ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2010


. . . პაიკი . . .

ჩვენი ცხოვრება ხშირად ჰგავს ჭადრაკს,
მეფე მბრძანებლობს და თამაშს მართავს,
ზოგჯერ წააგავს უსისხლო ჯალათს,
დაუნანებლად მებრძოლებს ჰკარგავს.

                            შავ-თეთრ დაფაზე მტერსა ჟლეტს ეტლი,
                            თავგანწირული, მნახველი ბევრის,
                            ფარ-ხმალს არ დაყრის არც ერთი ცხენი,
                            ტახტის ერთგული, მორჩილი მეფის.

აქაც სიბნელე სინათლეს ებრძვის,
სამყარო ბრუნავს გარშემო ღერძის,
თამაშის გაუგებარი ბედით,
პაიკი თავის განაჩენს ელის.

                            მაგრამ ფიგურა მასზე ძლიერი,
                            ამ ბრძოლის ველზე არ მეგულება,
                            და სტრატეგია თუა ცბიერი,
                            შარავანდედით შეიმოსება.

გამარჯვება ხომ მსხვერპლსაც მოითხოვს?!
პაიკმა თავი უნდა გასწიროს...
ბოლოს კი არვის ახსოვხარ გმირო,
სამეფოს თავდადებულო შვილო . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს