ზაფხულის ცხელ დღეებს გაერიდა შვებულება აიღო და მაშინვე ბათუმს მიაშურა, მყუდრო სასტუმრო შეარჩია ხედით სანაპიროზე და ნაკლებად ხალხმრავალ პლაჟამდე სულ რაღაც 50 მეტრით დაშორებული... დაბინავდა და ქალაქში სიგარეტის საყიდლად გავიდა, მაღაზიიდან გამოსვლას აპირებდა როდესაც... -გამარჯობათ ქალბატონო...- მოესმა ნაცნობი ხმა და კისერში ცხელმა სუნთქვამ შეუღიტინა, ნაცნობმა, საყვარელმა სურნელმა გზა გაიკვლია მისი ტვინის ხვეულებისაკენ და ქვეცნობიერში ოდნავ მოგუდული ბოხი ხმის ტემბრისა და "bugatti"-ს ნაცნობი სურნელის მფლობელის სილუეტი ამოტივტივდა... ეს იყო მისი ოცნების მამაკაცი ერთი პატარა მინუსით, რომელიც კანის ფერზე აისახებოდა... თუმცა მას მოსწონდა მხოლოდ ამ მამაკაცის ბუნებრივად ნარუჯი სხეული ფერთოდ გაშლილი მხრებითა და ძლიერი მკლავებით. მკლავებით რომელთა შეხებაც მასში გონების მყისიერ დაბინდვას იწვევდა... ”საინტერესოა საიდან გაჩნდა ”ეს” აქ, რამდენი ხანია არ მინახავს ნეტა როგორია”- გაიფიქრა და მისი შეხების სურვილმა მთელი სხეული სასიამოვნო თბილი ჟრუანტელივით დაუარა. თუმცა შემობრუნება არც უფიქრია. -ხომ ამბობდი ადამიანებს სუნამოს სუნებით ვცნობო? მეგონა არ გაგიჭირდებოდა ჩემი ცნობა, თუნდაც ვერ დაგენახე, მაგრამ როგორც ვხედავ სუნით კი არა, მთელი ჩემი პერსონითაც ვეღარ მცნობ... ნაწყენი კილოთი მიმართა კარგად ნაცნობმა და მრავალჯერ ნაფერებმა ოცნებამ და წინ აესვეტა... -მაპატიეთ ვერ გიცანით... თქვა და თავადაც გაუკვირდა საკუთარი ხმის ასეთი არადამაჯერებელი ტონი. -მსახიობობა დაგვიწყებია, ალბათ დიდი ხანია პრაქტიკა აღარ გქონია, არადა მე ისე მაბრუებდი შენი მიამიტური ცრემლებითა და ბავშვური ტონით, მეგონა ვერასოდეს ისწავლიდი ფეხზე დგომას დაუხმარებლად. როგორც ვხედაქვ მიამიტი ტონი დაგიკარგავს, მაგრამ ჩემი სიახლოვე ისევ ძველებურად გაბნევს... -მართლა ვერ გცნობთ... მაპატიეთ უნდა წავიდე მანქანა ცუდად მყავს გაჩერებული... მიტრიალდა და წასვლა დააპირა, სხეული არ ემორჩილებოდა. -როცა გული და სხეული დარჩენას გთხოვს გონებას ნუ დაუჯერებ და ნუ წახვალ... ყავაზე დაგპატიჟებ მხოლოდ საუბარი მინდა. -თუ მანქანით ხარ უკან გამომყევი აქვე ერთი მყუდრო კაფეა. მიახალა დაუფიქრებლად და იმ წუთასვე ინანა ასე სწრაფად რომ დათანხმდა მიღებულ შემოთავაზებას. მან გაუღუმა გაიფიქრა ”ხომ ვამბობდი ჩემთან გინდაო” და... "დაკაცებულა, თმაც შევერცხლია ალბათ მეც დამეტყო ასაკი და ვერ ვამჩნევ... ხმა ისეთივე აქვს, სუნამოც კვლავ "bugatti", ჩაცმის სტილიც ძველებურად თავისუფალი ოდნავ კლასიკური, ავტომობილის ბრენდიც იგივე, მხოლოდ სხვა მოდელი... თვალები ისევე უბრწყინავს როგორც ადრე... ნეტა ოჯახი თუ შექმნა? ალბათ არა ვალდებულებების ყოველთვის ეშინოდა, არც შვილების ყოლის იდეა აღაფრთოვენებდა არასდროს... საინტერესოა რას მეტყვის ან საერთოდ რა გვაქვს სალაპარაკო?.." ფიქრის დასრულება ვეღარ შეძლო მისი საყვარელი "cafe noirre" ჰორიზონტზე თეთრად ბრწყინავდა... 2 წუთში ოხშივარადენილი ყავითა და შოკოლადის ტორტით დამშვენებულ მაგიდას გარშემო უსხდნენ და არც ერთმა არ იცოდა რით დაეწყო საუბარი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მეც ვკითხულობ...:) მეც ვკითხულობ...:)
11. მე კი დავამთავრე კითხვა მაგრამ............:D...მაგრამ აზრი 0-ი +2 წარმატებები მე კი დავამთავრე კითხვა მაგრამ............:D...მაგრამ აზრი 0-ი +2 წარმატებები
10. დავიწყე კითხვა, აბა ვნახოთ რა იქნება :) დავიწყე კითხვა, აბა ვნახოთ რა იქნება :)
8. უიჰ, ზუსტად ახლა ვფიქრობდი, მშია თუ არა მეთქი და... წავალ შოკოლადს ავიღებ. მადლობა შეხსენებისთვის :D ჰო, ისე, ჩემთვის საკმაოდ კარგად დაიწყო :) უიჰ, ზუსტად ახლა ვფიქრობდი, მშია თუ არა მეთქი და... წავალ შოკოლადს ავიღებ. მადლობა შეხსენებისთვის :D ჰო, ისე, ჩემთვის საკმაოდ კარგად დაიწყო :)
7. ვახ კარგად დაიწყო :D
5 ვახ კარგად დაიწყო :D
5
6. დავინტერესდი. შოკოლადის ტორტის თავი ექნებოდათ? დავინტერესდი. შოკოლადის ტორტის თავი ექნებოდათ?
4. კარგი დასაწყისია! კარგი დასაწყისია!
3. ვნახოთ, აბა, რას იტყვიან! 5 ვნახოთ, აბა, რას იტყვიან! 5
2. ნორმალური დასაწყისი!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!! ნორმალური დასაწყისი!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!!
1. ინწერესნა...მომეწონა...შემდეგიც მომინდა...თან კარგად იწყება...დამაინტრიგებლად და აბა შენ იცი არ ჩააგდო... ინწერესნა...მომეწონა...შემდეგიც მომინდა...თან კარგად იწყება...დამაინტრიგებლად და აბა შენ იცი არ ჩააგდო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|