი ვაჭრებისა და ზაპოშნიკების შრომაა დასაფასებელი" ეგენი რიგში მერამდენე გიყენია? პირველი? ქართველები ალბათ რიგის ბოლოშია ხო?
მიდი თეკლა, შენ ამათ არ აყვე, მხოლოდ საჭირო და რაციონალური მარცვალი აკენკე ამათი ნათქვამიდან. იმიტომ რომ ასეთი მარცვალი ყველგანაა.
წარმატებები უკეთესადაც უნდა შეძლო წერა
9. ფორუმთმავალი , მიხარია რომ ჩემს თემას გამოეხმაურეთ. მართალი გითხრათ , ეს თემა კლასში დავწერე, 15 წუთში :)
გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები ვიცი, თან კარგად და გაუცნობიერებლად არაფერი დამიწერია. ეს უდიდესი სადავი ფაქტია და ამაზე ბევრი ისტორიკოსი დავობს... გეორგიევსკის ტრაქტატს ზოგი კარგად აფასებს და ზოგი ცუდად, ზოგი ამტყუნებს ერეკლეს და ზოგი პირიქით, ამიტომ ეს ცალკე საკითხია და სრულ პასუხს ვერ გაგცემ კომენტარით, ერთხელ დავდებ ამის შესახებ ჩემს აზრს და თუ დაგაინტერესებს წაიკითხე.
რაც შეეხება აღმსარებლობას- საქართველო წარმართული ქვეყანა იყო. გავიხსენოთ ფარნავაზის მეფობა - კერპები "გაც და გაიმ" , "არმაზი" . წარმართული ტრადიციები ახლაცაა შემორჩენილი, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მართლმადიდებლობასთან ასოცირდება-ეს ჩემი მოგონილი არაა, ამას მსოფლიო აღიარებს. რა თქმა უნდა , სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხიც იყო, ეს იმიტომ , რომ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ან ჩამოსახლებული და რასაკვირველია ისინი თავის სარწმუნოებას მისდევდნენ. მაგ: 40 000 ყივჩაღის ოჯახი . საქართველოში ბევრი სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და ამოტომ იყო სხვა სარწმუნოებებიც გავრცელებული . თვით დიდი მეფე და წმინდანი -დავით აღმაშენებელი , ხშირად დადიოდა მეჩეთში, რადგან ის იყო საოცრად კარგი პოლიტიკური მოღვაწე. და ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი სარწმუნოებაში ირყეოდა ან ჭეშმარიტი ქრისტიანი არ იყო.
ზუსტად სომხების გარკვეული ნაწილის ( როგორც ნებისმიერ ნაციას , სომხებსაც პატივს ვცემ ) "დამსახურებაა" საქართველოს ზოგადი უკუსვლა: დაიხსენეთ, რა უთხრა ლელთ ღუნიამ ილიას... ძველად ხმლით მაინც ვებრძოდით მტერს, ახლა კი სომეხმა ვაჭრებმა აგვაწიოკესო, რას ვაქნევთ ასეთ მშვიდობასო. თუნდაც , გაიხსენეთ "ქვათა ღაღადი", რომელიც საპოჟნიკურ ღვაწლთან არც კი მოიხსენიება... ან თუნდაც სომეხი მეწისქვილე, ერეკლე რომ გაყიდა... ან ივანე მხარგრძელი...
საქართველოს ნამდვილად შესაშური ისტორია აქვს თავისი ნეგატივებით, მაგრამ აბა გადახედეთ სხვა ქვეყნების ისტორიას, მარტო ქართველების ჭირია რაძეც ზემოთ დამიწერეთ? ჯერ მარტო იმიტომ გვაქვს საინტერესო და ლამაზი ისტორია , რომ ამდენი გმირის თუ მოღალატის ფონზე , ეს პატარა ქვეყანა, რომლისთვისაც სიმშვიდე უცხო ხილია, რომელსაც ერთდროულად ებრძოდა ჯალალ ად-დინი და მონღოლთა ურდო , რომლის ვაჟკეცებიც მტრის ბრძოლებს იგებდნენ ( მონღოლების მოგებული ბრძოლები , ნახევარი ქართველების დამსახურებაა, თვითონ მონღოლებს აოცებდა ქართველების თავდადება მათ ბრძოლებში ) და ეს მხოლოდ სამშობლოს გადასარჩენად... და მაინც , ეს ქვეყანა დღეს არსებობს , ღმერთის წყალობით... საოცრება არაა ?
მე იმედი მაქვს... თქვენ ასე არ ფიქრობთ? მე არ მინდა პესიმიზმი, თუნდაც იმიტომ , რომ მე და ჩემი თანატოლები, ვაპირებთ საქართველოში ბედნიერ ცხოვრებას!
პატივისცემით
:) ფორუმთმავალი , მიხარია რომ ჩემს თემას გამოეხმაურეთ. მართალი გითხრათ , ეს თემა კლასში დავწერე, 15 წუთში :)

:)
8. გენაცვალე, ჩემი შვილიკო :) გენაცვალე, ჩემი შვილიკო :)
7. ...თეკლა, ჩემო კარგო, მოდი დღეს გადახედე რა ემართება ქართველ ხალსხს, რატომ მივდივართ უკან და არა წინ...რატომ კარგავს ეს ხალხი ცნობიერებას...იცი დღეს ჩვენ რა გვჭირდება?-ბუნებრივობის დაბრუნება და მისი გამრავალფეროვნება, რასაკვირველია ფეხი უნდა ავუწყოთ განვითარების ფერხულს, ოღონდ ფილტრაციის მექანიზმების გამოყენებით...თუ ჩვენ ბუნებრივობას (როგორც მუხაა ბუნებრივი) შევინარჩუნებთ და უარს ვიტყვით ხელოვნურობაზე, მაშინ ჩვენს მუხას ტოტების შეჭრა უფრო გაშლის, ხელოვნურობა კი წაგვშლის ისტორიის ფურცლებიდან, წამსა და ხელს შუა დავიმსხვრევით...არ გაჩერდე ასე გააგრძელე და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნე...,,5" შენ... ...თეკლა, ჩემო კარგო, მოდი დღეს გადახედე რა ემართება ქართველ ხალსხს, რატომ მივდივართ უკან და არა წინ...რატომ კარგავს ეს ხალხი ცნობიერებას...იცი დღეს ჩვენ რა გვჭირდება?-ბუნებრივობის დაბრუნება და მისი გამრავალფეროვნება, რასაკვირველია ფეხი უნდა ავუწყოთ განვითარების ფერხულს, ოღონდ ფილტრაციის მექანიზმების გამოყენებით...თუ ჩვენ ბუნებრივობას (როგორც მუხაა ბუნებრივი) შევინარჩუნებთ და უარს ვიტყვით ხელოვნურობაზე, მაშინ ჩვენს მუხას ტოტების შეჭრა უფრო გაშლის, ხელოვნურობა კი წაგვშლის ისტორიის ფურცლებიდან, წამსა და ხელს შუა დავიმსხვრევით...არ გაჩერდე ასე გააგრძელე და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნე...,,5" შენ...
6. ქართველობის გამოღვიძებას რას ეძახი ბარემ ისიც ამიხსენი. დილის 11ზე ადრე ვერ ვდგები და თუკი 8-ისთვის მოვახერხე გამოსასვლელად გამზადება, გამოღვიძებულად ჩავითვლები? :D ეს ყბადაღებული თავისუფლებაც საჯილდაო ქვაა და მეტი არაფერი. მისი მეორე მხარე რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქვია, აღარავის ახსოვს. და ესაა პასუხისმგებლობა საკუთარ პირვნებაზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მთელ კაცობრიობაზეც. ქართველობის გამოღვიძებას რას ეძახი ბარემ ისიც ამიხსენი. დილის 11ზე ადრე ვერ ვდგები და თუკი 8-ისთვის მოვახერხე გამოსასვლელად გამზადება, გამოღვიძებულად ჩავითვლები? :D ეს ყბადაღებული თავისუფლებაც საჯილდაო ქვაა და მეტი არაფერი. მისი მეორე მხარე რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქვია, აღარავის ახსოვს. და ესაა პასუხისმგებლობა საკუთარ პირვნებაზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მთელ კაცობრიობაზეც.
5. სტერეოტიპული შეხედულებებით სავსე ნაწერია.
ხომ გაგიგია, კაცი რომ იხრჩობოდა და ღმერთს შეღაღადა, მიშველეო. ღმერთმა უთხრა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ჩვენი დღევანდელი ყოფის გამართლება იმ იმედით, რომ ღვთიუსმშობელი იზრუნებს ინფლაციის შეჩერებაზეც, ქვეყნის ეკონომიკური დონის ზრდაზეც და ნატოში შესვლაზეც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უპასუხისმგებლობაა. მასობრივი საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა. სტერეოტიპული შეხედულებებით სავსე ნაწერია.
ხომ გაგიგია, კაცი რომ იხრჩობოდა და ღმერთს შეღაღადა, მიშველეო. ღმერთმა უთხრა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ჩვენი დღევანდელი ყოფის გამართლება იმ იმედით, რომ ღვთიუსმშობელი იზრუნებს ინფლაციის შეჩერებაზეც, ქვეყნის ეკონომიკური დონის ზრდაზეც და ნატოში შესვლაზეც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უპასუხისმგებლობაა. მასობრივი საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა.
4. სასკოლო თემას ჰგავს. მასწავლებელი რომ დაავალებს ხოლმე და მოსწავლე მეორე დღეს მისი მოსაქონი იდეებით სავსე გვერდებს მიურბენინებს. სადაა აქ კრიტიკული აზროვნება და თამამი შეხედულებები?
თეკლა, ჩემო კარგო, იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი რომ შენი კრიტკულ-პუბლიცისტური ნაშრომი ბანალური იდეებითაა სავსე და საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნაც არ იგრძნობა. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები თუ იცი შენ? და რა სიტუაციაში დაიდო, რას ითვალისწინებდა? იცი თუ არა რომ ტრაქტატამდე ერეკლემ ელჩები ჩინეთსა და იაპონიაშიც გააგზავნა?... უბრალოდ აგდახედე საქართველოს ისტორიას, მისი გარიჟრაჟიდან დღემდე და ნახავ რომ სრულიად საქართველო ქრისტიანული ქვეყანა არასოდეს ყოფილა. ანუ რას ვგულისხმობ: რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ყოველთვის არ იყო ქრისტიანი. აბოს წამება გაიხსენე - უმეტესობა მაჰმადიანური აღმსარებლობის, ხოლო ქრისტიანები "განილევიან და ირხევიან ვითარცა ლერწამნი ქართვაგან ძლიერთაო". საქართველო ყოველთვის იყო მრავალეთნიკური და მრავალაღმსარებლობითი ქვეყანა და არაქართველმა და არაქრისტინმა მოსახლეობასაც არანაკლები ღვაწლი მიუძღვის. ჯერ მარტო სომეხი ვაჭრებისა და ზაპოშნიკების შრომაა დასაფასებელი.
საქართველოც თითქმის არასოდეს ყოფილა ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე, კუთხური სეპარატიზმი თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში ყვაოდა. ის, რაც ფანმავაზმა და დავით აღმაშენებლმა შექმნეს, და ვახტანგ გორგასალმა ვერ მოახერხა, ანუ ამ კუთხეების დაკავშირება და ერთიანი სამრთლებრივი სივრცის შექმნა, დროებითი მოვლენა იყო. უმეტესად ქვეყანა იყო გათითოკაცებული, ბუნებრივი საზღვრებით გამოყოფილი, სხვადასხვა სამართლისა და ადათ-წესების მატარებელი, ერთმანეთის მოშუღარი (ბაზალეთის ბრძოლა XVII საუკუნეში ამისი აშკარა მაგალითია, როცა სააკაძე და მეფე თეიმურაზი დატაკნენ ერთმანეთს).
ასე რომ ვფიქრობ ჯობია გავთავისუფლდეთ იმ ცრუ-იდეოლოგიისგან და მიტებისგან, რომელიც ბევრს აფიქრებინებს, რომ საქართველოს სხვებისთვის შესაშური ისტორია აქვს. შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, რა უნდა შეშურდეთ შენი, ასობით ათასი მოკლული და გადასახლებული? მილიონოით გაუპატიურებული ქალი და აკვანში ჩახოცილი ბავშვები? საკუთარი ყმების გაყიდვა და მწევრებზე გადაცვლა? თუ დიდებულები, რომლებიც ცოლად ბიცოლასა და სიდედრს ირთავდნენ და ფულზე ყიდიდნენ სულსა და სამშობლოს? სპარსეთში გადახვეწილი და შაჰის ჰარამხანაში ჩაკლული ქართველი ქალები? თუ ესაა შესაშური კი ბატონო, მოვფინოთ მთელ ქვეყნიერებას, გასკდნენ შურით, დაუბნელდეთ თვალები... :)
სასკოლო თემას ჰგავს. მასწავლებელი რომ დაავალებს ხოლმე და მოსწავლე მეორე დღეს მისი მოსაქონი იდეებით სავსე გვერდებს მიურბენინებს. სადაა აქ კრიტიკული აზროვნება და თამამი შეხედულებები?

3. ვიღვიძებთ, ვიღვიძებთ!...კარგი შვილი ხარ შენ!...
ვიღვიძებთ, ვიღვიძებთ!...კარგი შვილი ხარ შენ!...
2. "სანამ ქართველების გულსა და სულში ღვთის შიში და სიყვარული იქნება"
"ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ, მე მგონია, რომ თუ თამარის მსგავსად ქართველი ერი გამოიღვიძებს, საქართველო მაშინ იქნება ბედნიერი და გაბრწყინებული!"
კარგი ხარ :)
"სანამ ქართველების გულსა და სულში ღვთის შიში და სიყვარული იქნება"
"ეს, რა თქმა უნდა, მითია, მაგრამ, მე მგონია, რომ თუ თამარის მსგავსად ქართველი ერი გამოიღვიძებს, საქართველო მაშინ იქნება ბედნიერი და გაბრწყინებული!"
კარგი ხარ :)
1. ეჰ... 5 შენ ოპტიმიზმისთვის. ეჰ... 5 შენ ოპტიმიზმისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|