ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


ევა...

როცა მზე ტოვებს ტუჩებით "სვირინგს",
ზღვა უძლურია წაშალოს კვალი.
ყველა სურვილზე იაფი მიღირს,
ფარსი, ღიმილი, ძლიერი ქალის...

არსად, არავინ, არ მეგულება,
დრო რომ ყოფნიდეს, დრო რომ ინდობდეს.
ცას შევატოვე ფიქრი ღრუბლებად
და გვირილების ნაღმი მინდორ-ველს.

სიყვარული ხომ წყევლაა ჩემთვის,
ტანზე აბჯარი, გრძნობად მაცვია.
მოლას, სინქრონი აკივლებს მეჩეთს
და მთვარე როგორც “აპლიკაცია”

კიდია ფანჯრის მიღმა კუთხეში.
(ღამით ზღაპრებით მართობს შაჰრაზად.)
მე, ციდან მხოლოდ ერთხელ დავეშვი,
რომ მხრებზე ფრთები მეგრძნო ანაზდად.

რაც იყიდება ვყიდულობ ფულით,
უპოვარისგან შევიძენ ღიმილს.
მე ავასრულებ უამრავ სურვილს,
ძველი წლებიდან დარჩენილს დღემდე.

ძლიერი ქალი?-ჰო, არ არსებობს
ბოლო ქმნილებად, სრულყოფა ღმერთის.   
ვერ განუგეშებთ ალბათ... ასე რომ,
ქალი ყოველთვის ევაა ჩემთვის

და მკლავს წყურვილი შურისძიების,
სანამ ვთამაშობ, ვიდრე ვერთობი.
აზარტში ვეძებ, ყოფის დილემას,
როცა ვიღლები ურთიერთობით.

მზე, ტანზე სხივებს ტოვებს "სვირინგად"
ზღვა, მარილიან გემოს ტუჩების...
მზემ, დასარტყმელად  თუ გაგიმეტათ,
თქვენ, ვერასოდეს ვეღარ მორჩებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები