ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


სალაღობო (ხალხურ მოტივზე)

ასე უთქვამთ - სიყვარული,
მოვა თავისთავადა,
ველოდე და ვემუდარე,
არ მოვიდა, არა და.

დრო კი, დრო კი დაუნდობლად,
სათუთ ღიმილს მპარავდა,
გავგულისდი - სიყვარული
მოვიყვანე ძალადა!

მაგრამ ეჰა, ღმერთი, რჯული,
მოსვენება წამართვა,
ვინა თქვა, რომ ტკბილიაო,
მე კი გამაწამა და...

ვინა თქვა, რომ როგორც მოვა,
წავა თავისთავადა,
ფესვი ისე გაიმაგრა,
აღარ მიდის, არადა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები