ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფოკლე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2008


* * *





გზა-გზა გადამკაწრეს ასკილებმა,

არაგვს მოვუყვები დაღმა,

შენი ნახვის ფასად ვითმენ ატირებას,

ძლივს ვითმენ ტკივილს და დაღლას

წამლად ვსვამ პირიმზის ნამის ნაჟურს,

დილანდელ წვიმისგან შემრჩალს,

რაც მტკივა, რაც მკლავს და მენატრება

და რაც მესიზმრება, შენ ხარ!

დროდადრო ვიგრილებ ნაეკლარებს,

ფრთხილად წავაფარებ ბალახს,

წინდას ჩაქსოვილი თოთო ლექსით

ცოტაც და მოვაღწევ ქალაქს...

როგორც ფეხშიშველი სოფლის გოგო,

სული ფშანზე ჩასვლას ითხოვს,

შემოფეთებულმა სოსანებმა

გამარჯობა მითხრეს თითქოს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები