ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


* * *

ვცდილობ გავცილდე ბინდიან ბექობს,
ფითრდება ფიქრი...
                            შორს დგანან მთები,
ჩემს ირგვლივ ისევ დუმილი მეფობს,
დუმილში დნება დრო დანანებით.
დუმილი ლამბავს მდუმარე ლანდებს
და ღამეებში მიჰყავს გუნდებად,
დუმილი დუმილს აქრობს და ბადებს,
დუმილი დუმილს ესაუბრება.
დუმილში წვება მთები და ველი,
დუმილში... ისმის ხმაური გულის
და გული ელის,
                        ყოველ წამს ელის,
თუ ვინ დაარღვევს ამ უძრავ დუმილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები