ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2010


იყო არა, იყო რა. . .

რომც  ეცადო ვერ გაიგებ
რა იყო და რა არა,
რა ხანია უკვე ფიქრმა
და ეჭვებმა დამღალა.
მაგრამ ჯერაც ვერ გავიგე,
რა იყო და რა არა.
გულმა დიდხანს ოცნებები
მოწიწებით ატარა,
მერე უცებ გადიყარა
და ერთბაშად გაყარა.
ვერ გაიგებ, კაცი, მართლაც
რა იყო და რა არა.
იყო დიდი გატაცება თუ
გონება აქაც ცდება?
ვერ გავიგე რა იყო და
ვერ ვგებულობ დღეს რაც ხდება.
ვერ გაიგებ რომც ეცადო
რა არ იყო, იყო რა.
დაიწყება კვლავ ზღაპარი
იყო არა, იყო რა. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს