(ფშაური სალაღობო)
ფშავს უნდა ავაღორძინოთ წაწლობის ძველი კანონი, დაირაზმენით, ფშავლებო, საქმეა გასახარონი! მანდრა საბძლები არა გვაქვს, კაცის ფეხმიუკარონი, ან ქალ-დიაცნი არ გვყვანან, სანატრელ-სათაყვანონი, თეთრპირნი, უბესავსენი, ტანწვრილნი, თვალებფართონი, ანდა ვაჟები, ლაღ-ლაღნი, მტერნიმც ა უიმათონი! გაცოცხლდნენ ნასოფლარები, მთა-კლდენი, სახტნი, მარტონი, დანალდნენ ბილიკ-წვრილები, სავალად სახიფათონი, გაღმინდეს ლაშარის ჯვარი - არაგვის დიდი ბატონი! ჩურჩული დაჰყვეს ხეობებს, როგორც პკენი და ქატონი, დაუდგეს მწიფე ქალ-ვაჟთა წამები დასანატრონი: ღილ-მძივსა, საკინძ-აზღუდსა ხელები ჩქარ-უხათრონი თამამად ხსნიდნენ, სულსწრაფად, დრონი იდგენენ და რა დრონი! გაშტერებულნი დაჰკვლევდნენ, ჩახვეულთ მთვარეთ ბადრონი, ზეცაში თრთოდნენ ვარსკვლავნი, პარვით ცქერისა მკადრონი, ზეიმი ჰქონდეს სიცოცხლეს საქვეყნოდ გასაცხადონი! ილტოსპირელიც იქ იყოს, ჟამნ ედგნეს დაუდარდონი, მუქოსკარს სადმე ესახლოს, დედით ერგება ფართონი, დეგემ ვინმ მასაც აუჩნდნენ, მოცინარენი, სათნონი, ჩაბჟირდეს თივა-ბზეშია, ნებ-ნებ აცოცოს თათონი, თავს დაითენოს ბნელ-ღამე, მზის სხივნი მოსინათონი, ამცქვრიოს თავის ნანდაურს ამბორ-ალერსის ალთონი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
63. ძალიან კარგი და სასიამოვნო ლექსია =D>. კიდევ ერტხელ მიაღწიე ჩემს გაოცებას. მოგიკითხე მიშ, მენატრები ძალიან :-* ძალიან კარგი და სასიამოვნო ლექსია =D>. კიდევ ერტხელ მიაღწიე ჩემს გაოცებას. მოგიკითხე მიშ, მენატრები ძალიან :-*
62. "ფშავს უნდა ავაღორძინოთ წაწლობის ძველი კანონი, დაირაზმენით, ფშავლებო, საქმეა გასახარონი!" - გენიალური იდეაა, ილტოსპირელო! :D დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სხვა კუთხიდანაც შემოგიერთდებიან! :D
ლექსი კი - უხვსიტყვიან-საქმიან-რითმიან-რიტმიან- ბარაქიანია!!! 55555555555555555555555555555 "ფშავს უნდა ავაღორძინოთ წაწლობის ძველი კანონი, დაირაზმენით, ფშავლებო, საქმეა გასახარონი!" - გენიალური იდეაა, ილტოსპირელო! :D დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სხვა კუთხიდანაც შემოგიერთდებიან! :D
ლექსი კი - უხვსიტყვიან-საქმიან-რითმიან-რიტმიან- ბარაქიანია!!! 55555555555555555555555555555
61. 5 მომეწონა, კარგი ქართულია, და არ ვამბობ რომ, რადგან ყუა არ იცვლება ეს მართლაც შესანიშნავი ნაწერი უნდა იყოს განთავსებული ფორუმში კაფიის განყოფილებაში და არა აქ. წარმატებები ავტორს. 5 მომეწონა, კარგი ქართულია, და არ ვამბობ რომ, რადგან ყუა არ იცვლება ეს მართლაც შესანიშნავი ნაწერი უნდა იყოს განთავსებული ფორუმში კაფიის განყოფილებაში და არა აქ. წარმატებები ავტორს.
60. ილტოსპირელო, ძალიან, ძალიან კარგი ხარ... კიდევ ერთხელ მიხარია თქვენი დაბრუნება!!! მთის ხმა მაინც სხვა ხმაა! როგორო მიყვარს ეს ხმა......................... კესანები ჩემგან! ილტოსპირელო, ძალიან, ძალიან კარგი ხარ... კიდევ ერთხელ მიხარია თქვენი დაბრუნება!!! მთის ხმა მაინც სხვა ხმაა! როგორო მიყვარს ეს ხმა......................... კესანები ჩემგან!
58. ლაღია და თქვენებური! გაიხარეთ! ლაღია და თქვენებური! გაიხარეთ!
57. ყველაფერი რაც იბადება _ კვდება. არც ტრადიციაა გამონაკლისი. მაგრამ როცა ვკლავთ და მერე მოვინატრებთ _ ტრაგედიაა ტრადიციასაც ეხება ეს... ჩემი კუთხისთვის ეს ტრადიცია სრულიად უცხოა, მაგრამ არაგაუგებარი. მთაში კი არ ვიცი რა ბედი ეწია წაწლობის ტრადიციას _ მოკვდა, მოკლეს თუ შემოაკვდათ _ ფაქტია რომ, მონატრებიათ :) როგორც არ უნდა იყოს, ლექსი ბრწყინვალედაა დაწერილი _ ძარღვიანი ქართულით :) ყველაფერი რაც იბადება _ კვდება. არც ტრადიციაა გამონაკლისი. მაგრამ როცა ვკლავთ და მერე მოვინატრებთ _ ტრაგედიაა ტრადიციასაც ეხება ეს... ჩემი კუთხისთვის ეს ტრადიცია სრულიად უცხოა, მაგრამ არაგაუგებარი. მთაში კი არ ვიცი რა ბედი ეწია წაწლობის ტრადიციას _ მოკვდა, მოკლეს თუ შემოაკვდათ _ ფაქტია რომ, მონატრებიათ :) როგორც არ უნდა იყოს, ლექსი ბრწყინვალედაა დაწერილი _ ძარღვიანი ქართულით :)
56. მომწონს ლექსიც და ტრადიციაც გაიხარეთ პოეტო რომ შემეძლოს 1000+ დაგიწერდით მომწონს ლექსიც და ტრადიციაც გაიხარეთ პოეტო რომ შემეძლოს 1000+ დაგიწერდით
55. ნამდვილად საინტერესო იყო... მომწონს კიდეც!
5 ნამდვილად საინტერესო იყო... მომწონს კიდეც!
5
54. ჩემო მიხეილ! მოგწონებია მედეა მოლოდინის,"არის რაღაც ხიბლი ამ ტრადიციაშიო". ხიბლზე მეტია ძვირფასებო! განა არ არის გასაგებად ნათქვამი"მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ,ისიც შინაურია" მით უმეტეს მეგობარ ქალზე,რა თქმა უნდა "გელ ფრენდი"არ მყავს მხედველობაში .ეს ქართული ტრადიცია,მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნით,რათა მეგორობა ესწავლებინა ახალგაზრდა ქალ-ვაჟისათვის. ყველას უნდა სცოდნოდა რომ მეგობრობას სქესი არა აქვს!!! ... და ვაი იმას, ვინც შეფიცებს მეგობრობას და ფიცს დაარღვევს! რა საშური საქმეა ბიჭო პირდაპირ, ჩემი მეგობარი ..........ო! ასეთი კაცი, გინდაც ქალი, არც მეუღლედ,არც დედად, არც ძმადნაფიცად,არც მეომრად არ გამოადგებოდა საქართველოს! ფიცის მტეხელი,ყველგან ფიცის მტეხელია! ასე რომ.ქართული ტრადიციები საუკუნეების სწავლებაა ერისა. ვფიქრობ, ქართულმა ტრადიციებმა,გადარჩინა ერი ჩემი გადაშენებას!! ყოჩაღ მიხეილ! ასეთი ფშაური ლექსი ჭირდება და სულ დაჭირდება "მთიდან ბღავილი ხარისა"!
ჩემო მიხეილ! მოგწონებია მედეა მოლოდინის,"არის რაღაც ხიბლი ამ ტრადიციაშიო". ხიბლზე მეტია ძვირფასებო! განა არ არის გასაგებად ნათქვამი"მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ,ისიც შინაურია" მით უმეტეს მეგობარ ქალზე,რა თქმა უნდა "გელ ფრენდი"არ მყავს მხედველობაში .ეს ქართული ტრადიცია,მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნით,რათა მეგორობა ესწავლებინა ახალგაზრდა ქალ-ვაჟისათვის. ყველას უნდა სცოდნოდა რომ მეგობრობას სქესი არა აქვს!!! ... და ვაი იმას, ვინც შეფიცებს მეგობრობას და ფიცს დაარღვევს! რა საშური საქმეა ბიჭო პირდაპირ, ჩემი მეგობარი ..........ო! ასეთი კაცი, გინდაც ქალი, არც მეუღლედ,არც დედად, არც ძმადნაფიცად,არც მეომრად არ გამოადგებოდა საქართველოს! ფიცის მტეხელი,ყველგან ფიცის მტეხელია! ასე რომ.ქართული ტრადიციები საუკუნეების სწავლებაა ერისა. ვფიქრობ, ქართულმა ტრადიციებმა,გადარჩინა ერი ჩემი გადაშენებას!! ყოჩაღ მიხეილ! ასეთი ფშაური ლექსი ჭირდება და სულ დაჭირდება "მთიდან ბღავილი ხარისა"!
53. ძლივს წავიკითხე კარგი ლექსი.
წყალივით მიდის ჩემო ბატონო. ძლივს წავიკითხე კარგი ლექსი.
წყალივით მიდის ჩემო ბატონო.
52. კაი ლერსი...
პასუხი ცხადზე უცხადესია, -
მოგნატრებია წაწლობა, - ღლაბუც-ალერსი ქალთანა! გვატყუებ, თითქოს დაბნელდა, თითს ვერ მიიტან თვალთანა... სავსე მკერდს აზღუდს შეხსნი და ძუძუებს მოსხმარტალესა თავს რომ დაადებ... გაჩუმდიიიი... შენ შეეშვები ქალებსა? თამარ ბუკია. 2010-07-10 19:53:3
აქ ბოლოს მიშა ანდღულაძის ხმით ხო? ინტონაციური პოეზიაა მგონია... კაი ლერსი...
პასუხი ცხადზე უცხადესია, -
მოგნატრებია წაწლობა, - ღლაბუც-ალერსი ქალთანა! გვატყუებ, თითქოს დაბნელდა, თითს ვერ მიიტან თვალთანა... სავსე მკერდს აზღუდს შეხსნი და ძუძუებს მოსხმარტალესა თავს რომ დაადებ... გაჩუმდიიიი... შენ შეეშვები ქალებსა? თამარ ბუკია. 2010-07-10 19:53:3
აქ ბოლოს მიშა ანდღულაძის ხმით ხო? ინტონაციური პოეზიაა მგონია...
51. დაუდგეს მწიფე ქალ-ვაჟთა წამები დასანატრონი: ღილ-მძივსა, საკინძ-აზღუდსა ხელები ჩქარ-უხათრონი თამამად ხსნიდნენ, სულსწრაფად, დრონი იდგენენ და რა დრონი! გაშტერებულნი დაჰკვლევდნენ, ჩახვეულთ მთვარეთ ბადრონი, ზეცაში თრთოდნენ ვარსკვლავნი, პარვით ცქერისა მკადრონი,
მიშა, შენი ლექსის ეს სტროფები რომ სრულიად ეწინააღმდეგება 49-ე კომენტარს? სად გვატყუებ, ლექსში თუ კომენტარში? და თანაც "სალაღობო" - იუმორისტულს როდიდან ნიშნავს? ან იუმორისტულ ჟანრში რატომ არ დადე? :)) :)))))))))))))
პასუხი ცხადზე უცხადესია, -
მოგნატრებია წაწლობა, - ღლაბუც-ალერსი ქალთანა! გვატყუებ, თითქოს დაბნელდა, თითს ვერ მიიტან თვალთანა... სავსე მკერდს აზღუდს შეხსნი და ძუძუებს მოსხმარტალესა თავს რომ დაადებ... გაჩუმდიიიი... შენ შეეშვები ქალებსა? :)) =)) დაუდგეს მწიფე ქალ-ვაჟთა წამები დასანატრონი: ღილ-მძივსა, საკინძ-აზღუდსა ხელები ჩქარ-უხათრონი თამამად ხსნიდნენ, სულსწრაფად, დრონი იდგენენ და რა დრონი! გაშტერებულნი დაჰკვლევდნენ, ჩახვეულთ მთვარეთ ბადრონი, ზეცაში თრთოდნენ ვარსკვლავნი, პარვით ცქერისა მკადრონი,
მიშა, შენი ლექსის ეს სტროფები რომ სრულიად ეწინააღმდეგება 49-ე კომენტარს? სად გვატყუებ, ლექსში თუ კომენტარში? და თანაც "სალაღობო" - იუმორისტულს როდიდან ნიშნავს? ან იუმორისტულ ჟანრში რატომ არ დადე? :)) :)))))))))))))
პასუხი ცხადზე უცხადესია, -
მოგნატრებია წაწლობა, - ღლაბუც-ალერსი ქალთანა! გვატყუებ, თითქოს დაბნელდა, თითს ვერ მიიტან თვალთანა... სავსე მკერდს აზღუდს შეხსნი და ძუძუებს მოსხმარტალესა თავს რომ დაადებ... გაჩუმდიიიი... შენ შეეშვები ქალებსა? :)) =))
50. "არის რაღაც ხიბლი,ადამიანობის გამოცდა ამ ტრადიციაში..."
მედეა მოლოდინის კომენტარის ეს ფრაზა მომეწონა! "არის რაღაც ხიბლი,ადამიანობის გამოცდა ამ ტრადიციაში..."
მედეა მოლოდინის კომენტარის ეს ფრაზა მომეწონა!
49. პირადშიც მომწერეს და კომენტარებშიც ბევრი დაბნეულია ჩემს მიერ წაწლობის თემის გააქტიურებით. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ დელიკატურ თემაზე.
დავიწყებ ასე:
ამ ლექსს აწერია "სალაღობო", რაც ნიშნავს, რომ ის იუმორისტული ხასიათისაა და ავტორი, როგორც ზოგიერთს მოეჩვენა, ცხადია, სერიოზულად არ მოითხოვს და არც შეიძლება, რომ მოითხოვდეს წაწლობის ტრადიციის აღდგნას. ბუნებრივია, არც მე ვარ ისეთი მიამიტი, რომ ამის მჯეროდეს და ობიექტურად აღარც არის ფშავში ამისი ხელშემწყობი გარემოებები - ელემენტალურად და სამწუხაროდ, იქ ხალხი თითქმის აღარ არის, დაცარიელებულია იქაურობა...
ახლა, რაც შეეხება თავად წაწლობის ფენომენს, თავად ამ ინსტიტუტს!
ჩემი მწირი ცოდნით, წაწლობა ფშავში, ძალიან მარტივად. გასაგებად და სქემატურად რომ ვთქვათ, ნიშნავდა შემდეგს:
ახალგაზრდა ქალ-ვაჟს მოეწონებოდათ ერთმანეთი და "დაძმობილდებოდნენ", ანუ დამეგობრდებოდნენ. ამის შესახებ ყველამ იცოდა. ეს დაფარვა-დამალვას არ ექვემდებარებოდა. ვაჟი ქალის საიმედო ფარად და მფარველად ითვლებოდა და მას, კარგ-ვაჟკაც-წაწლიან ქალს უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა, ოდნავ მრუდე სიტყვასაც კი ვეღარავინ აკადრებდა. წაწლის მყოლი ვაჟიც, თავის მხრივ, სახელიანად ითვლებოდა ტოლ-სწორებში, მას ესახელებოდა, რომ როგორც მამაკაცს, ქალთან რომ ჰქონდა ურთიერთობა, ასეთი კარგი, ლამაზი და ჭკვიანი წაწალი რომ ჰყავდა.
ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ზოგჯერ ერთადაც კი წვებოდნენ. მთელ ღამეს ერთადაც კი ატარებდნენ. საუბრობდნენ ყველაფრის შესახებ, მათშორის, ინტიმურ საკითხებზეც. არ არსებობდა საბრისას აკრძალული თემები. საერთოდ, ფშავში ქალები საოცარ სითამამეს იჩენდნენ როგორც უცხო,ისე შინაურ ახლობელ ვაჟებთან სიტყვიერ ურთიერთობაში და ერთგვარად პროვოცირებასაც კი უკეთებდნენ მათს ვნებებს, სექსუალურ სურვილებს. მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული: ვნებაატეხილ, აფორიაქებულ ვაჟს, ერთი ერთზე სასურველ ქალთან მყოფს, სადაც არც უშუალო ფიზიკური კონტაქტი იყო აკრძალული, უნდა ყოფნოდა ვაჟკაცობა, ნებისყოფა, მორალურ-ზნეობრივი სადავეები და არ გადასულიყო საყვარელ პარტნიორთან, ასე ვთქვათ, "საბოლოო საქმეზე"! ხვევნა-კოცნა-ალერსი ღია სექსუალურ ურთიერთობაში არ უნდა გადაეზარდა, სათანადო დროს გონებას უნდა დაემუხრუჭებინა და უარი ეთქვა საბოლოო ფიზიოლოგიურ კონტაქტზე. ეს ასეც ხდებოდა და ამაში გასაკვირს ვერავინ ვერაფერსა ხედავდა. როგორც ჩანს, ტრადიციულ საზოგადოებას თავის ქვეცნობიერი მენტალიტეტი გააჩნდა, რომელიც, თვით ისეთ უმძლავრეს ინსტიქტსაც კი, როგორიც სექსუალური ლტოლვაა, არეგულირებდა და ითვლებოდა, რომ ის ვინც ასეთ გამოცდას უძლებდა, უფრო სრულფასოვანი მამაკაცი (ქალი) იყო, ვიდრე ის, ვინც ამას ვერ ახერხებდა.
აშკარაა, რომ ეს იყო, უპირველესყოვლისა, ნებისყოფის წრთობის ნებაყოფლობითი, თავისებური მეთოდი, რომლის კურსსაც მოწიფული ადამიანები, უფრო მეტი დატვირთვით - ვაჟები, მომავალი მეორები, თავიანთი სულიერი სიმტკიცის სრულყოფისთვის აუცილებლად გადიოდნენ. უფროსები სწორედ ამიტომაც არ ზრუდავდნენ, არ ეწინაარმდეგებოდნენ ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა წაწლურ ცხოვრებას, რომ მასში თემის მომავალ დამცველთა, მოლაშქრე-მეომართა სულიერი წრთობა-სიმტკიცის, ფსიქოლოგიური მდგრადობის საუკეთესო საწვრთნელ სკოლას ხედავდნენ.
რაც შეეხება აზრს, რომ ვითომ წაწლობას ბევრი ადამიანი დაერუპოს, ეგ სინამდვილეს არ შეეფერება. თუ ადამიანთა დაღუპვაზე იქნება საუბარი, უნდა ვტქვათ, რომ მათ წაწლობა კი არა, არამედ წაწლობის წესების დაერვევა ღუპავდათ და ასეტი სემთხვევები იშვიათზე იშვიათი იყო. ემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ეს ფენომენი - წაწლობა- შეთანხმებულ-შენივტებული იყო რელიგიურ დოგმებთან, ერტგვარად ხატის მიერ სანქცირებულ ირთიერტობად იტვლებოდა, რაც ბევრწილად გამორიცხავდა მისი დარღვევის პოტენციურ ალბათობას,. რადგან ფშავლისთვის სახატო სჯულის შეურყვნელობა ამ სამყაროში ყველაზე უფრო მაღალ და შეუვალ მცნებად მიიჩნეოდა და ამდენად წაწლობის წეს-ადათის დაცვაც მტკიცედ იყო გარანტირებული.
მოგვიანებით ფშავშიც, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთელს მთიანეთში, მრავალი ტრადიცია დაექვემდებარა რყევა-რღვევა, რამაც წაწლობასაც გაუტეხა სახელი და ის მსუბუქი ფერებით შემოსა. ცალკეული შემთხვევები სასაცილო, დასაგმობი ლექსებით გაიკილა, განზოგადდა და ხალხს სურვილი დაუკარგა ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად ცალკეული საძრახისი შემთხვევებისა, დღესაც ტრადიციული წესებით მცხოვრები ფშავლის შეგნებაში, ცნობიერებაში წაწლობა არ აღიქმება, როგორც სამარცხვინო ინსტიტუტი, მით უფრო როგორც ქალის რაიმე უფლებისა თუ მდგომარების დამაკნინებელი, შემლახავი რეალობა.
დღესაც ფშავლები წაწლობაზე ლაღად, ღიმილიანი, იუმორიანი სიყვარულით ლაპარაკობენ და თავიანთი ბებო-პაპების საწაწლო თავგადასავლებს ამაყად ყვებიან.
წაწლობა ნეგატიურობად და უზნეობად მხოლოდ იმათვიის აღიქმება, ვისაც მის შესახებ ზერელე ცოდნა (ცნობიერიც და ქვეცნობიერიც) გააჩნია და უჭირს ამ მართლაც დიდი და ღრმა ფსიქოლოგიური ფენომენის სწორი და მართებულიანალიზი.
პირადშიც მომწერეს და კომენტარებშიც ბევრი დაბნეულია ჩემს მიერ წაწლობის თემის გააქტიურებით. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ დელიკატურ თემაზე.

48. ქართული სული რომ იგრძნობა თქვენ ლექსებში მომწონს.ვაღიარებ გულწრფელად , თქვენი სტილით ნაწერი ლექსები იმდენად ვერ გავითავისე ,მაგრამ ისეთ გამობრწყინებებს წავაწყდები ხოლმე... მართლაც რჩეული ავტორი ხართ, რომელმაც თავის საქმე იცის და თავის გზას მიყვება დიდსულოვნად... გულთბილი სურვილებით ,წარმატებები! ქართული სული რომ იგრძნობა თქვენ ლექსებში მომწონს.ვაღიარებ გულწრფელად , თქვენი სტილით ნაწერი ლექსები იმდენად ვერ გავითავისე ,მაგრამ ისეთ გამობრწყინებებს წავაწყდები ხოლმე... მართლაც რჩეული ავტორი ხართ, რომელმაც თავის საქმე იცის და თავის გზას მიყვება დიდსულოვნად... გულთბილი სურვილებით ,წარმატებები!
47. ულამაზესი ლექსია....მრავალჯერ გამოვთქვი ჩემი დიდი პატივისცემა ავტორზე.....ბატონო მიშა ისე მომწონს ბევრი რამ მთის......ადათები.... ვაჟამ მომწამლა ბავშობიდან....ხელოვნების დიდი ნიმუშები, ქსოვა, ფარდაგები....ფრანგი დიზაინრები გადაირივნენ - მთის მოტივებზე...სასწაულ ორნამენტებს რატომ არ იყენებთო და მადლობა ღმერთს, მოტვინეს ჩვენმა დიზაინერებმა და სილამაზის კონკურსზე აგზავნიან, ულამაზესი კაბით...... ხევსურული ორნამენთებით.....მთის ადათებში იმდენი კარგი რამ დევს, რომ რა ჩამოთვლის....მაგრამ არის რაღაც- მაგრამ... რაც ყაზბეგის ნაწარმოებში და სხვადასხვა ავტორებიდან ...თუ პირადად მთის ხალხისგან მოსმენილი.. მაგრამ....რაც ჩემში ბავშობიდან შიშს იწვევდა და დამერწმუნეთ, ბუნებით ისეთი არ ვარ რომ ადვილად შემაშინებს ვინმე...აქ მართალია ხუმრობით და დიდი სითბოთი არის თქვენ ლექსში ყოველივე ლამაზად გადმოცემული, მაგრამ ის ადათები რომ წარსულს ჩაბარდა და ასე ხუმრობაც შეიძლება, მაგას მივესალმები....რამდენი ადამიანი შეეწირა, დარწმუნებული ვარ ...რამდე ნი ტკივილი და ვინ იცის....მაინც არ მომწონს და რა ვქნა....იქნებ ვერ ვიგებ იმიტომ, რომ არ მაქვს მთის სისხლი ან არ ვიცით მართლი? სწორედ...მა გრამ... კარგი რამ რომ ყოფილიყო არ მოისვრიდნენ მტკივან კბილივით...ან ასე უნდა გავიგო, რომ ყველაზე სანატრელი თავისუფლება მთაში იყო?.... ან ქალი და ვაჟის დანიშვნა, .....ვაჟკაცობა არ აკლდათ- მთის ხალხს ....ბევრი უბედურებას გადაუვლია მათ თავებზე და გენეტიკურადაც და ისეც გადაეცემოდათ დარწმუნებული ვარ ბევრი სიკეთე...სხვა კუთხეებში ეს სატანჯველი გამოცდა, რომ არ იყო, არა ნაკლებად პატივს სცემდა კაცი ქალს და თავშეკავებას თუ არავინ ასწავლიდა, სიტუაცია აწესრიგებდა ყოველივეს...ბევრი ახსნის მიუხედავად მაინც ვერ ვხვდებირა არის ეს მაგრამ?....ისე კი მინდა ვიცოდე...:)...დამერწმუნეთ....ეს ხომ ჩემიც არის, საქართველოს ულამაზესი კუთხე და მისი ისტორია..... ულამაზესი ლექსია....მრავალჯერ გამოვთქვი ჩემი დიდი პატივისცემა ავტორზე.....ბატონო მიშა ისე მომწონს ბევრი რამ მთის......ადათები.... ვაჟამ მომწამლა ბავშობიდან....ხელოვნების დიდი ნიმუშები, ქსოვა, ფარდაგები....ფრანგი დიზაინრები გადაირივნენ - მთის მოტივებზე...სასწაულ ორნამენტებს რატომ არ იყენებთო და მადლობა ღმერთს, მოტვინეს ჩვენმა დიზაინერებმა და სილამაზის კონკურსზე აგზავნიან, ულამაზესი კაბით...... ხევსურული ორნამენთებით.....მთის ადათებში იმდენი კარგი რამ დევს, რომ რა ჩამოთვლის....მაგრამ არის რაღაც- მაგრამ... რაც ყაზბეგის ნაწარმოებში და სხვადასხვა ავტორებიდან ...თუ პირადად მთის ხალხისგან მოსმენილი.. მაგრამ....რაც ჩემში ბავშობიდან შიშს იწვევდა და დამერწმუნეთ, ბუნებით ისეთი არ ვარ რომ ადვილად შემაშინებს ვინმე...აქ მართალია ხუმრობით და დიდი სითბოთი არის თქვენ ლექსში ყოველივე ლამაზად გადმოცემული, მაგრამ ის ადათები რომ წარსულს ჩაბარდა და ასე ხუმრობაც შეიძლება, მაგას მივესალმები....რამდენი ადამიანი შეეწირა, დარწმუნებული ვარ ...რამდე ნი ტკივილი და ვინ იცის....მაინც არ მომწონს და რა ვქნა....იქნებ ვერ ვიგებ იმიტომ, რომ არ მაქვს მთის სისხლი ან არ ვიცით მართლი? სწორედ...მა გრამ... კარგი რამ რომ ყოფილიყო არ მოისვრიდნენ მტკივან კბილივით...ან ასე უნდა გავიგო, რომ ყველაზე სანატრელი თავისუფლება მთაში იყო?.... ან ქალი და ვაჟის დანიშვნა, .....ვაჟკაცობა არ აკლდათ- მთის ხალხს ....ბევრი უბედურებას გადაუვლია მათ თავებზე და გენეტიკურადაც და ისეც გადაეცემოდათ დარწმუნებული ვარ ბევრი სიკეთე...სხვა კუთხეებში ეს სატანჯველი გამოცდა, რომ არ იყო, არა ნაკლებად პატივს სცემდა კაცი ქალს და თავშეკავებას თუ არავინ ასწავლიდა, სიტუაცია აწესრიგებდა ყოველივეს...ბევრი ახსნის მიუხედავად მაინც ვერ ვხვდებირა არის ეს მაგრამ?....ისე კი მინდა ვიცოდე...:)...დამერწმუნეთ....ეს ხომ ჩემიც არის, საქართველოს ულამაზესი კუთხე და მისი ისტორია.....
46. ილტოსპირელიც იქ იყოს, ჟამნ ედგნეს დაუდარდონი, მუქოსკარს სადმე ესახლოს, დედით ერგება ფართონი, დეგემ ვინმ მასაც აუჩნდნენ, მოცინარენი, სათნონი, ჩაბჟირდეს თივა-ბზეშია, ნებ-ნებ აცოცოს თათონი, თავს დაითენოს ბნელ-ღამე, მზის სხივნი მოსინათონი, ამცქვრიოს თავის ნანდაურს ამბორ-ალერსის ალთონი...
მაოცებს შენი ნატვრანი.... ;) :) :-* მცხელა, თორემ მიგილექსავდი :-P :D ილტოსპირელიც იქ იყოს, ჟამნ ედგნეს დაუდარდონი, მუქოსკარს სადმე ესახლოს, დედით ერგება ფართონი, დეგემ ვინმ მასაც აუჩნდნენ, მოცინარენი, სათნონი, ჩაბჟირდეს თივა-ბზეშია, ნებ-ნებ აცოცოს თათონი, თავს დაითენოს ბნელ-ღამე, მზის სხივნი მოსინათონი, ამცქვრიოს თავის ნანდაურს ამბორ-ალერსის ალთონი...
მაოცებს შენი ნატვრანი.... ;) :) :-* მცხელა, თორემ მიგილექსავდი :-P :D
45. თავს დაითენოს ბნელ-ღამე, მზის სხივნი მოსინათონი, ამცქვრიოს თავის ნანდაურს ამბორ-ალერსის ალთონი... მომეწონა თავს დაითენოს ბნელ-ღამე, მზის სხივნი მოსინათონი, ამცქვრიოს თავის ნანდაურს ამბორ-ალერსის ალთონი... მომეწონა
44. ძალიან მომწონს :) +5 ძალიან მომწონს :) +5
43. თამარს ვეთანხმები... :) ალბატ ეს ტრადიცია ჩანასახში მართლაც სერიოზულ დატვირთვას ატარებდა და გასამართლებელიც გააჩნდა, მაგრამ შემდეგ აშკარად აირია... ვინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა და გაუბედურდა ამის გამო...
ლექსი კი მართლაც არაჩვეულებრივია.... 5555555555 თამარს ვეთანხმები... :) ალბატ ეს ტრადიცია ჩანასახში მართლაც სერიოზულ დატვირთვას ატარებდა და გასამართლებელიც გააჩნდა, მაგრამ შემდეგ აშკარად აირია... ვინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა და გაუბედურდა ამის გამო...
ლექსი კი მართლაც არაჩვეულებრივია.... 5555555555
42. რამდენჯერ მოვედი აქ და ვერაფრით დავტოვე კომენტარი ისე გავედი
ალბათ იმიტომ სიტყვები ვერ ვიპოვე
სიტყვებ ვერ ვპოვე სადარო ნოსტალგია გკლავს ფშაველო შენ წაწალ მოგნატრებია კლდე_კლდე წანწალი მთა_მდელო... რამდენჯერ მოვედი აქ და ვერაფრით დავტოვე კომენტარი ისე გავედი
ალბათ იმიტომ სიტყვები ვერ ვიპოვე
სიტყვებ ვერ ვპოვე სადარო ნოსტალგია გკლავს ფშაველო შენ წაწალ მოგნატრებია კლდე_კლდე წანწალი მთა_მდელო...
40. თეთრპირნი, უბესავსენი, ტანწვრილნი, თვალებფართონი,
ვახ ვემთხვევით გემო-ვნებაში :D
5 თეთრპირნი, უბესავსენი, ტანწვრილნი, თვალებფართონი,
ვახ ვემთხვევით გემო-ვნებაში :D
5
39. ერთხელ ვთქი უკვე სადღაც.. კომენტარში, რომ.რობაქიძემ ახსნა მშვენივრად ეს ტრადიცია..."იწვოდ მხოლოდ" ლექსი მშვენიერია...5 ერთხელ ვთქი უკვე სადღაც.. კომენტარში, რომ.რობაქიძემ ახსნა მშვენივრად ეს ტრადიცია..."იწვოდ მხოლოდ" ლექსი მშვენიერია...5
38. ;) ;) ;)
ფშავს უნდა ავაღორძინოთ წაწლობის ძველი კანონი, დაირაზმენით, ფშავლებო, საქმეა გასახარონი!]
მერე მეც წამოვალ ფშავში.. ;) .. ;) ;) ;)
ფშავს უნდა ავაღორძინოთ წაწლობის ძველი კანონი, დაირაზმენით, ფშავლებო, საქმეა გასახარონი!]
მერე მეც წამოვალ ფშავში.. ;) ..
37. rogorc yovelTvis!!! 5555555555.
rogorc yovelTvis!!! 5555555555.
36. აქ იმისთანა ამბავი ყოფილა, ხმის ამოუღებლად უნდა გავსულიყავი-მაგრამ... არის რაღაც ხიბლი,ადამიანობის გამოცდა ამ ტრადიციაში...
თუნდაც იმისთვის ვაფასებ ლექსს-დღევანდელ ახალგაზრდობას გააცნო ძველი ადათ-წესი... აქ იმისთანა ამბავი ყოფილა, ხმის ამოუღებლად უნდა გავსულიყავი-მაგრამ... არის რაღაც ხიბლი,ადამიანობის გამოცდა ამ ტრადიციაში...
თუნდაც იმისთვის ვაფასებ ლექსს-დღევანდელ ახალგაზრდობას გააცნო ძველი ადათ-წესი...
35. წაწალმა უთხრა წაწალსა: მოეშვი სხვაგან წანწალსა, თუ არ მაიშლი სხვათ თირვას, გადაგიძახებ ფხანწალსა, ისრე მაჲკვდები, გაჲქრები, არვინ მოგხედავს საწყალსა. ანთუ არ, ყელზე შაგაბამ, ა, ემ სამალდე-ბაწარსა, სოფელზე ჩამოგატარებ, მაჲყვები ფეხთა ბანცალსა, თან წინ და უკან შაგაყრი, ღადარ- თურთქელა ნაცარსა, რომ ნაბუარი გდიოდეს, მალმალ იფხანდე საფხანსა, მამრ მიდი და ეწაწლავე ახლად აჩენილ წაწალსა! წაწალმა უთხრა წაწალსა: მოეშვი სხვაგან წანწალსა, თუ არ მაიშლი სხვათ თირვას, გადაგიძახებ ფხანწალსა, ისრე მაჲკვდები, გაჲქრები, არვინ მოგხედავს საწყალსა. ანთუ არ, ყელზე შაგაბამ, ა, ემ სამალდე-ბაწარსა, სოფელზე ჩამოგატარებ, მაჲყვები ფეხთა ბანცალსა, თან წინ და უკან შაგაყრი, ღადარ- თურთქელა ნაცარსა, რომ ნაბუარი გდიოდეს, მალმალ იფხანდე საფხანსა, მამრ მიდი და ეწაწლავე ახლად აჩენილ წაწალსა!
33. ეგ სხვაა, რასაც ახლა თქვენ წერთ, წაწლობა სულ სხვა რამ იყო... :) ეგ სხვაა, რასაც ახლა თქვენ წერთ, წაწლობა სულ სხვა რამ იყო... :)
32. სტუმრობის ტრადიცია, სადაც ქალს უწვენდნენ ამმაკაცს კიდე ჰო, მაგრამ როცა უკვე ინტენსიური შეხება გაქვს მამაკაცთან ან ქალთან, შენს გვერდით შიშველი წევს, და მითუმეტე თU გიყვარს..... ვაიმე....
გულზე ხელი დაიდეთ რომელი ხართ გამჩერებელი :D
ან კიდევ ვაი მასეთ გაჩრეებას , რა დონის ფსიქო ზეწოლა უნდა ყოფილიყო მამაკაცისათვი მითუმეტეს....
მერე კიდევ იტყიან ეს თაობაო..!
სუს! D:D სტუმრობის ტრადიცია, სადაც ქალს უწვენდნენ ამმაკაცს კიდე ჰო, მაგრამ როცა უკვე ინტენსიური შეხება გაქვს მამაკაცთან ან ქალთან, შენს გვერდით შიშველი წევს, და მითუმეტე თU გიყვარს..... ვაიმე....
გულზე ხელი დაიდეთ რომელი ხართ გამჩერებელი :D
ან კიდევ ვაი მასეთ გაჩრეებას , რა დონის ფსიქო ზეწოლა უნდა ყოფილიყო მამაკაცისათვი მითუმეტეს....
მერე კიდევ იტყიან ეს თაობაო..!
სუს! D:D
30. კიდევ კარგი რომ იმ დროში არ მიცხოვრია და იმავე აზროვნებით რაც ახლა მაქვს, თორემ ერევე მომკლავდნენ ალაბთ :D კიდევ კარგი რომ იმ დროში არ მიცხოვრია და იმავე აზროვნებით რაც ახლა მაქვს, თორემ ერევე მომკლავდნენ ალაბთ :D
29. ხოლო იმ დროს რომ გეცხოვრათ, ასე აღარ იმსჯელებდით! ასე, რომ... :) ხოლო იმ დროს რომ გეცხოვრათ, ასე აღარ იმსჯელებდით! ასე, რომ... :)
28. ა ნ გ უ, წაწლაობაში საშინელება საერთოდ არაფერი არის, სულ არაფერი! ეტყობა, ზოგ რამეს დამახინჯებული მიმართულებით, მცდარი რაკურსიდან განიხილავთ! :) ა ნ გ უ, წაწლაობაში საშინელება საერთოდ არაფერი არის, სულ არაფერი! ეტყობა, ზოგ რამეს დამახინჯებული მიმართულებით, მცდარი რაკურსიდან განიხილავთ! :)
27. ვამეეე უკვე 1 საატია ჩემს დაქალს ამ წაწლაობის ტრადიციაზე ვესაუბრები, ამაზე საშინელი ალაბათ არაფერი დამემართებოდა იმ დროს რომ მეცხოვრა ვამეეე უკვე 1 საატია ჩემს დაქალს ამ წაწლაობის ტრადიციაზე ვესაუბრები, ამაზე საშინელი ალაბათ არაფერი დამემართებოდა იმ დროს რომ მეცხოვრა
25. კარგადა ლაღობთ ფშაურადა და..... ლექსიც მომეწონა.....მირაკრაკებდა....:) კარგადა ლაღობთ ფშაურადა და..... ლექსიც მომეწონა.....მირაკრაკებდა....:)
24. ეჰ, ჩემო ლალი, ბარემ მეტსაც ვხვდები მე, მაგრამ ყველაფრის თქმა აქ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან მთლად გამართლებული, ალბათ! :) რაც შეეხება დეკასა და მის ჩაის, როგორც ექიმს, ალბათ, გეცოდინებათ, რამდენადაც კარგია და სურნელოვანი ის, იმდენად წნევის ამწევი, მატონუსებელი და ტემპერამენტის ამმაღლებელიცაა... და კიდევ... კიდევ... :) ეჰ, ჩემო ლალი, ბარემ მეტსაც ვხვდები მე, მაგრამ ყველაფრის თქმა აქ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან მთლად გამართლებული, ალბათ! :) რაც შეეხება დეკასა და მის ჩაის, როგორც ექიმს, ალბათ, გეცოდინებათ, რამდენადაც კარგია და სურნელოვანი ის, იმდენად წნევის ამწევი, მატონუსებელი და ტემპერამენტის ამმაღლებელიცაა... და კიდევ... კიდევ... :)
23. ბატონო მიშა:) დეკის ჩაის არ დაგალევინებო რომ გითხარით მეგონა მიხვდით რომ გარკვეულწილ ჩახედული ვიყავი:)
ბატონო მიშა:) დეკის ჩაის არ დაგალევინებო რომ გითხარით მეგონა მიხვდით რომ გარკვეულწილ ჩახედული ვიყავი:)
22. არა, გენაცვალე, მასე ადვილად არაა საქმე, შენ რომ ამბობ, იკა! აბა, წარმოიდგინე, რომ შენს საყვარეკლ პიროვნებას 5-7 წაწალი ჰყავს და ხან ვის ლოგინში გორაობს და ხან ვინ უფათურებს ხელებს... მოგეწონება? მხოლოდ ალალად მიპასუხე! თამარ ბუკია
სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც რეალობის უცოდინრობა გვიშლის ხელს სწორი მიმარტულებით ვიმსელოთ.
წაწლობა, წაწლაობა, მოწაწლეობა ა რ ა მ ც და ა რ ა მ ც არ ნიშნავს მ რ ა ვ ა ლ წ ა წ ლ ი ა ნ ო ბ ა ს, ანუ როგორც თამარი ამძაფრებს "შენი საყვარელი პიროვნებისთვის 5-7 წაწალის ყოლას"
წაწალი ქალსაც და კაცსაც ე რ თ ი ჰყავდა და მასთან ურთიერთობას ინახავდა და უფრხილდებოდა.
ქვედა კომენტარებიდან საქმის რეალურ არსთან ყველაზე უფრო ახლოს მაინც ლალი აღმოჩნდა, ოღონდ რა საფუძველზე დაყრდნობით მოახერხა ეს, აი ეს არის ჩემთვის გამოცანა. თუმცა მისი ზოგიერთი მოსაზრებაც არ არის გასაზიარებელი! არა, გენაცვალე, მასე ადვილად არაა საქმე, შენ რომ ამბობ, იკა! აბა, წარმოიდგინე, რომ შენს საყვარეკლ პიროვნებას 5-7 წაწალი ჰყავს და ხან ვის ლოგინში გორაობს და ხან ვინ უფათურებს ხელებს... მოგეწონება? მხოლოდ ალალად მიპასუხე! თამარ ბუკია
სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც რეალობის უცოდინრობა გვიშლის ხელს სწორი მიმარტულებით ვიმსელოთ.
წაწლობა, წაწლაობა, მოწაწლეობა ა რ ა მ ც და ა რ ა მ ც არ ნიშნავს მ რ ა ვ ა ლ წ ა წ ლ ი ა ნ ო ბ ა ს, ანუ როგორც თამარი ამძაფრებს "შენი საყვარელი პიროვნებისთვის 5-7 წაწალის ყოლას"
წაწალი ქალსაც და კაცსაც ე რ თ ი ჰყავდა და მასთან ურთიერთობას ინახავდა და უფრხილდებოდა.
ქვედა კომენტარებიდან საქმის რეალურ არსთან ყველაზე უფრო ახლოს მაინც ლალი აღმოჩნდა, ოღონდ რა საფუძველზე დაყრდნობით მოახერხა ეს, აი ეს არის ჩემთვის გამოცანა. თუმცა მისი ზოგიერთი მოსაზრებაც არ არის გასაზიარებელი!
21. არ მესიამოვნება რა თქმა უნდა...მაგრამ სულ სხვა თემა იყო მანდ...დანდობის და ვაჟის გამოცდის თემა იყო...მერე აირია... არ მესიამოვნება რა თქმა უნდა...მაგრამ სულ სხვა თემა იყო მანდ...დანდობის და ვაჟის გამოცდის თემა იყო...მერე აირია...
20. თამარო!
წაწლობა, როგორც მე ძველებისაგან გამიგია, მომისმენია ან წამიკითხავს, საკმაოდ საინტერესო ფსიქო-სოციალური, მითო-რელიგიური და ნახევრად-სექსუალური მისტერიაა! მის საწყისებში უთუოდ დევს წმინდა სამხედრო ფორმულა - აწრთოს ვაჟკაცის ნებისყოფა, ნებისყოფა, რომელიც შეეცდება და შეძლებს ვნებების გონებით მართვას! ცხადია, ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ის რეალობაა და, ტრადიციულ საზოგადოებაში, მისთვის თავის არიდებას არავინ ცდილობს! წაწლობა, ამავე დროს არის ერგვარი სექსუალური სწავლებაც, პარტნიორობა საწინააღმდეგო სქესთან მანამდელ დონეზე, სანამ ახალგაზრდები დამოუკიდებელ, სრულფასოვან ცოლ-ქმრულ, ოჯახურ უღელში შეებმებიან! შეიძლება ეს ყოველივე დღევანდელი ადამიანის ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან არარეალურ, შეუძლებელ მოცემულობად (იწვე, ეალერსებოდე მომიჯნავე სქესს და ურთიერთობა ამის იქით აღარ მიდიოდეს) ჩანდეს, მაგრამ ხომ ჩვეულებრივ, ყოველგვარი გართულებების გარეშე ახერხებდნენ მას ქალ-ვაჟნი წაწლობის იმ ხანამდე, სანამ მისი შერყვნა-დეგენერაცია მოხდებოდა?
ასე, რომ არ არის საჭირო ასეთი სკეპტიციზმი! შეხედეთ მოვლენას უფრო ლოიალური კუთხიდან!
ვრცლად ახლა მეტს აღარ დავწერ! სხვა დროს!
თამარო!

19. მეასეთი აზრი გამოვიტანე ამ ტრადიციაზე-როგოც ექიმმა.არ ვარ ღრმად ახედული,უბრალოდ მისაუბრია ეთნოგრაფთან ამ თემაზე. მთაში ზოგადად ქრისტიანულის და წარმართულის შერწყმა უცნაურად მოხდა საეკლესიო რიტუალებში,წესჩვეულებებში. და მთის ხალხმა ბუნების კანონს,ელემენტარულ ფიზიოლოგიას დაუპირისპირეს ეს-ანუ ახალგაზრდის მიერ ხდებოდა გარკვეული დოზით და დონით ამ ბუნებრივი,სექსუალური სურვილების,მისწრაფებების დაკმაყოფილება.და რადგან მართლმადიდებელი ერი ვართ და აშკარა ცოდვა იქნებოდა..როგორ ვთქვა ..სექსი ამ წაწლებს შორის ასეთი უკუღმართული(გინდა სამდიცინო,გინდა ზნეობრივი,გინდა ქრისტიანული თვალსაზრისით)ფორმა მიიღო. ეს არ იყო პირდაპირ მრუშობა და ცოდვა. ანუ ბუნებას რომ თავისი არ გაკეთებინა ახალგაზრდებში ამ სექსუალური სურვილების გარკვეულწილ დაკმაყოფილება''გაპრავდა''ამ უცნაური ტრადიციიტ:)
სტუმარისთვის კი ქალის ჩაწვენა-ეს ალბათსხვა რამაა . უფრო ერთგვარი მამაკაცური გამძლეობის ტესტი იყო ერთგვარი.სიმტკიცის.
მე პირადად არ მომწონს.ეს ტრადიცია.
მეასეთი აზრი გამოვიტანე ამ ტრადიციაზე-როგოც ექიმმა.არ ვარ ღრმად ახედული,უბრალოდ მისაუბრია ეთნოგრაფთან ამ თემაზე. მთაში ზოგადად ქრისტიანულის და წარმართულის შერწყმა უცნაურად მოხდა საეკლესიო რიტუალებში,წესჩვეულებებში. და მთის ხალხმა ბუნების კანონს,ელემენტარულ ფიზიოლოგიას დაუპირისპირეს ეს-ანუ ახალგაზრდის მიერ ხდებოდა გარკვეული დოზით და დონით ამ ბუნებრივი,სექსუალური სურვილების,მისწრაფებების დაკმაყოფილება.და რადგან მართლმადიდებელი ერი ვართ და აშკარა ცოდვა იქნებოდა..როგორ ვთქვა ..სექსი ამ წაწლებს შორის ასეთი უკუღმართული(გინდა სამდიცინო,გინდა ზნეობრივი,გინდა ქრისტიანული თვალსაზრისით)ფორმა მიიღო. ეს არ იყო პირდაპირ მრუშობა და ცოდვა. ანუ ბუნებას რომ თავისი არ გაკეთებინა ახალგაზრდებში ამ სექსუალური სურვილების გარკვეულწილ დაკმაყოფილება``გაპრავდა``ამ უცნაური ტრადიციიტ:)
სტუმარისთვის კი ქალის ჩაწვენა-ეს ალბათსხვა რამაა . უფრო ერთგვარი მამაკაცური გამძლეობის ტესტი იყო ერთგვარი.სიმტკიცის.
მე პირადად არ მომწონს.ეს ტრადიცია.
18. კაი ახლა ქალიშვილობის ინსტიტუტისკენ მიდის უკვე თემა =)) ..და რა მოხდა მერე მრავალ წაწლიანი ქალი? მე არანაირ დიკომფორტს არ მიქმნის ეგ ფაქტი :)ლექსი კარგია. კაი ახლა ქალიშვილობის ინსტიტუტისკენ მიდის უკვე თემა =)) ..და რა მოხდა მერე მრავალ წაწლიანი ქალი? მე არანაირ დიკომფორტს არ მიქმნის ეგ ფაქტი :)ლექსი კარგია.
17. ჰეჰ, ხომ ზედ მივაკალი ეგრე რომ მთელი ღამე მეწაწლაოს და მერე მიმატოვოს...... :D ჰეჰ, ხომ ზედ მივაკალი ეგრე რომ მთელი ღამე მეწაწლაოს და მერე მიმატოვოს...... :D
16. დედააა, კოსწიკ, შენი სახით მე ერთგული თანამოაზრე ვიპოვე! ამიტომაც მიყვარხარ ასე! :-* დედააა, კოსწიკ, შენი სახით მე ერთგული თანამოაზრე ვიპოვე! ამიტომაც მიყვარხარ ასე! :-*
15. არა, გენაცვალე, მასე ადვილად არაა საქმე, შენ რომ ამბობ, იკა! აბა, წარმოიდგინე, რომ შენს საყვარეკლ პიროვნებას 5-7 წაწალი ჰყავს და ხან ვის ლოგინში გორაობს და ხან ვინ უფათურებს ხელებს... მოგეწონება? მხოლოდ ალალად მიპასუხე! არა, გენაცვალე, მასე ადვილად არაა საქმე, შენ რომ ამბობ, იკა! აბა, წარმოიდგინე, რომ შენს საყვარეკლ პიროვნებას 5-7 წაწალი ჰყავს და ხან ვის ლოგინში გორაობს და ხან ვინ უფათურებს ხელებს... მოგეწონება? მხოლოდ ალალად მიპასუხე!
14. გაიქცა...
ახლა ლექსი, - რაკრაკა ლექსია. ბრწყინვალე შესარულებით... შესრულების ხარისხში - 5... :)))))))) გაიქცა...
ახლა ლექსი, - რაკრაკა ლექსია. ბრწყინვალე შესარულებით... შესრულების ხარისხში - 5... :))))))))
13. ვეთანხმები თამარს, პრინციპში ჩემი წინა კომენტიც ეგ იყო :) ვეთანხმები თამარს, პრინციპში ჩემი წინა კომენტიც ეგ იყო :)
12. მერე ნუ შეხედავ დასავით შენც და ეგაა თამარ...:)) მერე ნუ შეხედავ დასავით შენც და ეგაა თამარ...:))
11. დალოცა ღმერთმა, ფშაველი არ ვარ! არ მომწონს ეს წაწლობის ინსტიტუტი და მომკალით!
ვააახ, ასე შუა გზაში მიტოვება ჭამისაც კი ცოდვაა და... ადამიანი აღაგზნო, გადარიო და... მერე უთხრა, იცი, რა დასავით (ან ძმასავით) გიყურებო? ჰა, გამოტყდით, კაცებო, რომელს გინდათ მრავალწაწალიანი ქალი ოჯახის დიასახლისად?
ან თქვენ, ქალებო, გოგნებო, რომელს გაქვთ სურვილი, ხან ერთი მამაკაცი გეალერსებოდეს მთელი ღამე, გათენებამდე, ხან მეორე და... არავის ჰქონდეს თქვენი ცოლად მოყვანის უფლება, - რადგან დასავით გიყურებთ?
არ მომწოოოონს! არ მომწონს და რა ვქნა?
ახლა ლექსი, - რაკრაკა ლექსია. ბრ დალოცა ღმერთმა, ფშაველი არ ვარ! არ მომწონს ეს წაწლობის ინსტიტუტი და მომკალით!
ვააახ, ასე შუა გზაში მიტოვება ჭამისაც კი ცოდვაა და... ადამიანი აღაგზნო, გადარიო და... მერე უთხრა, იცი, რა დასავით (ან ძმასავით) გიყურებო? ჰა, გამოტყდით, კაცებო, რომელს გინდათ მრავალწაწალიანი ქალი ოჯახის დიასახლისად?
ან თქვენ, ქალებო, გოგნებო, რომელს გაქვთ სურვილი, ხან ერთი მამაკაცი გეალერსებოდეს მთელი ღამე, გათენებამდე, ხან მეორე და... არავის ჰქონდეს თქვენი ცოლად მოყვანის უფლება, - რადგან დასავით გიყურებთ?
არ მომწოოოონს! არ მომწონს და რა ვქნა?
ახლა ლექსი, - რაკრაკა ლექსია. ბრ
10. ჰო, კოსტა, მე აღარ გამოვეკიდე წეღან ირაკლის სიტყვაზე, თორემ რომელი უფრო პირველ ადგილზეა წაწლისთვის, განა ამას კითხვა უნდა?!. :) ჰო, კოსტა, მე აღარ გამოვეკიდე წეღან ირაკლის სიტყვაზე, თორემ რომელი უფრო პირველ ადგილზეა წაწლისთვის, განა ამას კითხვა უნდა?!. :)
9. უჰ კაია ფშავური ხინკალი,კაი არაყი და ბოლოს წაწალი... ირაკლი ყალიჩავა. 2010-07-10 00:55:41
აბა წაწალს კითხე :D:D:D:D უჰ კაია ფშავური ხინკალი,კაი არაყი და ბოლოს წაწალი... ირაკლი ყალიჩავა. 2010-07-10 00:55:41
აბა წაწალს კითხე :D:D:D:D
8. სხვათაშორის, ირაკლი, ხვალ ფშავში, ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავის კურთხევა, ხოლო შუაფხოში კი პოეზიის საღამოა მგონი დაგეგმილი! სხვათაშორის, ირაკლი, ხვალ ფშავში, ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავის კურთხევა, ხოლო შუაფხოში კი პოეზიის საღამოა მგონი დაგეგმილი!
7. მეც მანდა ვარ მაშინ...:))
უჰ კაია ფშავური ხინკალი,კაი არაყი და ბოლოს წაწალი...:)) მეც მანდა ვარ მაშინ...:))
უჰ კაია ფშავური ხინკალი,კაი არაყი და ბოლოს წაწალი...:))
6. ღიმილები აქ:)))) ღიმილები აქ:))))
5. ირაკლი ყალიჩავას:
ჯანსაღ წამოწყებას ყოველთვის გამოუჩნდებიან ხოლმე მიმდევრები, ჩემო ირაკლი! :)
დახოცვით კი ფშავლები ერთურთს არ დახოცავენ - განა ასეთი ბრიყვებია! :)
გაიხარე! :) ირაკლი ყალიჩავას:
ჯანსაღ წამოწყებას ყოველთვის გამოუჩნდებიან ხოლმე მიმდევრები, ჩემო ირაკლი! :)
დახოცვით კი ფშავლები ერთურთს არ დახოცავენ - განა ასეთი ბრიყვებია! :)
გაიხარე! :)
4. ლალის:
თქვენი ხელით მოწვდილ შხამასაც კი სიამოვნებითა და სიხარულით შევსვამდი!.. :)
"რაიმე საშინელების" მილექსებისაგან შეგნებულად ვიკავებ თავს! :)
მადლობელი! :) ლალის:
თქვენი ხელით მოწვდილ შხამასაც კი სიამოვნებითა და სიხარულით შევსვამდი!.. :)
"რაიმე საშინელების" მილექსებისაგან შეგნებულად ვიკავებ თავს! :)
მადლობელი! :)
3. არ დაახოცინო ფშავლებს ერთმანეთი...ვინაა ახლა მაგაზე წამოსვლელი...კარგი სალაღობო ლექსია...:) არ დაახოცინო ფშავლებს ერთმანეთი...ვინაა ახლა მაგაზე წამოსვლელი...კარგი სალაღობო ლექსია...:)
2. ზეიმი ჰქონდეს სიცოცხლეს საქვეყნოდ გასაცხადონი! ილტოსპირელიც იქ იყოს, ჟამნ ედგნეს დაუდარდონი, მუქოსკარს სადმე ესახლოს, დედით ერგება ფართონი...
კარგია! გაიხარეთ! ზეიმი ჰქონდეს სიცოცხლეს საქვეყნოდ გასაცხადონი! ილტოსპირელიც იქ იყოს, ჟამნ ედგნეს დაუდარდონი, მუქოსკარს სადმე ესახლოს, დედით ერგება ფართონი...
კარგია! გაიხარეთ!
1. მანერული,ტემპერამენტიანი,დახვეწილი...აშკარა მამაკაცური შარმით და მიმზიდველობით,საკმაო გზნებით...პიროვნული მაგნეტიზმით:)
კი,ბევრი წაწალი გეყოლებოდათ ბატონო მიშა.
პ.ს ოღონდ დეკის ჩაის მე არ დაგალევინებდით:)
უჰ,რამე საშინელება არ გამილექსოთ ახლა:)
5:) მანერული,ტემპერამენტიანი,დახვეწილი...აშკარა მამაკაცური შარმით და მიმზიდველობით,საკმაო გზნებით...პიროვნული მაგნეტიზმით:)
კი,ბევრი წაწალი გეყოლებოდათ ბატონო მიშა.
პ.ს ოღონდ დეკის ჩაის მე არ დაგალევინებდით:)
უჰ,რამე საშინელება არ გამილექსოთ ახლა:)
5:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|