ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


სატანა-მსოფლიო დირიჟორი

მიწიდან თითქოს ალი ავარდა
და კაელიოც ზეცას ეხება,
უცებ სატანამ გაინავარდა
და შორი მეხი მეხს ეტეხება.

მიქვთ ორკესტრი ძლიერად ორკეცს
ორიატორებს...მთაზე ატანა...
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა...

უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიო ბაგეთ ასე გოდება.

ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

პირველი, მძაფრი და შხამიანი,
სუსტი, შეუცნობ დედას და მამას
გოდებს წამებით ადამიანი,
ორკესტრი მუდამ იგლოვებს ამას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები