ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2010


შ ე ვ ი შ ა ლ ე !

ნახე!
ახლა საბოლოოდ შევიშლები...
და ამინდსაც ჩემს მეტსახელს დაარქმევენ.
იცი?!
ღვინოს ისე ვეფერები,
ბროლის ფუჟერს წვეთებად, რომ დაასველებს -
მწიფე სხივი.
- - -
და დაკოცნი... ჰო, დაკოცნი!
მწვანე დილას -
ბახმა ახლაც გადააძრო ზეცას კალკი
და...
ღვინოში ჩაძირული ნოტი კვდება სათუმალთან.
ასფალტს ისევ აწერია - ცისარტყელის პირმშო...
აქ - ვინ ისმენს ჩემს ლექსებში აკვარელის მოსმას?!
ჟანგბადს ისევ მიწის სუნი ჩაგრავს
და...
მხატვარი გ ა ვ ა ღ ვ ი ძ ო თ!
“ბროლის ფუჟერს -
ცისარტყელის პირმშო წრუპავს”
- - -
შ ე ვ ი შ ა ლ ე!
სიგარეტის კვამლი ასდის კედლებს
და...
ამინდის კალენდარი ჩემს მეტსახელს დაატარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები