ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2010


პაემანი (სახალისო საკითხავი)

პაემანზე შევხვდეთ ხვალე,
საღამოთი, მინდა მალე!
რვაზე არა, აბა შვიდზე?
არც შვიდზე და ღამის ცხრაზე?
ანგელოზო როდის გნახო?
ალიონზე გავიხარო! შვიდზე?
რვაზე, ცხრაზე თუ თერთმეტზე,
თუ შუა დღეს, მცხუნვარ მზეზე?
იქნებ ხვალე გირჩევნია,
ალიონზე ჩემი ნახვა?
ექვსზე, შვიდზე ანდაც რვაზე?
თუ ათისკენ ღამის ზღვარზე?
იქნებ მთვარეს გავუმხილოთ,
ჩვენ გრძნობების საიდუმლო?!
ეგებ არც გაქვს დასამალი
შენი გრძნობა სულზე სულო?
მე კი ვმორცხვობ, მერიდება,
შეხვედრა რომ შემოგკადრო,
აზრი არ აქვს დღეს და დრო-ჟამს,
ვარსკვლავების დარზე დარო.
თუმცა არა, შემოგბედავ,
პაემანსაც დაგინიშნავ,
სირცხვილს დავძლევ თვალხილული და
საათსაც მოგინიშნავ.
ექვსზე, შვიდზე, თუ კვლავ რვაზე,
დამეთანხე გთხოვ ნახვაზე,
შვიდზე, რვაზე, თუნდაც ცხრაზე,
ანდა დილის გარიჟრაჟზე!

ვიღებ ყურმილს, ვკრიფავ ნომერს,
შიგ ჩამესმის ნაზი ჰანგი,
-, “გისმენთ, ალო, რომელი ხარ”?
ზემოქმედებს როგორც ბანგი.
“ნინი, ჩემო სანატრელო,
ის ბიჭი ვარ შენით მთვრალი,
ძალიან გთხოვ შემხვდი ხვალე,
და მასესხე ვითარც ვალი,
პაემანი ექვსზე, რვაზე,
ან თუგინდაც ისევ ცხრაზე,
მოდი მართლა შვიდზე გნახავ,
კიჩოს დავსხდეთ ხის გემბანზე,
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ,
სიგიჟემდე მენატრები,
ექვსზე, შვიდზე და თორმეტზე,
დღე და ღამე მელანდები,
უარს შენგან ვერ მივიღებ,
არ დაგითმობ გზას გემბანზე,
უშენობას ვერ ავიტან,
ვერც შვიდსა და ვერც ცხრაზე,
პასუხს ველი ეხლა, ამ წუთს,
დადებითს და არა უარს,
შვიდზე, რვაზე, გინდაც ცხრაზე,
გაგითელავ წინ ტროტუარს.”

მაწყვეტინებს აბდაუბდას,
ხმა მე უცებ სირინოზის:
“თანახმა ვარ, ხვალე შევხვდეთ,
ნახევარზე, თუნდაც ოთხის.”
აღელვებით ენა ვკარგე,
დამეკეტა უცებ ხორხი,
საუკუნოდ მეყვარები,
ექვსი იყოს, თუნდაც ოთხი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები