პირველი მოქმედება
ცარიელ სცენაზე გამოდის შიშველი მამაკაცი, შემდეგ შემოდიან სხვადასხვა ფერით შემოსილი ქალები.
მამაკაცი: აღარ შემიძლია წერა, თავი დამანებეთ, ხომ ხედავთ სირცხვილის გრძნობა სრულიად დავკარგე და შიშველი წარვსდექი თქვენს წინაშე. აჰა, დასტკბით ჩემი ყურებით, ოღონდ ნუ მომთხოვთ რაიმე ვწერო, ეს ათასმაგად მეტი უსირცხვილობა იქნება ჩემი მხრიდან, ვიდრე დედიშობილა ტანტალი აქ, ამ სცენაზე. პირველი ქალი: ახლანდელმა კაცებმა სულ დაკარგეთ კაცობა, შენც ერთერთი იმათგანი ხარ, როგორც ჩანს. განა შეიძლება კაცმა უარი სთქვას იმაზე, რისი უნარიც მას ღმერთმა მიანიჭა? შეხედე რამდენი ქალია შენს წინ, ისინი ელიან შენს სიტყვას, რათა გაიმეორონ იგი, რათა იმოძრაონ იქეთკენ, საითაც შენ მიუთითებ მათ. მამაკაცი: ოჰ, ჩემი სიტყვა, მეგონა რომ ის ჩემი იყო , თურმე ვცდებოდი. მე გიბიძგებდით თქვენ მოქმედებისკენ და თქვენც თამაშობდით სხვადასხვა როლებს, - ავად თუ კარგად. თქვენი სინდისი სუფთა არის ერთი შეხედვით, ის მაინც იცით ვის ხელშია ძაფების კვანძი, მაგრამ მე რა ვქნა, ვინც მე მმართავს არ ჩანს არსაით; დღეს უხილავ ძაფს დაასკუპდა უეცარი ფრინველი სახელად "შემთხვევა" და მე ვიგრძენი რა შემთხვევით გმოძღვრავდით ამდენს, და ჩემი ყოფნაც ამ სცენაზე არის შემთხვევით, მე შიშველი ვარ თქვენს წინაშე, ესეც შემთხვევით სამოსი დამრჩა საწოლზე და ძაფების მპყრობელს იქ ვგონივარ ისევ მძინარე, მშვიდად აბრუნებს ჩემს ტანსაცმელს მარჯვნიდან მარცხნივ, და უკვირს ხვრინვა რომ არ ისმის მისი ხორხიდან, ასეა, ასე მოვატყუე ჩემი გამჩენი და გაშიშვლებულს ვეღარ მმართავს მისი მარჯვენა. მეორე ქალი: ამას შეხედეთ, რეებს ბოდავს, მგონი გარეკა. სწრაფად გვითხარი რა ვაკეთოთ აქ, ამ სცენაზე. ხედავ დარბაზში ხალხი არის და სულაც არ სურთ მთელი სპექტაკლი შენ გიყურონ ფალოსით ხელში.
მამაკაცი მიუახლოვდება მეორე ქალს და ფერად სამოსს ჩამოახევს.
მამაკაცი: მაშ, შენ გიყურონ, უფრო მეტად კი საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რაში სჭირდებათ თავისნაირთ რომ უცქერენ ახლა სცენაზე, განა არ ძალუძთ გაიხადონ? ანდა იყვირონ? ან კი სთქვან რამე, რაც აწუხებთ, ის რაც გულს უღრნით.
მეორე ქალი ხელებს იფარებს სასირცხო ადგილებზე და ტირის.
მესამე ქალი: ბრიყვო, რას ჩადი! განა არ იცი, რომ ჩვენ სულსა ვქმნით? თუკი არა გსურს მუშაობა, აქ ვინ გაკავებს? ნახე რამდენი მოსურნეა შენი ადგილის. ჭეშმარიტება ჩვენში არის, კარგად გახსოვდეს, რომ ამის ნიშნად გვახურია ყველას მანდილი. მამაკაცი: ჭეშმარიტება თქვენში არის? დიახ ასეა, მაგრამ მანდილი აღარ გხურავთ, " ... ბოლო მაკვირვებს"!
მეორე ქალი სცენიდან გაჰყავთ, დანარჩენები მამაკაცს შემოერტყმიან გარს.
მეოთხე ქალი: შენ ეჭვი შეგაქვს ჩვენს კდემაში, ფიქრობ დაგვაბნევ? გინდა შენსავით ვიტანტალოთ ურცხვი ღორივით. ჩვენს წმინდა გრძნობებს ვერ შებილწავს შენი სიმყრალე, რომელსაც, ჰოი, შენ რატომღაც სიმართლეს არქმევ. მეხუთე ქალი: გვეყო ქალებო ლაი-ლაი, ხალხია ცოდო, დროზე ჩავაცვათ ამ ურჯულოს მისი სამოსი და იქნებ მორჩეს უაზრობა, დაიწყოს ძერწვა ჩვენი ყოფის და ლამაზი სასაფლაოსი, სადაც ქმრებს ვმარხავთ და შვილები ყვავილთა გუნდად ამოზრდილან და გაფურჩქნილან მტრების ჯინაზე. ამაზე მეტი რა უნდა სთქვა, განა ცოტაა მისაბაძი მაგალითი, სახე და ხატი. მამაკაცი: არა, თქვენ ცდებით, გაიხადეთ გირჩევთ, მომენდეთ, და როცა ყველა გაშიშვლდება, არვის ექნება სურვილი იმის, რომ უცქიროს სხვის სიშიშვლეს თვალის სიხარბით. მეექვსე ქალი: შენ გინდა საქმე გაგვიფუჭო? ვინღა იყიდის პურს, თუკი იგი წვიმასავით წამოვა ციდან? მამაკაცი: განა მხოლოდ პური მსურს თქვენგან, ხორცსაც მივირთმევ და სასმელად წითელ ღვინოს შევსვამ, ოღონდაც თუ საფასურს ითხოვთ ამაში, მაშინ იცოდეთ საფასური ჩემი მარხვაა.
სცენაზე შეშლილის პერანგი ჩნდება, ქალები ხელებს უპოტინებენ მამაკაცის ტანს, ის კი გასხლტომას ცდილობს.
მეშვიდე ქალი: მოიცა შვილო, არას გავნებთ, დაგვემორჩილე. გადაღლილი ხარ, ეს ცხოვრება რთულია ფრიად. ახლა ჩაგაცმევთ, შემდეგ გაჭმევთ და დაგაძინებთ, იმასაც გეტყვით როდის უნდა დაიცვა მარხვა. მამაკაცი: მე ერთი ვიცი, და ამ ერთს ვიტყვი ვიდრე შემბოჭავთ. როცა მომდევდნენ მე გავრბოდი, მაგრამ დავეცი, თქვენს ხელში მოვხვდი, ახლა მბოჭავთ, ვცდილობ გაქცევას, მაგრამ როდესაც საგიჟეთში ბორკილდადებულს მნახავთ, იცოდეთ რომ მე ვაზროვნებ, ვაზროვნებ გესმით!
მამაკაცი შეშლილის პერანგშია და ხარხარებს.
მეორე მოქმედება
მოქმედება მიმდინარეობს სასაფლაოზე. ქალებს შეშლილის პერანგები აცვიათ და სასაფლაოს უახლოვდებიან. ისმის მუსიკის ხმა და მის რიტმში აცეკვებული სხეულები წამში შიშვლდებიან. დარბაზიდან გამოსროლილი ყვავილები, ფული თუ ძვირფასი ნივთები საფლავებს შორის ცვივა, ქალები რიგრიგობით იხრებიან და იღებენ რაც შეხვდებათ, თან აგრძელებენ სტრიპტიზს. მუსიკა წყდება, ქალები სიშიშვლეს გრძნობენ, შეშლილის პერანგებს იღებენ და სწრაფად სტოვებენ სცენას. სცენაზე გამოდის სმოკინგში გამოწყობილი ჯენტლმენი.
ჯენტლმენი: ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გითხრათ რომ თუკი ასე იწყებთ საუბარს როგორც მე მოგმართეთ ახლა, მაშასადამე სწორად ხმარობთ სიტყვებს, თუკი დასაჯდომ ადგილს უთმობთ მანდილოსანს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ფეხებს, თუკი ფულს ხარჯავთ მათთვის, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუკი სიყვარულს ეფიცებით მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენში ჩაბუდებულ აღვირახსნილობას, თუკი ჰპირდებით დედოფლის გვირგვინს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ტყუილის ხელოვნებას, თუკი აღმერთებთ მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს დაბალ წარმოდგენას ღმერთზე, ხოლო თუკი შვილებს აჩენთ მათთან, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს შიშს მომავლის წინაშე, და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრი იხმაროთ სწორედ იმიტომ რომ მათ ეს სურთ.
ჯენტლმენი ერთ-ერთ საფლავში წვება. ფარდა ეშვება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "ჯენტლმენი: ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გითხრათ რომ თუკი ასე იწყებთ საუბარს როგორც მე მოგმართეთ ახლა, მაშასადამე სწორად ხმარობთ სიტყვებს, თუკი დასაჯდომ ადგილს უთმობთ მანდილოსანს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ფეხებს, თუკი ფულს ხარჯავთ მათთვის, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუკი სიყვარულს ეფიცებით მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენში ჩაბუდებულ აღვირახსნილობას, თუკი ჰპირდებით დედოფლის გვირგვინს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ტყუილის ხელოვნებას, თუკი აღმერთებთ მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს დაბალ წარმოდგენას ღმერთზე, ხოლო თუკი შვილებს აჩენთ მათთან, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს შიშს მომავლის წინაშე, და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრი იხმაროთ სწორედ იმიტომ რომ მათ ეს სურთ."<<<<<<აქ გამეღიმა! ქალბატონები გაგვინაწყენდებიან მე და ავტორს, ვგრძნობ! :) "ჯენტლმენი: ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გითხრათ რომ თუკი ასე იწყებთ საუბარს როგორც მე მოგმართეთ ახლა, მაშასადამე სწორად ხმარობთ სიტყვებს, თუკი დასაჯდომ ადგილს უთმობთ მანდილოსანს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ფეხებს, თუკი ფულს ხარჯავთ მათთვის, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუკი სიყვარულს ეფიცებით მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენში ჩაბუდებულ აღვირახსნილობას, თუკი ჰპირდებით დედოფლის გვირგვინს, მაშასადამე სწორად ხმარობთ ტყუილის ხელოვნებას, თუკი აღმერთებთ მათ, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს დაბალ წარმოდგენას ღმერთზე, ხოლო თუკი შვილებს აჩენთ მათთან, მაშასადამე სწორად ხმარობთ თქვენს შიშს მომავლის წინაშე, და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრი იხმაროთ სწორედ იმიტომ რომ მათ ეს სურთ."<<<<<<აქ გამეღიმა! ქალბატონები გაგვინაწყენდებიან მე და ავტორს, ვგრძნობ! :)
10. ჭეშმარიტება თქვენში არის? დიახ ასეა, მაგრამ მანდილი აღარ გხურავთ, " ... ბოლო მაკვირვებს"!
საინტერესოა.. +++ ჭეშმარიტება თქვენში არის? დიახ ასეა, მაგრამ მანდილი აღარ გხურავთ, " ... ბოლო მაკვირვებს"!
საინტერესოა.. +++
9. ar Seidzleba eseti patara siujeti me amas ase davarkmev iyos ormokmedebiani. xalxo aiget xelshi dramaturgia da naxet ra aris piesa da misi agebuleba. xatrit vcer +5 ar Seidzleba eseti patara siujeti me amas ase davarkmev iyos ormokmedebiani. xalxo aiget xelshi dramaturgia da naxet ra aris piesa da misi agebuleba. xatrit vcer +5
8. სანდრო, გახსოვს, "გვრიტებზე" დაგიწერე კომენტარში: "დაახლოებით ისეა, შიშველ ინდიელებზე რომ უყურებდე ფილმს და მერე ეს სიშიშვლე რომ "გეკარგება" სადღაც და მხოლოდ ფილმის სიუჟეტს უყურებ და აღიქვამ... თამარ ბუკია. 2010-02-11 00:27:56"
აი, ეს არის, რაც მაშინ გითხარი... როცა ამდენი შიშველია სცენაზე, სიშიშვლე იკარგება და მხოლოდ სიუჟეტი გრჩება. ეს სიუჟეტი კი - მომეწონა ნამდვილად... ყოჩაღ! და ისიც მომეწონა, რომ თურმე შენც იცნობ რუსულ კლასიკას! :))))))) სანდრო, გახსოვს, "გვრიტებზე" დაგიწერე კომენტარში: "დაახლოებით ისეა, შიშველ ინდიელებზე რომ უყურებდე ფილმს და მერე ეს სიშიშვლე რომ "გეკარგება" სადღაც და მხოლოდ ფილმის სიუჟეტს უყურებ და აღიქვამ... თამარ ბუკია. 2010-02-11 00:27:56"
აი, ეს არის, რაც მაშინ გითხარი... როცა ამდენი შიშველია სცენაზე, სიშიშვლე იკარგება და მხოლოდ სიუჟეტი გრჩება. ეს სიუჟეტი კი - მომეწონა ნამდვილად... ყოჩაღ! და ისიც მომეწონა, რომ თურმე შენც იცნობ რუსულ კლასიკას! :)))))))
7. რა კარგი დრამა გამომრჩენია?! :)
როცა ყველა გაშიშვლდება, არვის ექნება სურვილი იმის, რომ უცქიროს სხვის სიშიშვლეს თვალის სიხარბით. --- სიბრძნეა ;)
და ფინალური სიტყვა მართლაც ტაშისკვრის ღირსი :)
რა კარგი დრამა გამომრჩენია?! :)
როცა ყველა გაშიშვლდება, არვის ექნება სურვილი იმის, რომ უცქიროს სხვის სიშიშვლეს თვალის სიხარბით. --- სიბრძნეა ;)
და ფინალური სიტყვა მართლაც ტაშისკვრის ღირსი :)
6. რა გIტხრათ , რომ მომეწონა , ეგ ნაღდია, კარაგდაც რომ სწერთ ეგეც, კიდევ რაღაც კარგი მინდა ვთქვა, მაგრამ ვერა ვვარგობ:) მე მანამდევ წავიკიტხე თქვენი მინი პიესა (ასე დავარქმევ ტქვენის ნებართვით ) ისიც ფრიად კარგი რამ იყო, იქნებ მართლა უფრო მოცულობითსაჩ შესჭიდებოDიტ , მიტუმეტეს (მე ვინ მეკიტხება , მაგარმ მაინც) ამის შესაძლებლობა აშკარად იგრძნობა და პუბლიკა კი ვიტხოვთ:) რა გIტხრათ , რომ მომეწონა , ეგ ნაღდია, კარაგდაც რომ სწერთ ეგეც, კიდევ რაღაც კარგი მინდა ვთქვა, მაგრამ ვერა ვვარგობ:) მე მანამდევ წავიკიტხე თქვენი მინი პიესა (ასე დავარქმევ ტქვენის ნებართვით ) ისიც ფრიად კარგი რამ იყო, იქნებ მართლა უფრო მოცულობითსაჩ შესჭიდებოDიტ , მიტუმეტეს (მე ვინ მეკიტხება , მაგარმ მაინც) ამის შესაძლებლობა აშკარად იგრძნობა და პუბლიკა კი ვიტხოვთ:)
5. და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრი იხმაროთ სწორედ იმიტომ რომ მათ ეს სურთ. :))
ბატონო სანდრო:
მაცივარში რომ ქლიავი ეწყო, მე გეახელი.
სადილისათვის გქონდა, ალბათ, გადანახული,
მაგრამ ისეთი ტკბილი იყო და გემრიელი!. . .
:)
ჩემი პატივისცემა თქვენ :) და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრი იხმაროთ სწორედ იმიტომ რომ მათ ეს სურთ. :))
ბატონო სანდრო:
მაცივარში რომ ქლიავი ეწყო, მე გეახელი.
სადილისათვის გქონდა, ალბათ, გადანახული,
მაგრამ ისეთი ტკბილი იყო და გემრიელი!. . .
:)
ჩემი პატივისცემა თქვენ :)
4. ხელოვანის დილემა ბრმა, ყრუ, გონებაჩლუნგ საზოგადოებაში ტრაგიკული ფინალითა და ფრიად მრავლისმთქმელი (საკამათო) "დამოძღვრით"... ხელოვანის დილემა ბრმა, ყრუ, გონებაჩლუნგ საზოგადოებაში ტრაგიკული ფინალითა და ფრიად მრავლისმთქმელი (საკამათო) "დამოძღვრით"...
3. "სტრიპტიზის ცეკვას" _ არა _ სტრიპტიზს... ასე უფრო სწორი იქნება მგონია :) სხვა რა :) არც კი ვიცი რა ვთქვა... საინტერესოდ მოაზროვნე ავტორი იკითხება აქ. არა მგონია კრისტალიზებული პოზიციით მოცემულ თემაში, მაგრამ პოლემიკისკენ მიმართული... პოლემიკისკენ ბატონებო! ეს კი ამ საიტზე დიდ ფუფუნებად მიმაჩნია, ჩემი არც თუ დიდი გამოცდილების მიუხედავად... :) იგივე გამოცდილება მკარნახობს, ეჭვს, რომ არა მგონია ამ რთულად ათვისებად "პროდუქტს" იმდენივე კომენტატორი გამოუჩნდეს როგორც მავანთა "ნახშირწყლებით გაჯერებულს" ... მაგრამ რას იზამ სანდრო "ასეთია სე ლა ვი" :) "სტრიპტიზის ცეკვას" _ არა _ სტრიპტიზს... ასე უფრო სწორი იქნება მგონია :) სხვა რა :) არც კი ვიცი რა ვთქვა... საინტერესოდ მოაზროვნე ავტორი იკითხება აქ. არა მგონია კრისტალიზებული პოზიციით მოცემულ თემაში, მაგრამ პოლემიკისკენ მიმართული... პოლემიკისკენ ბატონებო! ეს კი ამ საიტზე დიდ ფუფუნებად მიმაჩნია, ჩემი არც თუ დიდი გამოცდილების მიუხედავად... :) იგივე გამოცდილება მკარნახობს, ეჭვს, რომ არა მგონია ამ რთულად ათვისებად "პროდუქტს" იმდენივე კომენტატორი გამოუჩნდეს როგორც მავანთა "ნახშირწყლებით გაჯერებულს" ... მაგრამ რას იზამ სანდრო "ასეთია სე ლა ვი" :)
2. უკაცრავად... აუცილებლად წავიკითხავ . ახლა კი ქულა მჭირდება ამელ გრინისთვის საპასუხოდ :) უკაცრავად... აუცილებლად წავიკითხავ . ახლა კი ქულა მჭირდება ამელ გრინისთვის საპასუხოდ :)
1. ძალიან საინტერესო და ძალიან ,,შიშველია'' ;)...... მომეწონა, თანაც ძალიან...... და, მგონი, არ ვიქნები ძალიან ბანალური, თუ ვიტყვი, რომ ეს მარტო დრამატურგის დრამა არაა, ეს ჩვენი დრამაა....;) ძალიან საინტერესო და ძალიან ,,შიშველია`` ;)...... მომეწონა, თანაც ძალიან...... და, მგონი, არ ვიქნები ძალიან ბანალური, თუ ვიტყვი, რომ ეს მარტო დრამატურგის დრამა არაა, ეს ჩვენი დრამაა....;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|