ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი1981
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


*გამოვიცვალე?
რად შემომყურებ გაოცებული?
აღარ გეცნობი?
არადა ისევ ძველი მაქვს სული...
შორს ვდგავარ? ვითომ?
ასე გგოგია?
რა ვქნა, პატარავ,
მე ასეთი ბედი მქონია,
შორს წავსულიყავ
ცივ მწვერვალებში,
სადაც ვერ სწვდება შენი თვალები...
გვირილისფერი თხელი სუდარაც
საოცრად მშვენის?
რა გაოცებით და ცრემლებით
ივსება შავი თვალები შენი?
გამოვიცვალე?
არა, უბრალოდ გარდავიცვალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები