ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კაბარედან..
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2010


ბექა....

ბექა ზამთარია სულში,
იმედს ნაცარივით ვქექავ,
ნიჭი მომილოცეს გუშინ,
შენ კი სად იყავი ბექა?
ტკივილს მისჯილივით ვიტან,
გული ხანდახანღა ფეთქავს,
ლუკმა ვანაწილო ვისთან,
შენ თუ მიმატოვებ ბექა?
განა მარტო მენატრები,
შენთვის რაღაც უნდა მეთქვა..
აბლაბუდებია გზები,
საით გავაგრძელო ბექა,
დარდით გაიწურა გული,
ცრემლით გაიცრიცა  თექა,
ერთმანეთზე გადაბმული
ძარღვი არ გაწყვიტო ბექა,
დღესაც სასოებით ვუვლი
ჩვენი სიყვარულის მერქანს,
აღარ ამიტირო სული,
შენთან წამიყვანე ბექა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები