ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკა_ბაიაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2010


ცისფერ ოცნებებს თმებზე შევიშრობ,
რა ვქნა ძვირფასო,ისევ მშორდები,
ახლა ფიქრები წვანან სხეულში
როგორც საწოლზე ავადმყოფები
გარეთ მძვინვარებს გიჟური ქარი,
ჯავრით და ბოღმით მიარღვევს ნაძვნარს,
ახლა დადიხარ ქუჩაში მთვრალი
და უჩემობა სულაც არ გტანჯავს,
წვიმა,ქალივით დახურავს ფანჯრებს
და დამწყვდეული გული ჩიტივით,
დაიწყებს ფართხალს,სიმშვიდეს არევს,
მიმოაწყდება სხეულს ქვითინით,
ძარღვებში გაშლის რიტმებს ნელნელა,
მერე სიჩქარე სულსაც ამირევს,
სიცოცხლეს ვითვლი,როგორც პეპელა,
ვემშვიდობები ფერად აპრილებს,
ცა იწმინდება,ნათდება ქვევით,
სხივი ალუჩას,ცის ცრემლებს აცლის,
მე შენს დაკარგვას,ისე ვეჩვევი,
როგორც რკინის ეტლს უფეხო კაცი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები