ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰინცი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2010


ზამთრის დღე

სახლი სახურავის გარეშე და ოთახი სავსე ნისლით,
მოწყენილი პატარა ბავშვების სუნთქვის ხმით
ივსება სივრცე,
მათი თავები დაკიდებული
ბუხართან საათის გვერდით.
ოთახში  ოქროსფერი ბუ ზის,
გაუნძრევლად სუნთქავს ყოველ წამს -
საათი,
არ შლის ფრთებს, არ შეუძლია გასვლა ოთახიდან.
დრო გახვეული ზამთრის ყინვაში თავის თეთრ პალტოს აფარებს
ბავშვებს.
გაყინულ ხელთათმანებს უსმევს დედა მათ უხილავ ჭრილობებს.

სრული სვლით წინ წლებისკენს სადაც
ყველას ექნება საკუთარი სიკვდილის დღე.
მიეცი  ყველა დღეს საკუთარი წილი სიბნელე,
ხანდახან რომ არ ჩანდნენ
ბავშვების თავები დაკიდებული ბუხართან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები