ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2010


მხოლოდ ისინი... (მესამე თავი)

ნომრის კარი კინაღამ შეამტვრია, ერთი სული ჰქონდა ენახა არ არსებული მეუღლე.
ნომერში თითქოს არავინ იყო, მხოლოდ საწოლზე იყო მიწყობილი ტანსაცმელი გეგონებოდათ მისი პატრონი ლოგინზე მიწვა და იქიდან ისე ამოძვრა არც კი შეურხევიაო. მხოლოდ აბაზანიდან ისმოდა წყლის ხმაური. დაუფიქრებლად შეაღო კარი და...
-ისევ ისეთი უნამუსო ხარ, რას აკეთებ ჩემს ნომერში, ჩემს აბაზანაში შიშველი?
-შხაპს ვიღებ...
-მაგას მეც ვხედავ, მე ის მაინტერესებს რატომ ჩემს ნომერში და არა იქ სადაც შენ დაბინავდი?
-რა იყო პირველად მხედავ შიშველს?
-არა მაგრამ სურვილი არ მქონდა კიდევ მენახე.
-მე პირიქით მგონია რატომღაც.
-ხოდა ცდები, მაგრამ პასუხს ველოდები რა გინდა ჩემს ნომერში?
-მე აქ ვაპირებ მომდევნო 2 კვირის გატარებას...
-ბატონოო?.. რაღაც მომესმა მგონი, აქ მე ვცხოვრობ, საერთოდ რატომ შემოგიშვეს?
-ვუთხარი ქმარი ვარ მეთი და...
-ხო ტყუილები ყოველთვის გეხერხებოდა!
-და შენი მოფერებაც...
-იდიოტივით ნუ იქცევი მას მერე დიდი დრო გავიდა და ყველაფერი შეიცვალა.
-მაინც რა შეიცვალა? დავიჯერო ჩემი მკლავები აღარ გათრთოლებს?
ლაშას აშკარაგდ კარგად ახსოვდა ლიზას სისუსტეები და შესანიშნავად სარგებლობდა ამით. ლიზას შორეული წარსული გაახსენდა, ყოველთვის როცა ლაშაზე გაბრაზდებოდა და საჩხუბრად მოემზადებოდა ის მაშინვე მკლავებს მოხვევდა მასში შეყუჟავდა და ლიზას აღარც კი ახსოვდა რატომ გაბრაზდა საყვარელ მამაკაცზე. სწორედ ასეთივე ზემოქმედება ჰქონდა ლაშაზე ლიზას ცრემლებს. ყოველთვის როდესაც ქალს სახე მოექუფრებოდა, და სატირლად ემზადებოდა მამაკაცი მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა, ოღონდ არ იტირო თუ გიყვარვარ, არ იტირო და რაც გინდა ის მიქენი მეჩხუბე მლანძღე, დამარტყი თუნდაც რაც გინდა მთხოვე ოღონდ შენს თვალებზე ცრემლები არ დამანახო.
-პირსახოცი მომაწოდე შენს გაზრდას...
ინსტინქტურად მოკიდა ხელი პირსახოცს და გაუწოდა, თავბრუ დაეხვა თავს ცუდად გრძნობდა გამოვიდა და ლოგინზე მიწვა. ვერც კი შეამჩნია ისე აეტირა.
-ჩემს ტანსაცმელზე წოლა მოგწონს?..
-სხვათაშორის ეს ტანსაცმელი ჩემს ლოგინზეა მიფენილი.
-ჩვენს ლოგინზე ლიზა ნაცვალსახელები გეშლება ერთმანეთში.
-გაეთრიე ჩემი ნომრიდან თორე დაცვას გამოვუძახებ. იყვირა და ლოგინიდან წამოხტა.
-ტირიხარ?...
-ჩემი სულელი გოგო, მოდი ჩემთან ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ვუყურებ, კარგი წავალ ოღონდ არ იტირო. თუ გინდა მეჩხუბე ვიცი მიზეზი ბევრი გაქვს ამოიღე გულიდან ყველაფერი მარტო გატარებული 7 წლისათვის სამაგიერო როგორც გინდა ისე გადამიხადე ოღონდ უმწეო ბავშვივით ნუ აიფუზები და ნუ იტირებ თორე თავს მოვიკლავ იცოდე.
  ლიზა თავს ვერ აკონტროლებდა ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა...
-კარგი წავალ და დამპირდი რომ აღარ იტირებ.
-არ წახვიდე...
  ლაშამ ღიმილით გადახედა და გულში ჩაიკრა. სამწუხაროდ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ნომერში დარეკეს და ლიზას მოულოდნელი უცხო სტუმრის მოსვლა აცნობეს რომელიც ქვევით მოთმინებით ელოდა.
-მე შევალ წყალს გადავივლებ და ჩავალ ვნახავ ვინაა. იცოდე აბაზანიდან რომ გამოვალ აქ აღარ დამხვდე.
-მაშინ სადმე შევხვდეთ და ვივახშმოთ...
-კარგი ნომერი დამიწერე და დაგირეკავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები