ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2011


მხოლოდ ისინი... (მეხუთე თავი)

-რას მიირთმევთ? ალბათ "martini blue"-ს...
"ამ კაცმე ჩემი საყვარელი სასმელიც კი იცის" -გაიფიქრა ლიზამ და ცნობისმოყვარეობამ უფრო დაძაბა.
-გთხოვთ ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით თქვენს ცნობისმოყვარეობას ახლავე დავაკმაყოფილებ.
-მოთმინება მღალატობს უკვე...
-როგორც გითხარით ჯორჯ ჯაფარიძე გახლავართ. ჩემი პაპა ემიგრანტი იყო ამერიკაში, იქ დამკვიდრდა და შესაბამისად ჩვენც იქ ვცხოვრობთ. მამაჩემს მიხეილი ერქვა, 2 წლის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მთხოვა საქართველოში ჩამოვსულიყავი და თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში სოლოლაკში, მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ელაიზა გელოვანი მომეძებნა. მამამ მისთვის დალუქული წერილი დატოვა და დაიბარა პირადად ხელში გადმომეცა თქვენთვის. 3თვეა საქართველოში ვარ და გეძებთ, როგორც იქნა გიპოვეთ. არ ვიცი რა დონის ნაცნობობა გაკავშირებთ თქვენ ერთმანეთთან, საიდან გიცნობდათ, ან რატომ დალუქული წერილი, მაგრამ მე მისი უკანასკნელი თხოვნა შევასრულე და მინდა გითხრათ თქვენს სანახავად ღირდა ოკეანის გადმოლახვა და წვალება...
    ლიზა მამაკაცს უსმენდა და მიხეილ ჯაფარიძესთან ნაცნობობის ისტორიას იხსენებდა... 4 წლის წინ მივლინება ჰქონდა ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ბანკეტზე გაიცნო შუა ხნის ქართველი ემიგრანტი, ბიზნესმენინი. მიხეილ ჯაფარიძემ უამრავი კითხვა დაუსვა საქართველოზე, მის აწმყოზე. მამაკაცს ყველაფერი აინტერესებდა თავისი მშობლიური ქვეყნისა და დედაქალაქის შესახებ. მათი ნაცნობობა ბანკეტის შემდეგაც გაგრძელდა, რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს სანამ ლიზა თბილისში დაბრუნდებოდა და მიხეილმა მას თავისი ცხოვრების ერთ-ერთი მტკივნეული საიდუმლოც გაანდო. საიდუმლო, რომელიც მის პირველ საიყვარულსა და ამ სიყვარულის ნაყოფს შეეხებოდა. მიხეილი წუხდა, რომ დაკარგა საყვარელი ქალი, რომ ვერ გაიგო დაიბადა თუ არა მისი პირმშო, ქალი შეეძინა, თუ ვაჟი, რომ ისე გარდაიცვლებოდა შესაძლოა ვერც კი ენახა უნებურად უარყოფილი და მთელი ცხოვრების მანძილზე ნანატრი შვილი...
    ლოს-ანჯელესიდან წამოსვლის წინა დღეს, ლიზამ როგორც იქნა საქმეებს თავი დააღწია, ყველაფერი დასრულებულად ჩათვალა და თვითკმაყფილი ისვენებდა სასტუმროს ნომერში, როდესაც მიხეილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ქალი რა თქმა უნდა დასთანხმდა და ერთი საათის შემდეგ მეგობრულ-გამოსამშვიდობებელი საღამოს ორივე გმირი გემრიელად შეექცეოდა ვახშამს. მიხეილმა ლიზას საერთო საქმის წამოწყება შესთავაზა. ორივე მხარის დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად
ქართულ-ამერიკული გაზეთის გამოცემა ვერ მოხერხდა. დროთა განმავლობაში მხარეებს შორის ურთიერთობაც გაწყდა და ახლა 4 წლის მერე ბატონმა მიხეილმა კვლავ შეახსენა თავი ამ უცნაური დალუქული წერილით...
-რატომ გაჩუმდით?
-დავიბენი, დიდი ხანია მამათქვენზე არაფერი მსმენია, არც ის ვიცოდი რომ გარდაიცვალა, ძალიან ვწუხვარ.
-მჯერა, ის საქართელოში თავის ერთადერთ მეგობრად და გულშემატკივრად მიგიჩნევდათ.
-...
-მადლობას მოგახსენებთ დრო რომ დამითმეთ, დაგემშვიდობებით ჩემი გამგზავრების დროა, ვინაიდან მამაჩემის უკანასკნელი სათხოვარი შევასრულე. ხვალ ალბათ დავტოვებ საქართელოს თუმცა მანამდე მინდა გთხოვოთ დღევანდელი საღამო ჩემთან ერთად გაატაროთ სადმე ვივახშმოთ ქალაქში გავისეირნოთ, მინდა ცოტათი მაინც გავიცნო ქალი რომელზეც ფიქრობდა სიკვდილის წინ მამაჩემი. თუ ნებას დამრთავთ საღამოს 8-ზე სასტუმროში გამოგივლით.
-კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას მიხეილის ვაჟთან ერთად ვახშამი ჩემთვისაც საინტერესო იქნება.
-მაშინ მე დაგტოვებთ, თქვენ ალბათ მამაჩემის წერილის წაკითხვის სურვილით იწვით. სიმართე გითხრათ ერთხელ კინაღამ გავხსენი ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაგრამ გარდაცვლილის ხსოვნას ვერ შევურაცყოფდი და მაშინათვე გადავიფიქრე.
-დიდსულოვანი ხართ მამათქვენივით.
-მადლობას მოგახსენებთ კომპლიმენტისათვის, დროებით.
    ჯორჯ ჯაფარიძე ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა. ლიზა კი ისევ კაფეში იჯდა და მიხეილის წერილს დასცქეროდა. ვერ გადაეწყვიტა გაეხსნა თუ არა, თუმცა კი ინტერესი დიდი ჰქონდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები