-დიდი გოგო გამხდარხარ... თქვა და გაეღიმა -შენ კი დაბერებულხარ! მიუგო ღიმილითვე. -ენა ვერ დაგიტკბო ვერავინ?.. ვითომ შემთხვევით და ძალიან დიდი მოლოდინით შეეხო ლიზასათვის მტკივნეულ თემას... ”იდიოტი” ვითომ არც აინტერესებს ისე იკითხა, ვითომ სიტყვამ მოიტანა. გაჩვენებ მე შენ სასხვათაშორისოდ კითხვის შემოგდება როგორ უნდა” გაიფიქრა ლიზამ და... -არ მიმიცია მაგისი უფლება არავისთვის, მე მომწონს ჩემი ”ენის სიმწარე”, უფრო სწორად არ ვთვლი, რომ მწარე საუბარი მაქვს და თუ შენ გემწარა ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა, რომ სიმართლე მწარეა!.. გულისგამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა... საუბარი ისეთ ჩიხში შევიდა საიდანაც გამოსვლა ორივეს უჭირდა და საჭირო იყო ახალი თემის წამოწყება რაც არც ისე ადვილი საქმე იყო მათთვის. -მართლა მყუდრო კაფეა და ყავაც გემრიელია, თუმცა ყოველთვის ასე იყო შენ მშვენივრად იცოდი რომელ ქალაქში და რომელ კაფეში გაგვიმასპინძლდებოდნენ გემრიელი ყავით. -შენ კი ყოველთვის მშვენივრად მოგეხსენებოდა რომელ ქალაქში და რომელ უბანში გაგიმასპინძლდებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები საკუთარი სხეულით დაბალ ფასად!.. თქვა და ენაზე იკბინა, ამ ერთი ვითომ მწარე და მოსწრებული ფრაზით თავისი თავი გაყიდა... მას დაანახა, რომ დღემდე აშკარად ეჭვიანობდა... შედეგმაც არ დააყოვნა, ლაშამ ჩათვალა რომ ქალს მასთან სიახლოვის სურვილი სხეულს უწვავდა და მთელი თავისი სინაზე ჩააქსოვა ფრაზაში -გინდა ჩემთან? ასეც იყო ლიზას შეხვედრის წუთიდან დღემდე არ განელებოდა მისი სურვილი. ყოველი შეხება ბნედას სცემდა, ათრთოლებდა და გონს უკარგავდა. ეს ვნება ახლა ლიზას სხეულში დაგუბებულიყო და კაცმა არ იცოდა როდის გადმოლახავდა ჯებირს, რომელიც ქალს დიდი გულმოდგინებით აღემართა სხეულში. -ძველებურად უნამუსო ხარ, მე შენს ადგილას შემრცხვებოდა მაგისი კითხვა. -ნუ ბრაზობ, შენი შემხედვარე მაგ დასკვნამდე მივედი. -შეცდი აშკარად, ანალიტიკური უნარი დაგქვეითებია... -მეგონა მართლა რაღაც გქონდა სათქმელი, როგორც ჩანს ეს უბრალოდ მიზეზი იყო ჩემთან ხელახლა დაახლობისათვის, რისი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავს ასე რომ დიდი მადლობა ყავისათვის და მაპატიე, უნდა დაგტოვო მელოდებიან. კიდევ ერთხელ გაყიდა ლიზამ თავი, აშკარა მოლოდინი ლაშას მხრიდან რაიმე სასიამოვნოს შემოთავაზებისა მოლოდინად დარჩა. მამაკაცს ძველებურად ხოლოდ მარტივი ფლირტი იზიდავდა რაც ქალს გულს ურევდა. -ნუ ბრაზობ, ხომ შეიძლება ძველი ნაცნობები ყავას ერთად შეექცეოდნენ და მშვიდად მოუთხრობდნენ ერთმანეთს რა გადახდათ იმ პერიოდში როცა შორს იყვნენ ერთმანეთისაგან?... -არა არ შეიძლება, უფრო სწორად ჩვენს შემთხვევაში არ გამოვა. -მაინც რატომ? -რატომ?.. არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ დღეს შენ ჩემთვის უცხო ხარ და ყველა შემხვედრს ჩემს ცხოვრებაზე არ ველაპარაკები. -იმიტომ ხომ არა, რომ ჩემი სიახლოვის გეშინია, და ერთი სული გაქვს გამექცე? გეშინია რომ თავს ვეღარ მოერევი და გამიმხელ ისევ ძველებურად მიყვარხარო... ამის მოთმენა კი უკვე შეუძლებებლი იყო, შეურაცხყოფილმა დააგდო მაგიდაზე 50 ლარიანი კუპიურა ყავისა და ნამცხვრისათვის (რაც თავის მხრივ შეურაცხყოფდა მამაკაცს) და გასასვლელისაკენ უკანმოუხედავად გაემართა ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს... კაფიდან გამოქცეული დიდხანს დადიოდა ქალაქის ქუჩებში და ფიქრობდა 20-30 წუთში როგორ გაყიდა თავისი გრძნობები ამდენჯერ. შუადღის მზემ სული შეუხუთა ერთი დღისათვის ამდენი სიმძაფრე ზედმეტიაო იფიქრა და სასტუმროს მიაშურა. -ქალბატონო ლიზა ნომერში სტუმარი გელოდებათ, თქვა მეუღლე ვარ სიურპრიზს ვუკეთებო და გასაღები მივეცი, იმედია ცუდად არ მოვქცეულვარ. შეაგება ადმინისტრატორმა შესვლისთანავე... ”მეუღლე? მეუღლე რომელიც არ მყავს ჩემს ნომერში მელოდება? რა საინტერესოა...” გაიფისრა ლიზამ. -არა შესანიშნავად მოქცეულხართ, მიყვარს სიურპრიზები, მიუგდო საკუთარი მოხერხებით აღფრთოვანებულ ადმინისტრატორს და აჩქარებული ნაბიჯით მიაშურა საკუთარ საძინებელს სადაც ”არ არსებული მეუღლე” ელოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. საინტერესო ნამდვილად არის...:) და ეს სახელი ლიზა ეტყობა მეტად პოპულარულია აქ ურაკზე...:) საინტერესო ნამდვილად არის...:) და ეს სახელი ლიზა ეტყობა მეტად პოპულარულია აქ ურაკზე...:)
11. რა ძვირიან კაფეში შესულან :D წავედი მესამე თავზე რა ძვირიან კაფეში შესულან :D წავედი მესამე თავზე
9. ხო, ეგ გადარჩა აშკარად... :D ხო, ეგ გადარჩა აშკარად... :D
8. შეურაცხყოფილმა დააგდო მაგიდაზე 50 ლარიანი კუპიურა ყავისა და ნამცხვრისათვის (რაც თავის მხრივ შეურაცხყოფდა მამაკაცს) და გასასვლელისაკენ უკანმოუხედავად გაემართა
მოვკლავდი მე :D მაგისთვის შეურაცხყოფილმა დააგდო მაგიდაზე 50 ლარიანი კუპიურა ყავისა და ნამცხვრისათვის (რაც თავის მხრივ შეურაცხყოფდა მამაკაცს) და გასასვლელისაკენ უკანმოუხედავად გაემართა
მოვკლავდი მე :D მაგისთვის
7. ვახ, რა ხდება, ხედაავ? ისე, ასაკი საშუალოა, ხო? ასე მომეჩვენა. ვინ დაგაცდის შოკოლადის ჭამას :D ვახ, რა ხდება, ხედაავ? ისე, ასაკი საშუალოა, ხო? ასე მომეჩვენა. ვინ დაგაცდის შოკოლადის ჭამას :D
6. =)) ეს უკვე რაღაც არის :D
5 =)) ეს უკვე რაღაც არის :D
5
5. ავტორი მეცნობა. ავტორი მეცნობა.
3. ველოდები გაგრძელებას... ველოდები გაგრძელებას...
2. გაგეგრძელებინა ბარემ... 5 გაგეგრძელებინა ბარემ... 5
1. საინტერესოა...მე აშკარად მაინტერესებს უკვე ფინალი... საინტერესოა...მე აშკარად მაინტერესებს უკვე ფინალი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|