# # #
Слава тебе, безысходная боль! Умер вчера сероглазый король.
Вечер осенний был душен и ал, Муж мой, вернувшись, спокойно сказал:
«Знаешь, с охоты его принесли, Тело у старого дуба нашли.
Жаль королеву. Такой молодой!.. За ночь одну она стала седой».
Трубку свою на камине нашел И на работу ночную ушел.
------ Дочку мою я сейчас разбужу, В серые глазки ее погляжу.
А за окном шелестят тополя: «Нет на земле твоего короля...»
1911
# # #
დიდება უშრეტ ტკივილს, მე რომ ვატარებ გულში, – ნაცრისფერთვალა მეფე გარდაიცვალა გუშინ!
ის შემოდგომის ღამე იყო მხუთავი, ცხელი. სახლში მოსულმა ქმარმა მშვიდად შემახო ხელი:
"ძვირფასო, მუხის ძირას უნახავთ მეფის გვამი. ნადირობისას მოკვდა საწყალი, ალბათ ღამე...
დედოფალია ცოდვა. ყმაწვილი იყო ქმარიც. სულ ერთ ღამეში, უცებ გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა.
------ გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს...
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. ძალიან კარგია ლექსიცა და თარგმანიც (უკვე მერამდენედ ვკითხულობ) 5555555 ძალიან კარგია ლექსიცა და თარგმანიც (უკვე მერამდენედ ვკითხულობ) 5555555
51. ყოჩაღ შენ, ახმატოვას თუ შებედე... 5 ყოჩაღ შენ, ახმატოვას თუ შებედე... 5
50. გენაცვალე, ძალიან ლამაზი თარგმანია, 5555 გენაცვალე, ძალიან ლამაზი თარგმანია, 5555
49. ესეც იდოს აქ...
დიდება თქვენდა, ჩემი ტკივილის ელფებს... მოკვდაო გუშინ ნაცრისფერთვალა მეფე!
იმ შემოდგომის ცხელსა და მხუთავ ღამეს მეუღლემ მშვიდად იკითხა, „იცი რამე?
ნადირობის დროს წააწყდნენ მეფის ცხედარს მუხასთან. ცხენი არ შორდებოდა მხედარს...
ქალია ცოდვა... ყმაწვილი იყო ქმარიც... სულ ერთ ღამეში გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა და „წავედიო“, – მხარსუკან მომაძახა...
------ ქალიშვილს ალერსით ჩავიხვევ მკლავებში ჩავხედავ მამის მგვან ნაცრისფერ თვალებში...
ალვის ხეები კი შრიალით ყვებიან: „აღარ გვყავს ის მეფე, შენ რომ გყვარებია“...
2010
ესეც იდოს აქ...

48. დიდი შრომა უნდა თარგმანს, მე მიყვარს ცალ-ცალკე, თამარისა და ანას პოეზია თუ არ გეწყინება,წაშალე პირველი ვარიანტი. თარგმანში უპირატესობას, შინაარსს ვანიჭებ და არა რითმას,რითმის მორგება ორიგინალთან ძნელია ისიც ანა ახმატოვას პოეზიასთან. 2 +
დიდი შრომა უნდა თარგმანს, მე მიყვარს ცალ-ცალკე, თამარისა და ანას პოეზია თუ არ გეწყინება,წაშალე პირველი ვარიანტი. თარგმანში უპირატესობას, შინაარსს ვანიჭებ და არა რითმას,რითმის მორგება ორიგინალთან ძნელია ისიც ანა ახმატოვას პოეზიასთან. 2 +
47. ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
აი,ბოლოში აქ მელოდია იცვლებასავით და მე ეგ არ მომწონს მხოლოდ და მხოლოდ თამარ.... :)
გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს... - ფანჯრებს იქით კი ალვის ხეებს დაბერა ქარმა: "მიწის პირიდან შენი მეფე სრულიად გაქრა..."
რა ვიცი,აი ასე საუცბადო ჩემი ვარიანტი... :)
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
აი,ბოლოში აქ მელოდია იცვლებასავით და მე ეგ არ მომწონს მხოლოდ და მხოლოდ თამარ.... :)
გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს... - ფანჯრებს იქით კი ალვის ხეებს დაბერა ქარმა: "მიწის პირიდან შენი მეფე სრულიად გაქრა..."
რა ვიცი,აი ასე საუცბადო ჩემი ვარიანტი... :)
46. გაიხარე, ჯემალა! მარა აჭარაში ყველამ იცის, ბიჯო, რუსული და რაფრა დეგემართა აი? გაიხარე, ჯემალა! მარა აჭარაში ყველამ იცის, ბიჯო, რუსული და რაფრა დეგემართა აი?
45. მევწონე, ჰამან რუსული ვერ გავგე ღრმათ, გენდობიდა იცოდე. ისე გავ პირველმა უფრო ახლოს მოვდა. ხუთი დავსწერე, 5. მევწონე, ჰამან რუსული ვერ გავგე ღრმათ, გენდობიდა იცოდე. ისე გავ პირველმა უფრო ახლოს მოვდა. ხუთი დავსწერე, 5.
44. მეორე ჯობია.....;) მეორე ჯობია.....;)
43. ძალიან კარგია, უფრო მეორე... 555 ძალიან კარგია, უფრო მეორე... 555
42. ანუ I ვარიანტი - წავშალო? :-? ანუ I ვარიანტი - წავშალო? :-?
41. აშკარად მეორე - შედარება არაა პირველთან!....... აშკარად მეორე - შედარება არაა პირველთან!.......
40. II ვარიანტი - ძალიან დახვეწილია... რა თქმა უნდა მეორე! და პირველსაც კი 5-ს დავუწერდი, - იმდენად მომეწონა! მოკლედ, 55555555 II ვარიანტი - ძალიან დახვეწილია... რა თქმა უნდა მეორე! და პირველსაც კი 5-ს დავუწერდი, - იმდენად მომეწონა! მოკლედ, 55555555
39. momewona. saertod ana axmatova mikvars. es leqsic siamovnebit wavikitze
momewona. saertod ana axmatova mikvars. es leqsic siamovnebit wavikitze
37. გამაგრდი თამარ! გამაგრდი! ჩვენ შენთანა ვართ! წნორში რომ წახვალ, მარშრუტკაში, გზაში იფიქრე :) პრინციპში ასე რომც დატოვო არც არაფერი უჭირს :) გამაგრდი თამარ! გამაგრდი! ჩვენ შენთანა ვართ! წნორში რომ წახვალ, მარშრუტკაში, გზაში იფიქრე :) პრინციპში ასე რომც დატოვო არც არაფერი უჭირს :)
36. რა გინდა ადამიანო? :-? ამდენი ახმატოვას არ უწვალია ამ ლექსის დაწერაზე... :)))) და არც მე მიწვალია სხვა ნებისმიერ თარგმანზე... ვაახ, ეს რა ჭირი ავიკიდე?! არა და, წასაშლელად ნაღდად დამენანება უკვე... :))))))))))) გაუშვი, იჭრიალოს, რა კარმა? - ანუ გაიხურა და წავიდაო... :-? აბა, "ღამის სამუშაოზე წავიდა-მეთქი", - ქართულად არ ჯდება კარგად და... მე რა ვქნა? დაეწერა იმ დალოცვილს ცოტა გარკვევით, სად წავიდაო, - არ შეიძლებოდა? ;;) :)))))))))))))) რა გინდა ადამიანო? :-? ამდენი ახმატოვას არ უწვალია ამ ლექსის დაწერაზე... :)))) და არც მე მიწვალია სხვა ნებისმიერ თარგმანზე... ვაახ, ეს რა ჭირი ავიკიდე?! არა და, წასაშლელად ნაღდად დამენანება უკვე... :))))))))))) გაუშვი, იჭრიალოს, რა კარმა? - ანუ გაიხურა და წავიდაო... :-? აბა, "ღამის სამუშაოზე წავიდა-მეთქი", - ქართულად არ ჯდება კარგად და... მე რა ვქნა? დაეწერა იმ დალოცვილს ცოტა გარკვევით, სად წავიდაო, - არ შეიძლებოდა? ;;) :))))))))))))))
35. მე მესამე ვარიანტი , უკვე მომწონს:) მაგარმ მინდა კიდევ ჩაასწორო კიდევ, არა შინაარსობრივად, თითქოს ყველაფერი სწორია ბგრერებიც და რავი კიდევ სხვაც მარგრა თითქოს მაინც რიტმი მერღვევა, თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა. აი ეს ვერ ჩამიჯდა კარგად ამასაც უნდა უშველო და მაღტლა კარგი რამ გამოვა:) და ნუ იტყვი , ვერ შევცვლი ვერაფერსო:) შენი ამბავი რომ ვიცი იპოვნი კარგ ვარიანტს და შეცვლი:)
მე მესამე ვარიანტი , უკვე მომწონს:) მაგარმ მინდა კიდევ ჩაასწორო კიდევ, არა შინაარსობრივად, თითქოს ყველაფერი სწორია ბგრერებიც და რავი კიდევ სხვაც მარგრა თითქოს მაინც რიტმი მერღვევა, თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა. აი ეს ვერ ჩამიჯდა კარგად ამასაც უნდა უშველო და მაღტლა კარგი რამ გამოვა:) და ნუ იტყვი , ვერ შევცვლი ვერაფერსო:) შენი ამბავი რომ ვიცი იპოვნი კარგ ვარიანტს და შეცვლი:)
34. მესამე და სამართალი მართლაც ძალიან კარგი გამოგივიდათ, ქალბატონო თამარ. ისე, ლიტერატურული თარგმნა ფრიად რთული რამ არის, პოეზიისა ხომ საერთოდ... იმდენი რამ უნდა გაითვალისწინო. ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონი, ყველა აუცილებელი ნიუანსის დაჭერა საკმაოდ წარმატებულად გამოგივიდათ. თამარის ინდივიდუალურობაც შეიტანეთ და ახმატოვაც არ დაკარგეთ. მარცვალთა შეუსაბამობას კი რამენაირად გადავიტანთ. :)
წარმატებები მესამე და სამართალი მართლაც ძალიან კარგი გამოგივიდათ, ქალბატონო თამარ. ისე, ლიტერატურული თარგმნა ფრიად რთული რამ არის, პოეზიისა ხომ საერთოდ... იმდენი რამ უნდა გაითვალისწინო. ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონი, ყველა აუცილებელი ნიუანსის დაჭერა საკმაოდ წარმატებულად გამოგივიდათ. თამარის ინდივიდუალურობაც შეიტანეთ და ახმატოვაც არ დაკარგეთ. მარცვალთა შეუსაბამობას კი რამენაირად გადავიტანთ. :)
წარმატებები
32. მიხარია, სანდრო, რომ შეგეცვალა წარმოდგენა. :)))))
და ეს მე მყავს გამოცხადებული გენიოსებად ავტორები თუ საიტს? :-? მიხარია, სანდრო, რომ შეგეცვალა წარმოდგენა. :)))))
და ეს მე მყავს გამოცხადებული გენიოსებად ავტორები თუ საიტს? :-?
31. ქალბატონო თამარ ამ საიტზე იმდენი ვინმე გყავთ გამოცხადებული გენიოსად, მეგონა რუსულ პოეზიას არ იცნობდით :) მიხარია რომ ვცდებოდი :) ქალბატონო თამარ ამ საიტზე იმდენი ვინმე გყავთ გამოცხადებული გენიოსად, მეგონა რუსულ პოეზიას არ იცნობდით :) მიხარია რომ ვცდებოდი :)
30. აჰა, III და სამართალი!
დიდება უშრეტ ტკივილს, მე რომ ვატარებ გულში, – ნაცრისფერთვალა მეფე გარდაიცვალა გუშინ!
ის შემოდგომის ღამე იყო მხუთავი, ცხელი. სახლში მოსულმა ქმარმა მშვიდად შემახო ხელი:
"ძვირფასო, მუხის ძირას უნახავთ მეფის გვამი. ნადირობისას მოკვდა საწყალი, ალბათ ღამე...
დედოფალია ცოდვა. ყმაწვილი იყო ქმარიც. სულ ერთ ღამეში, უცებ გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა.
------ გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს...
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
აწი აღარაფერი მითხრათ, ვეღარ შევცვლი! :)))))) აჰა, III და სამართალი!
დიდება უშრეტ ტკივილს, მე რომ ვატარებ გულში, – ნაცრისფერთვალა მეფე გარდაიცვალა გუშინ!
ის შემოდგომის ღამე იყო მხუთავი, ცხელი. სახლში მოსულმა ქმარმა მშვიდად შემახო ხელი:
"ძვირფასო, მუხის ძირას უნახავთ მეფის გვამი. ნადირობისას მოკვდა საწყალი, ალბათ ღამე...
დედოფალია ცოდვა. ყმაწვილი იყო ქმარიც. სულ ერთ ღამეში, უცებ გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა.
------ გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს...
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
აწი აღარაფერი მითხრათ, ვეღარ შევცვლი! :))))))
29. მშვენიერი თარგმანია თამრო...ეს პირველი ვარიანტი...მომეწონა მაგრად... ვსიო იასნა...555555 მშვენიერი თარგმანია თამრო...ეს პირველი ვარიანტი...მომეწონა მაგრად... ვსიო იასნა...555555
28. პირველი ვარიანტი რომ წავიკითხე, კითხვები გამიჩნდა, ზოგადი იყო... მეორე ვარიანტი კი უფრო გასაგებია, თანაც უფრო მეტად ადამიანური... პირველი ვარიანტი რომ წავიკითხე, კითხვები გამიჩნდა, ზოგადი იყო... მეორე ვარიანტი კი უფრო გასაგებია, თანაც უფრო მეტად ადამიანური...
26. ბრავო თამრი! აი II ვარიანტი მართლაც თარგმანია!!!! I კი მომეწონა, მაგრამ ბევრი რამე მეხამუშა და ჩემთვის გაგამართლე გუნებაში :D ნუ თავისუფალი თარგმანია თქო დააა... :) ნახე ჰარი-ჰარალეს მოძახილმა როგორ დაგამშვენებიაა?! :) ასეთია მეგობრობაა! :-* ბრავო თამრი! აი II ვარიანტი მართლაც თარგმანია!!!! I კი მომეწონა, მაგრამ ბევრი რამე მეხამუშა და ჩემთვის გაგამართლე გუნებაში :D ნუ თავისუფალი თარგმანია თქო დააა... :) ნახე ჰარი-ჰარალეს მოძახილმა როგორ დაგამშვენებიაა?! :) ასეთია მეგობრობაა! :-*
25. ორივე ლამაზია თამარ,მაგრამ მე პირველი მეტად მომწონს :) რატომღაც პიირველად წაკითხული ყოველთვის მირჩევნია ხოლმე. ორივე ლამაზია თამარ,მაგრამ მე პირველი მეტად მომწონს :) რატომღაც პიირველად წაკითხული ყოველთვის მირჩევნია ხოლმე.
24. რომელი, ჯადენიკო? I თუ II ? რომელი, ჯადენიკო? I თუ II ?
23. მიყვარს ახმატოვა. ლამაზი თარგმანია. მიყვარს ახმატოვა. ლამაზი თარგმანია.
22. ეგ არაფერი, მთავარია, ლამაზია და გულთან ახლოს უფრო მიდის... ეგ არაფერი, მთავარია, ლამაზია და გულთან ახლოს უფრო მიდის...
21. თამარ, ორივე ბრწყინვალე თარგმანია, ორივეს დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს, მაგრა რატომღაც ეს უფრო მეტად მომეწონა. თამარ, ორივე ბრწყინვალე თარგმანია, ორივეს დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს, მაგრა რატომღაც ეს უფრო მეტად მომეწონა.
20. ეს II ვარიანტი - მეც უფრო მომწონს, ნია-კო, მაგრამ... 10 მარცვლიანი ლექსის ნაცვლად 14 მარცვლიანად იქცა! ეს II ვარიანტი - მეც უფრო მომწონს, ნია-კო, მაგრამ... 10 მარცვლიანი ლექსის ნაცვლად 14 მარცვლიანად იქცა!
19. თამრი:) ვგიჟდები ახმატოვაზე... შენს თარგმანებზე კი - საერთოდ... ოღონდ მე ეს მეორე ვარიანტი უფრო მომეწონა, გენაცვალე:) თამრი:) ვგიჟდები ახმატოვაზე... შენს თარგმანებზე კი - საერთოდ... ოღონდ მე ეს მეორე ვარიანტი უფრო მომეწონა, გენაცვალე:)
18. მე ეს ლექსი ორ ვარიანტად ვთარგმნე: ჯერ არცერთი ლექსის თარგმნა არ გამჭირებია ასე, რადგან რიტმის შეცვლით ნახევარი ახმატოვა დავკარგე. სულ ამას ვამბობდი-ხოლმე, - "თარგმნისას რიტმია მთავარი-მეთქი", მაგრამ... ამ ლექსის ორიგინალში გამოყენებული სიტყვების თარგმნისას სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა იზრდებოდა ძალიან. მარცვალთა რაოდენობის შემცირებამ - სიტყვების შეცვლა მოითხოვა...
მაშინ ერთი თხოვნა მექნება: აქ დავდებ ჩემივე თარგმანის იმ II ვარიანტსაც და თუ არ დაგეზარებათ, ორივე წაიკითხეთ-ხილმე:
II ვარიანტი
დიდება უშრეტ ტკივილს, მე რომ ვატარებ გულში, – ნაცრისფერთვალა მეფე გარდაიცვალა გუშინ! იმ შემოდგომის ცხელსა და ჩამოხუთულ ღამეს მეუღლემ მშვიდად მკითხა: „ძვირფასო, იცი რამე?
ნადირობის დროს ტყეში წააწყდნენ მეფის ცხედარს მუხასთან. ცხენი, თურმე, არ შორდებოდა მხედარს...
დედოფალია ცოდვა... ყმაწვილი იყო ქმარიც... სულ ერთ ღამეში, უცებ გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა.
------ გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს...
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
მე ეს ლექსი ორ ვარიანტად ვთარგმნე: ჯერ არცერთი ლექსის თარგმნა არ გამჭირებია ასე, რადგან რიტმის შეცვლით ნახევარი ახმატოვა დავკარგე. სულ ამას ვამბობდი-ხოლმე, - "თარგმნისას რიტმია მთავარი-მეთქი", მაგრამ... ამ ლექსის ორიგინალში გამოყენებული სიტყვების თარგმნისას სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა იზრდებოდა ძალიან. მარცვალთა რაოდენობის შემცირებამ - სიტყვების შეცვლა მოითხოვა...
მაშინ ერთი თხოვნა მექნება: აქ დავდებ ჩემივე თარგმანის იმ II ვარიანტსაც და თუ არ დაგეზარებათ, ორივე წაიკითხეთ-ხილმე:
II ვარიანტი
დიდება უშრეტ ტკივილს, მე რომ ვატარებ გულში, – ნაცრისფერთვალა მეფე გარდაიცვალა გუშინ! იმ შემოდგომის ცხელსა და ჩამოხუთულ ღამეს მეუღლემ მშვიდად მკითხა: „ძვირფასო, იცი რამე?
ნადირობის დროს ტყეში წააწყდნენ მეფის ცხედარს მუხასთან. ცხენი, თურმე, არ შორდებოდა მხედარს...
დედოფალია ცოდვა... ყმაწვილი იყო ქმარიც... სულ ერთ ღამეში, უცებ გაჭაღარავდა ქალი.“
თავის ჩიბუხი ბუხრის თაროზე ნახა ქმარმა და „წავიდაო უკვე“, – დაიჭრიალა კარმა.
------ გოგონას გავაღვიძებ, ალერსით მოვხვევ მკლავებს, შევხედავ მამისეულ, ლამაზ ნაცრისფერ თვალებს...
ფანჯრის წინ ალვები კი შრიალით მოყვებიან: „აღარ გვყავს უკვე მეფე, ის, შენ რომ გყვარებია“...
17. კარგი თარგმანია +2 კარგი თარგმანია +2
16. რა მექნა? უმაგისოდ ისეთი მშრალი გამოვიდა, რომ ყელში გამეჩხირა და... ცოტა წყალი დავაყოლე, თაფლიანი... გაძლევ პიონერულ სიტყვას, ვიმუშავებ გადაკეთება-გადმოკეთებაზე... :)))) რა მექნა? უმაგისოდ ისეთი მშრალი გამოვიდა, რომ ყელში გამეჩხირა და... ცოტა წყალი დავაყოლე, თაფლიანი... გაძლევ პიონერულ სიტყვას, ვიმუშავებ გადაკეთება-გადმოკეთებაზე... :))))
15. ლურჟთვაLA თამარ! თარგმანი , იმდენად თავისუფალია რომ ახალ ლექწსდ იქცა:) ხანდახან უნდა დავეთანხმო აბდალას:) და ვთქვა რომ ელფები მეც არ მომეწონA, DA ღავაქნა და არც მხარსუკან იყო ისს რითაც აღვფრტოვანდი, მგონია რომ უნდა მიუბრუნდე და საფუძვლიანად გადააკეტ გადმოაკეთო, რომ თარგმანად აღვუიქვა:) ეხლა რაც მე არ მომეწონა, ეს შენ ლექსში მომხვდა ცუდათ:0 ვიცი არ გეწყინება და იმითომ გეუბნები ყველაფერს ალალაD:) ლურჟთვაLA თამარ! თარგმანი , იმდენად თავისუფალია რომ ახალ ლექწსდ იქცა:) ხანდახან უნდა დავეთანხმო აბდალას:) და ვთქვა რომ ელფები მეც არ მომეწონA, DA ღავაქნა და არც მხარსუკან იყო ისს რითაც აღვფრტოვანდი, მგონია რომ უნდა მიუბრუნდე და საფუძვლიანად გადააკეტ გადმოაკეთო, რომ თარგმანად აღვუიქვა:) ეხლა რაც მე არ მომეწონა, ეს შენ ლექსში მომხვდა ცუდათ:0 ვიცი არ გეწყინება და იმითომ გეუბნები ყველაფერს ალალაD:)
14. 5555555555! 5555555555!
13. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ანნას ქართული რომ სცოდნოდა და ეს თარგმანი წაეკითხა და წაიკითხავდა აუცილებლად,გეტყოდა:"ტამარა რადნაია,ვი ლუჩშე პერეველი,ჩემ ია პიშუ" ბრავო თამრი! დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ანნას ქართული რომ სცოდნოდა და ეს თარგმანი წაეკითხა და წაიკითხავდა აუცილებლად,გეტყოდა:"ტამარა რადნაია,ვი ლუჩშე პერეველი,ჩემ ია პიშუ" ბრავო თამრი!
12. კარგი თავისუფალი თარგმანია. ჩემი ტკივილის ელფებს... მხარსუკან მომაძახა... ცოტა ესენი არ მომივიდა თითქოს თვალში. :) ისე, მართალი გითხრა, არც მიყვარს და არც მომწონს ეს ლექსი. რატომ? რა გითხრა, რა მოგახსენო?:)
კარგი თავისუფალი თარგმანია. ჩემი ტკივილის ელფებს... მხარსუკან მომაძახა... ცოტა ესენი არ მომივიდა თითქოს თვალში. :) ისე, მართალი გითხრა, არც მიყვარს და არც მომწონს ეს ლექსი. რატომ? რა გითხრა, რა მოგახსენო?:)
11. საწყალი მეფე! :( მაგრა შემეცოდა...
მაგას უეჭველი ჩვენი "უცხო მოყმე" დაბრიდავდა...... საწყალი მეფე! :( მაგრა შემეცოდა...
მაგას უეჭველი ჩვენი "უცხო მოყმე" დაბრიდავდა......
10. მომეწონა ესეც+7 მომეწონა ესეც+7
9. დამასევდიანა ნაწერმა... :(
"დიდება თქვენდა, ჩემი ტკივილის ელფებს... მოკვდაო გუშინ ნაცრისფერთვალა მეფე!"
ია-იას თქმისა არ იყოს,მართლაც ლამაზად აფორმებთ ნაწერებს...555 დამასევდიანა ნაწერმა... :(
"დიდება თქვენდა, ჩემი ტკივილის ელფებს... მოკვდაო გუშინ ნაცრისფერთვალა მეფე!"
ია-იას თქმისა არ იყოს,მართლაც ლამაზად აფორმებთ ნაწერებს...555
8. 5!
აქ გიო იყო და მოგიკითხათ,თამრიკო დეიდა. 5!
აქ გიო იყო და მოგიკითხათ,თამრიკო დეიდა.
7. ლოგიკურია, - მეფე ფეხით არ იქნებოდა წასული სანადიროდ და ცხენი კი - არ მიატოვებდა თავის მხედარს.... ამიტომ, ჩავწერე ისე, როგორც დავინახე... :)))))) ლოგიკურია, - მეფე ფეხით არ იქნებოდა წასული სანადიროდ და ცხენი კი - არ მიატოვებდა თავის მხედარს.... ამიტომ, ჩავწერე ისე, როგორც დავინახე... :))))))
6. «Знаешь, с охоты его принесли, Тело у старого дуба нашли.
ნადირობის დროს წააწყდნენ მეფის ცხედარს მუხასთან. ცხენი არ შორდებოდა მხედარს...
მგონი შენი დახატული სურათი სჯობს ;;) «Знаешь, с охоты его принесли, Тело у старого дуба нашли.
ნადირობის დროს წააწყდნენ მეფის ცხედარს მუხასთან. ცხენი არ შორდებოდა მხედარს...
მგონი შენი დახატული სურათი სჯობს ;;)
5. დამზაფრა! ძალიან კარგი თარგმანი 555555 დამზაფრა! ძალიან კარგი თარგმანი 555555
4. შინაარსიც და რითმებიც ორიგინალის ტოლფასია! ბრავო! +5!!! შინაარსიც და რითმებიც ორიგინალის ტოლფასია! ბრავო! +5!!!
3. +2 ნაცრისფერ თვალებს :) +2 ნაცრისფერ თვალებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|