გაიჭრა ჩემი ,,კაროლ-კოზირი''! ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა, რადგან მთავარი მაინც ხმაა, ვითომხავერდის მოსასხამიდან მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი ირონიები. ხმაა მთავარი, სხვას რომ არაფერს გაგაგონებს, ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.
თვალები?! - სველი მიწისფერი, ცხვირი - ძგიდეგამრუდებული, ერთი პროფილი სწორი ჰქონდა, მეორე - ოდნავ მოფერდილი. იქნებ ამიტომ ერთ არსებაში ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა, რომ რიგრიგობით, ან ერთდროულად მყვარებოდა და მჯავრებოდა. როცა ღელავდა, უთამაშებდა ნესტოები და შუბლზედაც, წარბებშუიდან ჩამოყრილი თმების ძირამდე ამობურცული რისხვის ვენა აღარ ცხრებოდა. და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში უთეთრდებოდა ძლივს შესამჩნევი ნაიარევი. ტორები ჰქონდა უხეში და ვეებერთელა რომ იმის მუჭში მე კი არა, მთელი სამყარო ჩატეულიყო, და ვაი, მაშინ, თუ სამყაროს წვენს გაადენდა. და მე ყველაფერ ამას ვიტანდი, რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით სულ ვღალატობდი, (თუმცა ღალატი რა შუაშია, თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება). და საბოლოოდ მაინც გავტყდი, - - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში. გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.
შენ კი - ცხადი ხარ, ნამდვილი ხარ და უცნაურად აუტანელი, თითქოს ჩავკბიჩე ოქროსფერი კარალიოკი და ხურმა შემრჩა, - ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.
ქორო:
თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება, ამასობაში აცივდება, ზამთარი მოდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. და მე ყველაფერ ამას ვიტანდი, რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით სულ ვღალატობდი, (თუმცა ღალატი რა შუაშია, თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება). და საბოლოოდ მაინც გავტყდი, - - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში. გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია. ძალიან მომეწონა...555555 და მე ყველაფერ ამას ვიტანდი, რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით სულ ვღალატობდი, (თუმცა ღალატი რა შუაშია, თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება). და საბოლოოდ მაინც გავტყდი, - - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში. გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია. ძალიან მომეწონა...555555
9. მადლობა, ბექა ძვირფასო! თავიდან სწორედ დახრილი მეწერა. მერე რაკი ცხვირი ქედს ჰგავს, კონოტაციურად მასთან ახლო მდგომი სიტყვა - ,,ფერდობი,, მოვიძიე, მისგან ნაწარმოები მოფერდილი - თავისებური იკაზიონიზმია და საშუალებას იძლევა, იმაგინაცია უფრო ',,ხელშესახები" იყოს. თუმცა მაინც ვიფიქრებ თქვენს რჩევაზე, იქნებ მართლაც უმჯობესი აღმოჩნდეს მაგ მომენტის გამკვეთრებისგან თავის შეკავება. მადლობა, ბექა ძვირფასო! თავიდან სწორედ დახრილი მეწერა. მერე რაკი ცხვირი ქედს ჰგავს, კონოტაციურად მასთან ახლო მდგომი სიტყვა - ,,ფერდობი,, მოვიძიე, მისგან ნაწარმოები მოფერდილი - თავისებური იკაზიონიზმია და საშუალებას იძლევა, იმაგინაცია უფრო `,,ხელშესახები" იყოს. თუმცა მაინც ვიფიქრებ თქვენს რჩევაზე, იქნებ მართლაც უმჯობესი აღმოჩნდეს მაგ მომენტის გამკვეთრებისგან თავის შეკავება.
8. არაფერს რომ არ უერთდება,
აქ, ორმაგი უარყოფა თუ განგებაა, ბოდიში:) მოფერდილზე უკეთ მე დახრილი წამეკითხა... ერთი პროფილი სწორი ჰქონდა, მეორე - ოდნავ დახრილი...
რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეხედულებაა:) არაფერს რომ არ უერთდება,
აქ, ორმაგი უარყოფა თუ განგებაა, ბოდიში:) მოფერდილზე უკეთ მე დახრილი წამეკითხა... ერთი პროფილი სწორი ჰქონდა, მეორე - ოდნავ დახრილი...
რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეხედულებაა:)
7. კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება .
ჩემი გიჟი კარალიოკები გამახსენდნენ ...
+2 კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება .
ჩემი გიჟი კარალიოკები გამახსენდნენ ...
+2
6. მადლობა ძვირფასებო! განსაკუთრებით - ჯინას , რომელმაც ძირითადად ამოიცნო ჩემი ჩანაფიქრი. ლექსი მართლაც განსხვავებულთა ერთობის უცნაური კანონზომიერების პრობლემას ეძღვნება. დასაწყისის ,,კაროლი'' და ფინალის კარალიოკი არა მხოლოდ ევფონიურად, არამედ კონცეპტუალურადაც კავშირშია. ქოროს სიტყვების დასაწყისში გამოყენებულია ანტიკური ფრთიანი გამოთქმა :''როდესაც განგებ ადამიანს განსაცდელს უმზადებს, ჯერ გონებას გამოაცლის'' ლექსზე მუშაობისას ერთი ჩანაფიქრიც მქონდა, რომელიც შედარებით ფართო კონცეპტუალურ პლანს მიემართება. ქართულ ლირიკაში ქალის მხატვრულ გამოსახვას ათასწლოვანი ისტორია აქვს. თუ ადრეულ საუკუნეებში მისი გარეგნობა ხან კლიშე-მეტაფორებით გადმოიცემოდა და შეესაბამებოდა იმდროინდელ ესთეტიკურ იდეალს მოყოლებული გურამიშვილიდან მასში კონკრეტიკა მატულობს. რაც შეეხება მამაკაცის სახეს, ამ მხრივ კონკრეტიკისკენ სვლა დღემდე უჭირს ქალურ პოეზიას. ძირითადად არსებობს ვიღაც იქსი-მამაკაცი, რომელიც მიმტოვებელი, არათანამგრძნობელი, ვერგამგები, რაღაც ამორფული არსებაა. ადრე ერთ ლექსში ვცადე მამაკაცის სახეში კონკრეტული ნიშნების შემოტანა (''თამაშგარე"). მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცი, რომელიც სტადიონიდან გამოგდებული, დაბოღმილი ზის ბორდიურზე. ეს მეორე ცდაა და მასში გამოვიყენე ოგიუსტ როდენის ქანდაკება '' მოფიქრალი''(მის სახელს ქართულად ზოგჯერ ''მოაზროვნედაც რომ თარგმნიან). მადლობა ძვირფასებო! განსაკუთრებით - ჯინას , რომელმაც ძირითადად ამოიცნო ჩემი ჩანაფიქრი. ლექსი მართლაც განსხვავებულთა ერთობის უცნაური კანონზომიერების პრობლემას ეძღვნება. დასაწყისის ,,კაროლი`` და ფინალის კარალიოკი არა მხოლოდ ევფონიურად, არამედ კონცეპტუალურადაც კავშირშია. ქოროს სიტყვების დასაწყისში გამოყენებულია ანტიკური ფრთიანი გამოთქმა :``როდესაც განგებ ადამიანს განსაცდელს უმზადებს, ჯერ გონებას გამოაცლის`` ლექსზე მუშაობისას ერთი ჩანაფიქრიც მქონდა, რომელიც შედარებით ფართო კონცეპტუალურ პლანს მიემართება. ქართულ ლირიკაში ქალის მხატვრულ გამოსახვას ათასწლოვანი ისტორია აქვს. თუ ადრეულ საუკუნეებში მისი გარეგნობა ხან კლიშე-მეტაფორებით გადმოიცემოდა და შეესაბამებოდა იმდროინდელ ესთეტიკურ იდეალს მოყოლებული გურამიშვილიდან მასში კონკრეტიკა მატულობს. რაც შეეხება მამაკაცის სახეს, ამ მხრივ კონკრეტიკისკენ სვლა დღემდე უჭირს ქალურ პოეზიას. ძირითადად არსებობს ვიღაც იქსი-მამაკაცი, რომელიც მიმტოვებელი, არათანამგრძნობელი, ვერგამგები, რაღაც ამორფული არსებაა. ადრე ერთ ლექსში ვცადე მამაკაცის სახეში კონკრეტული ნიშნების შემოტანა (``თამაშგარე"). მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცი, რომელიც სტადიონიდან გამოგდებული, დაბოღმილი ზის ბორდიურზე. ეს მეორე ცდაა და მასში გამოვიყენე ოგიუსტ როდენის ქანდაკება `` მოფიქრალი``(მის სახელს ქართულად ზოგჯერ ``მოაზროვნედაც რომ თარგმნიან).
5. გაორება... ორი პროფილი - ფინალი გაორებული განცდით:ოქროსფერი კარალიოკი ხურმის მწკლარტე გემოთი... ორიგინალური გადაწყვეტაა.. გაორება... ორი პროფილი - ფინალი გაორებული განცდით:ოქროსფერი კარალიოკი ხურმის მწკლარტე გემოთი... ორიგინალური გადაწყვეტაა..
4. momwons......
friadi momwons......
friadi
3. და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისივე ძველ კალაპოტში.
ისე მშვიდად გულს დაუწურავთ ხოლმე მკითხველს... და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისივე ძველ კალაპოტში.
ისე მშვიდად გულს დაუწურავთ ხოლმე მკითხველს...
2. მომწონს, განსაკუთრებით ფინალი.....;) მომწონს, განსაკუთრებით ფინალი.....;)
1. საინტერესოა. დასასრული ორიგინალური! საინტერესოა. დასასრული ორიგინალური!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|