ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2010


. . . პანტომიმა . . .

თეატრის დასი,
გაისმა ტაში,
ასე დაიწყო ერთი ზღაპარი,
მუსიკა ნაზი,
სცენაზე ქალი,
გამოძერწილი ფიქრთა მარანში.

მის ირგვლივ ჯამბაზთ ტრიალებს ჯარი,
ჩუმი ხმით ათრობს მათ კაროლინა,
დღეს იმოსება ჰანგები ქარით,
და იმართება ცად პანტომიმა.

ეჰ, კაროლინას მარცხნივ დგას ეშმა,
ცოდვებისაკენ უბიძგებს ქალწულს,
არჩია მიწად დაჯდომა ღმერთად,
წმინდანად ყოფნას, უფლის სამსახურს.

მარჯვნივ უმშვენებს მხარს ანგელოზი,
გაბრწყინებული სიწმინდის სხივით,
კვლავაც უნათებს გზას მთვარე ცოდვილს,
სამოთხის კარებს აივლის კიბით.

ასე, ამგვარად, ვუმზერთ და ვიცდით,
როგორ მთავრდება ეს კომედია,
გულის სიღრმეში კი ყველამ ვიცით,
რომ ეს ყოველი დღის გროტესკია.

დირიჟორს ჯოხით მიჰყავს კონცერტი,
ფიქრთა ღრუბლებზე ზის კაროლინა,
თავგამეტებით უკრავს ორკესტრი,
დღემდე გრძელდება ცად პანტომიმა . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები