გესმით, შვილებო, მოგიკვდათ მამა! იმისი ძველი ლაბადისაგან შეგიკერავთ ციცქნა ქურთუკებს, იმისი ძველი შარვლისაგან გამომივა თქვენთვის შარვლები. აქ ჩარჩენილა ყველაფერი, რასაც ჯიბეში ინახავდა: გასაღებები და ხურდა ფული დაუფარავს თუთუნის ნაფშვენს. დენისა იყოს ხურდა ფული, ბანკში წაიღებს. ანისა იყოს გასაღებები, ააჟღარუნებს. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც და მკვდარი უნდა დავივიწყოთ, უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, თუნდაც მოკვდნენ კარგი კაცები. ანი, საუზმე გელოდება! დენი, წამალი არ დაგავიწყდეს! უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.
Edna St. Vincent Millay
Lament
Listen, children, Your father is dead. From his old coats I,ll make you little jackets; I,ll make you little trousers From his old pants. There,ll be in his pockets Things he used to put there: Keys and pennies Covered with tobacco. Dan shall have the pennies To save in his bank; Anne shall have the keys To make a pretty noise with. Life must go on And the dead be forgotten; Life must go on Though good men die. Anne, eat your breakfast; Dan, take your medicine. Life must go on; I forget just why.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ერთი შეხედვით ჩანს პრაგმატული, მაგრამ ბოლო ფრაზა რა ტკივილიანია. ერთი შეხედვით ჩანს პრაგმატული, მაგრამ ბოლო ფრაზა რა ტკივილიანია.
22. ლექსი ძალიან ძალიან მომეწონა.... და თარგმანიც ზუსტია 55555555 ლექსი ძალიან ძალიან მომეწონა.... და თარგმანიც ზუსტია 55555555
21. მე მახსოვდა ღომ დავაკომენტე, ეტყობა გავიფიქრე:) ამ ლექსმა, გამახსენა "არაჩვეულებრივი გამოფენა:)" მე რომ მოვკვდები ჩემი შვილები შიპლეტებსაც გამხდიან და იმ ფულით ვოლგას იყიდიანო,' მე , იშეთი შეგღძნება მაქვს რომ საცაა იტყვიან: "სხეულიჩ უნდა გამოვიყენოთ , მიწას სჭირდება Dროზე სასუქი," რა ვქნა ვერ გავექეცი ამ შეგრძნებას, ჰო თიტქოს ისეა რომ ადამიანები კვდებიან, მაგარმ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს , მაგრამ არაა რა ეგ ჩვენი ტირილი, ძაან პრაგამტულად ტირიან , და საერთოდ ტირიან ამ ლექსში? მე მახსოვდა ღომ დავაკომენტე, ეტყობა გავიფიქრე:) ამ ლექსმა, გამახსენა "არაჩვეულებრივი გამოფენა:)" მე რომ მოვკვდები ჩემი შვილები შიპლეტებსაც გამხდიან და იმ ფულით ვოლგას იყიდიანო,` მე , იშეთი შეგღძნება მაქვს რომ საცაა იტყვიან: "სხეულიჩ უნდა გამოვიყენოთ , მიწას სჭირდება Dროზე სასუქი," რა ვქნა ვერ გავექეცი ამ შეგრძნებას, ჰო თიტქოს ისეა რომ ადამიანები კვდებიან, მაგარმ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს , მაგრამ არაა რა ეგ ჩვენი ტირილი, ძაან პრაგამტულად ტირიან , და საერთოდ ტირიან ამ ლექსში?
20. იმდენად რეალური...ლამის ხელით შეეხო...5 იმდენად რეალური...ლამის ხელით შეეხო...5
19. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.
ხო, რისთვის?:( მშვენიერი თარგმანია...მოგიკითხე ნინო. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.
ხო, რისთვის?:( მშვენიერი თარგმანია...მოგიკითხე ნინო.
18. უკიდურესი ტრაგიზმია გადმოცემული... არასოდეს რომ დაგავიწყდება... განსაკუთრებით ბოლო ფრაზით. უკიდურესი ტრაგიზმია გადმოცემული... არასოდეს რომ დაგავიწყდება... განსაკუთრებით ბოლო ფრაზით.
17. ,,მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.'' ეს ფრაზა ამბობს ყველაფერს. ,,მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.`` ეს ფრაზა ამბობს ყველაფერს.
14. შესანიშნავი ლექსი და თარგმანი... სულით ხორცში გაიარა! 555! შესანიშნავი ლექსი და თარგმანი... სულით ხორცში გაიარა! 555!
13. ..
აღარ მახსოვს ბოლოს როდის შემძრა ასე ნაწერმა.. ..
აღარ მახსოვს ბოლოს როდის შემძრა ასე ნაწერმა..
12. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის-გადამავიწდა. აი, ეს არის აისბერგი. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის-გადამავიწდა. აი, ეს არის აისბერგი.
11. თუკი ორიგინალის ენა არ იცი, ალბათ, თარგანის შეფასება ცოტა უხერხულია, მაგრამ ლექსის ქართულმა ვერსიამ საოცრად ზუსტად დამანახა ამ კარგი თარგმანის მთავარი სათქმელი - "უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც" - ძლიერი ქალის მიერ თქმული, ზუსტად მოიტანა განცდა-ემოცია! კარგი, როგორც ყოველთვის! თუკი ორიგინალის ენა არ იცი, ალბათ, თარგანის შეფასება ცოტა უხერხულია, მაგრამ ლექსის ქართულმა ვერსიამ საოცრად ზუსტად დამანახა ამ კარგი თარგმანის მთავარი სათქმელი - "უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც" - ძლიერი ქალის მიერ თქმული, ზუსტად მოიტანა განცდა-ემოცია! კარგი, როგორც ყოველთვის!
10. საოცარი ლექსია და თარგმანიც - ანალოგიური!
საოცარი ლექსია და თარგმანიც - ანალოგიური!
9. სესანიშნავი თარგმანია! თარგმნისას მარტივი ტექსტი არ არსებობს მე ასე მგონია. ნებისმიერი სახის ტექსტი ურთულესია, იმდენად რამდენადაც ყოველთვის საჭიროა სხვა ენაზე სიტყვასთან ერთად რითმისა და რიტმის პოვნაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველი სიტყვა უზუსტესად არის გადმოცემული შესაბამის რიტმთან ერთად. გაიხარეთ! სესანიშნავი თარგმანია! თარგმნისას მარტივი ტექსტი არ არსებობს მე ასე მგონია. ნებისმიერი სახის ტექსტი ურთულესია, იმდენად რამდენადაც ყოველთვის საჭიროა სხვა ენაზე სიტყვასთან ერთად რითმისა და რიტმის პოვნაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველი სიტყვა უზუსტესად არის გადმოცემული შესაბამის რიტმთან ერთად. გაიხარეთ!
8. ლექსიან-თარგმანიან-ავტორიან-მთარგმნელიანად ხუთი! ლექსიან-თარგმანიან-ავტორიან-მთარგმნელიანად ხუთი!
7. სერგეი ძვირფასო! ამ ლექსის თარგმნა გეგმაში არ მქონია. უბრალოდ, დღეს დილას მისი ორიგინალი ,,ფორუმ.გეზე'' ''პოეტი ქალების'' თემში დაიდო და იმ მკითხველებისთვის, რომელთაც შესაძლოა, ინგლისური არ სცოდნოდათ,სახელდახელოდ ვთარგმნე. მარტივი ტექსტია. მერე, ცხადია, ვიდრე თქვენთან დავდებდი, თარგმანი დავხვეწე. სერგეი ძვირფასო! ამ ლექსის თარგმნა გეგმაში არ მქონია. უბრალოდ, დღეს დილას მისი ორიგინალი ,,ფორუმ.გეზე`` ``პოეტი ქალების`` თემში დაიდო და იმ მკითხველებისთვის, რომელთაც შესაძლოა, ინგლისური არ სცოდნოდათ,სახელდახელოდ ვთარგმნე. მარტივი ტექსტია. მერე, ცხადია, ვიდრე თქვენთან დავდებდი, თარგმანი დავხვეწე.
6. ვთარგმნით? ოჰო..... ვთარგმნით? ოჰო.....
5. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
4. კარგი თარგმანია, კარგი
კარგი თარგმანია, კარგი
3. უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა. +2 უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც, მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა. +2
2. მე როგორც ასეთი თარგმანის შემფასებლად არ გამოვდგები მაგრამ ერთი კია, ლექსი მომწონს ქართულადაც და ინგლისურადაც..
ზუსტადაც რომ სიცოცხლე უნდა გავაგრძელოთ მაინც : )
ძალიან კარგი იყო.. იუჰ მე როგორც ასეთი თარგმანის შემფასებლად არ გამოვდგები მაგრამ ერთი კია, ლექსი მომწონს ქართულადაც და ინგლისურადაც..
ზუსტადაც რომ სიცოცხლე უნდა გავაგრძელოთ მაინც : )
ძალიან კარგი იყო.. იუჰ
1. მომწონს...
კარგი თარგმანია. მომწონს...
კარგი თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|