... ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს, შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული, იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს, არ აქვთ საწყისი ან დასასრული.
"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში, ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში, საცაა უნდა შეგახონ ხელი.
ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი... ... ვისი ნეკნი ხარ, იქნებ არც გახსოვს, იქნებ არც იცი, არც ერიდები, და ადამს, როგორც იმედი სანდო, თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები.
ეცემა ტალღა ვნებიან სხეულს, ნაპირთან სიცხით იხრჩობა ქარი, შენს სხეულს მცირე ქანდაკად ქცეულს, დაურიდებლად ედება თვალი...
და უნატიფეს ზეცის სილურჯე ზედ ჰორიზონტთან აკვრია შორეთს, კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!! ... დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს, ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ეს ლექსი სადღაც მინახავს და მართლაც რომ ბრავო, სიტყვები არ მაქვს! ეჰ, ქალები ვინანიებთ უფრო ალბათ, ამიტომაც გვაქვს ამხელა ტვირთი, თუმც, იქნებ, კაცებიც, მაგრამ რომ გავიაზროთ, მაშინ ქალის ბრალია ყევლაფერი და მაშინ, არც არაფრის უფლება გვქონია, დავსევდიანდი! ლექსი ძლიერია, უბრალოდ.... არ ვიცი...+++ ნეკნებო, ჭკვიანად!:) ეს ლექსი სადღაც მინახავს და მართლაც რომ ბრავო, სიტყვები არ მაქვს! ეჰ, ქალები ვინანიებთ უფრო ალბათ, ამიტომაც გვაქვს ამხელა ტვირთი, თუმც, იქნებ, კაცებიც, მაგრამ რომ გავიაზროთ, მაშინ ქალის ბრალია ყევლაფერი და მაშინ, არც არაფრის უფლება გვქონია, დავსევდიანდი! ლექსი ძლიერია, უბრალოდ.... არ ვიცი...+++ ნეკნებო, ჭკვიანად!:)
24. სულში ამოცლილ ნეკნის კივილი... მაგარია! სულში ამოცლილ ნეკნის კივილი... მაგარია!
23. სულში ნეკნი - საინტერესოა:) სულში ნეკნი - საინტერესოა:)
22. ვისი ნეკნი ხარ, იქნებ არც გახსოვს, იქნებ არც იცი, არც ერიდები, და ადამს, როგორც იმედი სანდო, თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები.
ეცემა ტალღა ვნებიან სხეულს, ნაპირთან სიცხით იხრჩობა ქარი, შენს სხეულს მცირე ქანდაკად ქცეულს, დაურიდებლად ედება თვალი...
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი... მომეწონა ძალიან:)
ვისი ნეკნი ხარ, იქნებ არც გახსოვს, იქნებ არც იცი, არც ერიდები, და ადამს, როგორც იმედი სანდო, თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები.
ეცემა ტალღა ვნებიან სხეულს, ნაპირთან სიცხით იხრჩობა ქარი, შენს სხეულს მცირე ქანდაკად ქცეულს, დაურიდებლად ედება თვალი...
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი... მომეწონა ძალიან:)
21. ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს, შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული, იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს, არ აქვთ საწყისი ან დასასრული.
ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს, შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული, იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს, არ აქვთ საწყისი ან დასასრული.
20. მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა;)
18. უძლიერესი ლექსიააა............ უძლიერესი ლექსიააა............
16. მძაფრად აღიქვამთ ევას...,,და ადამს,როგორც იმედი სანდო, თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები...'' კარგია... მძაფრად აღიქვამთ ევას...,,და ადამს,როგორც იმედი სანდო, თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები...`` კარგია...
15. დახვეწილი, მძაფრი ლექსია! მოგიკითხეთ ყველამ... დახვეწილი, მძაფრი ლექსია! მოგიკითხეთ ყველამ...
14. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
:) ლამაზი ლირიული სტროფი ასეთივე ლექსიდან.... ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
:) ლამაზი ლირიული სტროფი ასეთივე ლექსიდან....
13. სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
რა მაგარი იყო... სულში ამოცლილი ნეკნი...
ჰო, ერთი ლამაზი ლექსი გამახსენდა: "კაცობრიობა არ შექმნილა კაცის შექმნიდან, ჭირიმე შენი, თოჯინასავით გამოთლილო ერთი ნეკნიდან"...
ლამაზი ლექსია მართლაც სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
რა მაგარი იყო... სულში ამოცლილი ნეკნი...
ჰო, ერთი ლამაზი ლექსი გამახსენდა: "კაცობრიობა არ შექმნილა კაცის შექმნიდან, ჭირიმე შენი, თოჯინასავით გამოთლილო ერთი ნეკნიდან"...
ლამაზი ლექსია მართლაც
12. ..
ბოდიში.. არ შემიხედავს თუ "სხვა" ჟანრში იყო დადებული ნაწარმოები.. ვიხდი ბოდიშს.. ..
ბოდიში.. არ შემიხედავს თუ "სხვა" ჟანრში იყო დადებული ნაწარმოები.. ვიხდი ბოდიშს..
11. ..
ტელევიზიით მოგკარით თვალი იმდღეს.. ბატონო დავით.. დემნა შენგელაიას დაფის გახსნის ცერემონია იყო.. მგონი..
კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!
5! ..
ტელევიზიით მოგკარით თვალი იმდღეს.. ბატონო დავით.. დემნა შენგელაიას დაფის გახსნის ცერემონია იყო.. მგონი..
კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!
5!
10. კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!
კარგია! ძალიან კარგი ლექსია!!! კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!
კარგია! ძალიან კარგი ლექსია!!!
9. ევას მიმართ ბრალდებები გადაჭარბებული მომეჩვენა, თუმცა ლექსი როგორც ყოველთვის შინაგანად ცოცხალი და ექსპრესიულია ევას მიმართ ბრალდებები გადაჭარბებული მომეჩვენა, თუმცა ლექსი როგორც ყოველთვის შინაგანად ცოცხალი და ექსპრესიულია
8. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ჩემი მოწონება ამ ლექსებს :) 555!
ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ჩემი მოწონება ამ ლექსებს :) 555!
7. ნორმალური ლექსია! აქ საკრიტიკო ვერაფერი ვნახე! :) 5 ნორმალური ლექსია! აქ საკრიტიკო ვერაფერი ვნახე! :) 5
6. გრძნობების ზღვაა...:) გრძნობების ზღვაა...:)
5. გაიხარეთ ბატონო დავით გაიხარეთ ბატონო დავით
4. ასეთი ლექსის შემდეგ თავი ქუდში გაქვთ ბატონო დავით :) ასეთი ლექსის შემდეგ თავი ქუდში გაქვთ ბატონო დავით :)
3. ძალიან კარგი ლექსია, ბატონო დავით გაიხარეთ თქვენ ძალიან ვისიამოვნე... ძალიან კარგი ლექსია, ბატონო დავით გაიხარეთ თქვენ ძალიან ვისიამოვნე...
2. ძალიან ლამაზია და მძაფრი.......:) ძალიან ლამაზია და მძაფრი.......:)
1. "და უნატიფეს ზეცის სილურჯე ზედ ჰორიზონტთან აკვრია შორეთს, კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!"
და მაინც
"ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი..."
მშვენიერი ოდა - ევას. "და უნატიფეს ზეცის სილურჯე ზედ ჰორიზონტთან აკვრია შორეთს, კაცობრიობა დგას და იშუშებს ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!"
და მაინც
"ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი..."
მშვენიერი ოდა - ევას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|