ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი1981
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2010


***

დაეღვენთა მზის სხივები კოშკურაზე...
აილანძა ცის სასრული გორის წვერზე...
სულ ასეთი ლამაზია დალიონი?
მაშ, ეს ქარი რას ხტუნაობს მიყრილ ქვებზე...
თუ ასეთი ლამაზია ჩასვლა მზისა,
გააფთრებით რატომ  ებრძვის ქარი ღრუბლებს,
სად მიიწევს, ან რას ერჩის აკაციებს,
რატომ იბრძვის?ერთხელაც არ ჩაიმუხლებს...
თუ ასეთი ლამაზია ჩასვლა მზისა
იტბორება რატომ ცრემლით გუბეები...
არა, ცრემლიც აღარ უყვარს ქარ-ბატონას,
ამოასრო კიდეც მიწის უპეები.
რადღა იბრძვის ქარი ასე გააფთრებით,
მზეს ხომ უკვე სიყვარული აართვეს...
ჩაასვენეს გორის მიღმა სამარეში,
ვარსკვლავებმა ცად აღლუმი გამართეს...
რატომ იბრძვის ქარი თავდაუზოგავად,
ენანება მზის დამარხვა სამარეს?!
კაცთა შორის ნეტა ჰყავს ქარს ანალოგი
სულის სითბოს რომ არ დაასამარებს!...
...დაიღვენთა მთვარის სხივი კოშკურაზე,
და რატომღაც დაღალული მიწვა ქარი...
სხვის სხივებით განათებულს არ სცემს პატივს?
ჰმ! ასეა! მიტომცაა დამცხრალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები