ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2010


მხოლოდ ისინი... (მეოთხე თავი)

  ამდენი დაძაბულობისა და ნერვიულობის შემდეგ, გრილი შხაპი მაცოცხლებელი  ენერგიასავით მოქმედრებდა მასზე. თან ფიქრს ცდილობდა, მაგრამ არ უნდოდა, უფრო სწორად არ გამოსდიოდა. "საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად რატომ გამომეცხადა? რა ვქნა? რაზე უნდა ვილაპარაკოთ ნეტა? ან დაბლა ვინ მელოდება თითქოს არავისთვის მითქვამს სად მოვდიოდი და რომელ სასტუმროში გავჩერდი..." ფიქრი უფრო ძაბავდა და მალე ამასაც თავი დაანება.
  თხელი თეთრი სარაფანი გადაიცვა, ქოშებში აჩქარებით გაუყარა ფეხები,  თმა ხელით აიჩეჩა, სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა, თვალი ჩაუკრა და ნომრიდან გასვლას აპირებდა მობილურის ზარი რომ შემოესმა.
"კიდევ კარგი დარეკა თორემ მრჩებოდა..." გაიფიქრა და ტელეფონს დასწვდა. ნომერი არ ეცნო და
-ალოო...
-გაამოს!
-ბატონოო? რომელი ხართ?
-ჯერ ხომ 30 წუთი გავიდა უკვე ვეღარ მცნობ?
-აა, შენ ხარ? და ნომერი საიდან გაიგე? თუმცა ძნელი არ იქნებოდა შენთვის სანამ მე აბაზანაში ვიყავი ჩემი ტელეფონით სარგებლობა. ისე შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სხვისი ნივთების გამოყენება უკითხავად არ შეიძლება?
-ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ...
-არანაირი მსჯელობა საღამოს შემეხმიანე მელოდებიან ეხლა არ მცალია. არ დააცადა ფრაზის დასრულება ლიზამ და ტელეფონი გაუთიშა. მოუთმენლად ჩაირბინა სასტუმროს კიბეები და ფოიეში მსხდომი ხალხი მოათვალიერა დიდი ინტერესით... ნაცნობი ვერავინ შენიშნა და ადმინისტრატორისაკენ გასწია. ტყავის სავარძელში მჯდომ, სასიამოვნო აშკარად არაქართული გარეგნობის მამაკაცს თვალი შორიდან შეავლო ერთი გაუღიმა და მოჩვენებითი გულგრილობით ჩაუარა...
-ვინ მელოდებოდა? უკვე წავიდა?
-არა ქალბატონო კიდევ გიცდით შესაშური მოთმინება აქვს და გამაღიზიანებლად დახვეწილი მანერები. აი იქ სავარძელში რომ მამაკაცი ზის ის გახლავთ. უთხრა ადმინისტრატორმა და სწორედ იმ ადამიანისაკენ გაახედა, რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ ასე უტაქტოდ, დაუფარავად და ვულგარულად გაეკეკლუცა. წამის მეათასედში იგრძნო, როგორ მოედო მის სახეს სირცხვილი, რომელიც საშინელ ინტერესში იყო შეზავებული. ლიზა დაბნეული უყურებდა მისი სულ ახალი სიმპათიის ობიექტს და ფიქრობდა- "საიდან მოვიდა, რა უნდა, ვინაა, მე საიდან მიცნობს?" მიხვდა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ მასთან მივიდოდა და გამოელაპარაკებოდა.
-მოგესალმებით, მითხრეს რომ მე მელოდებით, ვიცნობთ ერთმანეთს?
-გამარჯობათ თქვენ ალბათ ელაიზა ხართ, მე ჯორჯ ჯაფარიძე ვარ ხოლო თუ რატომ შეგაწუხეთ ჩემი ვიზიტით თქვენის ნებართვით ჭიქა კოქტეილზე მოგითხრობთ...
  ელაიზას მხოლოდ ერთი ადამიანი ეძახდა და ამ სახელმა მასში ულამაზესი მოგონებები აღძრა...
-დიდი სიამოვნებით, ჩემში თქვენ ყველაზე აუტანელი და საშინელი გრძნობა ცნობისმოყვარეობა აღძარით... სანაპიროზე აქვე ახლოს ერთი მყუდრო კაფეა მართალია დღეს იქ უკვე მეორედ მომიწევს შესვლა, მაგრამ...
-"cafe noirre"-ზე ამბობთ ალბათ...
-თქვენ საიდან იცით? მითვალთვალებთ? გაღიზიანება ვეღარ დამალა ლიზამ
-დამშვიდდით გთხოვთ, მე ხომ უნდა მეპოვეთ თქვენზე მხოლოდ მწირი ცნობები მქონდა დღეს გიპოვეთ და ის იყო გამოლაპარაკება დავაპირე ვიღაც ჯენტლმენს შეეჩეხეთ. გადავწყვიტე მესამე ადამიანის გარეშე უკეთესი იქნებოდა თქვენი ნახვა, ამიტომ დაველოდე სანამ არ დასცილდებოდით ერთმანეთს, თუმცა ამისათვის თქვენთვის თვალყურის დევნება მომიწია. იმედი მაქვს ამით გამოუსწორებელი დანაშაული არ ჩავიდინე თქვენს წინაშე.
-არაუშავს, ახლა ჩემთვის მთავარია მალე გავიგო თქვენს შესახებ ყველაფერი, ამიტომ ნუღარ ვაყოვნებთ.
-გთხოვთ, მხოლოდ თქვენს შემდეგ. ანიშნა ჯორჯმა კარისაკენ და უკან მიჰყვა მისი გალანტურობით დაბნეულ ლიზას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები