 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2010 |
არა, არც ერთი საწამლავი ჩემთვის არ არის, არც სამართებლით გადასერილი ვენა, წყალში ხელის ჩაყოფა, და ჩემისთანა მოცურავენი - - მდინარეში გადახტომით თავს ვერ იკლავენ. მიწაზე მწარედ დანარცხება?! - ჭირისუფალნი დასახიჩრებულ სახეს როცა ვეღარ ფარავენ?!
აი, ლითონი, პრიალა ლულა, ესეც- სასხლეტი, ეს ათი ვაზნაც, ყველა მათგანი მუჭში ჭერით უცებ რომ თბება!
ეს ჩემი წმინდა რიტუალია: სამ თვეში ერთხელ, საღამოობით, როდესაც ბინას დავაწკრიალებ, მე ვზივარ მარტო და ამ ლითონის ყველა ნაწილს ვწმენდ გულდაგულ და მერე ფრთხილად, დაკვირვებით, ახლიდან ვაწყობ. მერე მაჯის გადაღლამდე მიჭირავს ასე გაუნძრევლად. მერე ირგვლივ საგნებს ვუმიზნებ. ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით.
მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!...
( მაინც გახსოვდეთ ერთი კაცის დანაბარები: პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. არა, არა, ყველას ასცილდეს "თვითმკვლელობა"ეს წუთიერი აფექტია იარაღთან თამაში, სახიფათოა, სიკვდილთან თამაშია,ა არა, არა, ყველას ასცილდეს "თვითმკვლელობა"ეს წუთიერი აფექტია იარაღთან თამაში, სახიფათოა, სიკვდილთან თამაშია,ა
27. " როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. "
უსაზომოდ მომეწონა...... ძალიან ჩემია.....:) " როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. "
უსაზომოდ მომეწონა...... ძალიან ჩემია.....:)
26. ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა! ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
24. ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
23. გასაგებია, ჯაბა ძვირფასო! დავრწმუნდი, რომ მეზობელ საიტზე შემომემინუსეთ . გასაგებია, ჯაბა ძვირფასო! დავრწმუნდი, რომ მეზობელ საიტზე შემომემინუსეთ .
22. ძნელი იქნება ამის ახსნა, იხილეთ უამრავი ლექსიკონი და მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, აქ ლექსის შერიზალაციაზე მაქვს ძირითადი აქცენტი და ესეც თუ არ იცით რა არის, წარმატებებს გისურვებთ :) ძნელი იქნება ამის ახსნა, იხილეთ უამრავი ლექსიკონი და მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, აქ ლექსის შერიზალაციაზე მაქვს ძირითადი აქცენტი და ესეც თუ არ იცით რა არის, წარმატებებს გისურვებთ :)
21. მადლობა ,ძვირფასებო, კეთილგანწყობილი გამოხმაურებებისათვის! აღმოსვლური სიბრძნე ღაღადებს: , ,როცა რამე არ იცი, იკითხე! უმჯობესია, ერთი წუთით გამოჩნდე უვიცი, ვიდრე მთელი ცხოვრება უმეცრად დარჩეო". დღეს ჩემს ხელთ არსებული ლექსიკონები ვქექე, ,,გუგლითაც დავსერჩე'' და ვერსად მივაკვლიე მნიშვნელობას სიტყვისა ,,ჰ ე რ ი გ ლ ო მ ა ც ი უ რ ი'' .იქნებ ქვემოთ ციტირებული პოსტის ავტორი გამომეხმაუროს და განმიმარტოს:
,,12. ჯაბა ანდრონიკაშვილი. 2010-07-27 16:35:13 [... ] ჰერიგლომაციური სახე ქანაობს რამოდენიმე სტრიქონში და ყურს ძალიან ცუდად ხვდება.""
მადლობა ,ძვირფასებო, კეთილგანწყობილი გამოხმაურებებისათვის! აღმოსვლური სიბრძნე ღაღადებს: , ,როცა რამე არ იცი, იკითხე! უმჯობესია, ერთი წუთით გამოჩნდე უვიცი, ვიდრე მთელი ცხოვრება უმეცრად დარჩეო". დღეს ჩემს ხელთ არსებული ლექსიკონები ვქექე, ,,გუგლითაც დავსერჩე`` და ვერსად მივაკვლიე მნიშვნელობას სიტყვისა ,,ჰ ე რ ი გ ლ ო მ ა ც ი უ რ ი`` .იქნებ ქვემოთ ციტირებული პოსტის ავტორი გამომეხმაუროს და განმიმარტოს:
,,12. ჯაბა ანდრონიკაშვილი. 2010-07-27 16:35:13 [... ] ჰერიგლომაციური სახე ქანაობს რამოდენიმე სტრიქონში და ყურს ძალიან ცუდად ხვდება.""
20. არა, მაინც თამაშია ყველაფერი... სიტყვით თამაში.... აბა, ერთი წუთით ჩამოიხსენი სიტყვის ნიღაბი და გადი შიშვლად?!... ეს რეალობა, თუ გამოგიცნო, პოეტიაო, თანაც შიშველი?!.... ამ თამაშისათვის ბრბოს დაგადევნებს და სულ ნაჭერ-ნაჭერ დააკუწინებს შენს თავს... მერე?... მერე სადღაც ბალაგანზე გაგიტანს გასაყიდად: პოეტიაო კი არა და.....პოეტის ხელშენავლებიაო... და გაგყიდის ძვირად..... თუმც შენი ლექსი რეალურად იგივე რეალობას არ უღირს ჩირად.... ;) არა, მაინც თამაშია ყველაფერი... სიტყვით თამაში.... აბა, ერთი წუთით ჩამოიხსენი სიტყვის ნიღაბი და გადი შიშვლად?!... ეს რეალობა, თუ გამოგიცნო, პოეტიაო, თანაც შიშველი?!.... ამ თამაშისათვის ბრბოს დაგადევნებს და სულ ნაჭერ-ნაჭერ დააკუწინებს შენს თავს... მერე?... მერე სადღაც ბალაგანზე გაგიტანს გასაყიდად: პოეტიაო კი არა და.....პოეტის ხელშენავლებიაო... და გაგყიდის ძვირად..... თუმც შენი ლექსი რეალურად იგივე რეალობას არ უღირს ჩირად.... ;)
19. მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!...
მარადიული თემა ნინოს პოეტურ პრიზმაში ასე დანახული, კარგად გააზრებული და მერე ლექსად ქცეული... წამზომივით ზუსტი სვლა სტრიქონიდან სტრიქონში და ის სიბრძნე აუცილებლად ბრძენს და არა პოეტს რომ მივაწერთ... ასე კარგა ხანია არაფერი მომწონებია... მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!...
მარადიული თემა ნინოს პოეტურ პრიზმაში ასე დანახული, კარგად გააზრებული და მერე ლექსად ქცეული... წამზომივით ზუსტი სვლა სტრიქონიდან სტრიქონში და ის სიბრძნე აუცილებლად ბრძენს და არა პოეტს რომ მივაწერთ... ასე კარგა ხანია არაფერი მომწონებია...
18. არ ვიცი, დამეთანხმება თუ არა პატივცემული ავტორი ან მკითხველი საზოგადოება, მაგრამ პოეტის ყოველი ახალი ლექსი, რაღაც ფორმით, პოეტის "თვითმკვლელობა" მგონია, რის შედეგადაც იბადება ლექსი...პოეტის შინაგან სამყაროში გაჩენილი "კივილი" ლექსში რომ არ ჰპოვებდეს "შვებას", მართლაც თვითმკვლელობამდე მივიდოდა...ლექსსა და პოეტს შორის მუდმივი დუელი მგონია გამართული, ვინაიდან ბევრმა დუელიანტმა თვითმკვლელობისთვის სწორედ ეს ფორმა - დუელი აირჩია... პოეტები თავად აკეთებენ არჩევანს...აბა,ნახეთ:
"მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით.
მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!..."
და კიდევ: "( მაინც გახსოვდეთ, ერთი კაცის დანაბარები: პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება)"
(ეს ამ ლექსის ჩემეული აღქმაა მხოლოდ...) არ ვიცი, დამეთანხმება თუ არა პატივცემული ავტორი ან მკითხველი საზოგადოება, მაგრამ პოეტის ყოველი ახალი ლექსი, რაღაც ფორმით, პოეტის "თვითმკვლელობა" მგონია, რის შედეგადაც იბადება ლექსი...პოეტის შინაგან სამყაროში გაჩენილი "კივილი" ლექსში რომ არ ჰპოვებდეს "შვებას", მართლაც თვითმკვლელობამდე მივიდოდა...ლექსსა და პოეტს შორის მუდმივი დუელი მგონია გამართული, ვინაიდან ბევრმა დუელიანტმა თვითმკვლელობისთვის სწორედ ეს ფორმა - დუელი აირჩია... პოეტები თავად აკეთებენ არჩევანს...აბა,ნახეთ:
"მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით.
მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!..."
და კიდევ: "( მაინც გახსოვდეთ, ერთი კაცის დანაბარები: პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება)"
(ეს ამ ლექსის ჩემეული აღქმაა მხოლოდ...)
17. ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
აუჰ, რა ზუსტი პასაჟია - ცალკე ლექსია ფაქტიურად...... ყველაფერი გვიყვარს, რასაც მუჭით ვათბობთ - ტყვიაც......
ჯვარი გვწერია..... გავიფიქრე..... ”დღეს უნდა გადავვარდეო”... არ მთავრდება ეს დღეს, ყველა დღეს ”დღესაა”..... და მაინც - ჯვარი გვწერია... ყველას! ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა!
აუჰ, რა ზუსტი პასაჟია - ცალკე ლექსია ფაქტიურად...... ყველაფერი გვიყვარს, რასაც მუჭით ვათბობთ - ტყვიაც......
ჯვარი გვწერია..... გავიფიქრე..... ”დღეს უნდა გადავვარდეო”... არ მთავრდება ეს დღეს, ყველა დღეს ”დღესაა”..... და მაინც - ჯვარი გვწერია... ყველას!
16. მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით.
დამაფიქრებელია... მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით.
დამაფიქრებელია...
15. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანის შემოქმედებას. მე ლექსზე დავწერე. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანის შემოქმედებას. მე ლექსზე დავწერე.
14. ..
ასე იმსხვრევა ერთ წამში ნაკოწიწები იმიჯი.. :)
ზედმეტად ძნელი საქმეა კრიტიკა.. ..
ასე იმსხვრევა ერთ წამში ნაკოწიწები იმიჯი.. :)
ზედმეტად ძნელი საქმეა კრიტიკა..
13. :D
ჰო, ნინოა დამწყები და ჩვენ დამამთავრებლები :)
მომწონს...
კარგია........... :D
ჰო, ნინოა დამწყები და ჩვენ დამამთავრებლები :)
მომწონს...
კარგია...........
12. ეტყობა ავტორს რომ დამწყებია, წარმატებები, ისე ეს ლექსი ვერ მოვიწონე, არის გავლენები რაზეც მიანიშნეს, ჰერიგლომაციური სახე ქანაობს რამოდენიმე სტრიქონში და ყურს ძალიან ცუდად ხვდება.
შეუფასებლად. ეტყობა ავტორს რომ დამწყებია, წარმატებები, ისე ეს ლექსი ვერ მოვიწონე, არის გავლენები რაზეც მიანიშნეს, ჰერიგლომაციური სახე ქანაობს რამოდენიმე სტრიქონში და ყურს ძალიან ცუდად ხვდება.
შეუფასებლად.
11. მომეწონა, ჯერ ერთი რომ ძალიან სწორად არის გაშლილი, ზუსტადაა მოტანილი ყოველგვარი ზედმეტი ემოციურობისგან დაცლილი და "ხერხემალიო" ნიკამ და მაგას აღვნიშნავდი მეც... სულ სხვაგვარად გიბრუნებს უცებ ლექსს... მოკლედ, როგორც ყოველთვის,, პროფესიონალური ნამუშევარია და მომწონს :) მომეწონა, ჯერ ერთი რომ ძალიან სწორად არის გაშლილი, ზუსტადაა მოტანილი ყოველგვარი ზედმეტი ემოციურობისგან დაცლილი და "ხერხემალიო" ნიკამ და მაგას აღვნიშნავდი მეც... სულ სხვაგვარად გიბრუნებს უცებ ლექსს... მოკლედ, როგორც ყოველთვის,, პროფესიონალური ნამუშევარია და მომწონს :)
10. ღამე არის... ქარი ღრუბლებს ანავარდებს, ნეტავ ასე გამალებით სად მიჰრქიან? ამ ფანჯრიდან როდის უნდა გადავვარდე? იქნებ ახლა? ჰო, ახლა და... მეც მივფრინავ. მოვითენთე... მგონი გულიც გამიჩერდა, ვგრძნობ სხეულზე ცივი სისხლის შედედებას, არ ველოდი ვინმე ხელში დამიჭერდა, ვარ ასე და პირველ მნახველს ვევედრები ნუ იკივლებ... მე უბრალოდ დავისვენე დროებით და ვიტანჯები ახლა ისევ, ჯოჯოხეთში ცხელ ფიალას ამივსებენ დედის ცრემლით და ეშმაკი იხალისებს. შენც გაიგებ ჩემი სულის გაშმაგებას, შენს მაგივარად იტირებენ ნიანგები. ვიდრე დარდით ცაზე მთვარე გაშავდება, დაცლილ სხეულს ექიმები მიაგნებენ. ვახელ თვალებს... თეთრი შუქი აკიაფდა, თეთრ ხალათებს გვირილები მოუხდებათ, სულს რომელიც ახლა სიკვდილს აიაფებს, ბოლოს მაინც გადარჩენა მოუნდება.
ღამე არის... ქარი ღრუბლებს ანავარდებს, ნეტავ ასე გამალებით სად მიჰრქიან? ამ ფანჯრიდან როდის უნდა გადავვარდე? იქნებ ახლა? ჰო, ახლა და... მეც მივფრინავ. მოვითენთე... მგონი გულიც გამიჩერდა, ვგრძნობ სხეულზე ცივი სისხლის შედედებას, არ ველოდი ვინმე ხელში დამიჭერდა, ვარ ასე და პირველ მნახველს ვევედრები ნუ იკივლებ... მე უბრალოდ დავისვენე დროებით და ვიტანჯები ახლა ისევ, ჯოჯოხეთში ცხელ ფიალას ამივსებენ დედის ცრემლით და ეშმაკი იხალისებს. შენც გაიგებ ჩემი სულის გაშმაგებას, შენს მაგივარად იტირებენ ნიანგები. ვიდრე დარდით ცაზე მთვარე გაშავდება, დაცლილ სხეულს ექიმები მიაგნებენ. ვახელ თვალებს... თეთრი შუქი აკიაფდა, თეთრ ხალათებს გვირილები მოუხდებათ, სულს რომელიც ახლა სიკვდილს აიაფებს, ბოლოს მაინც გადარჩენა მოუნდება.
9. მხოლოდ პოეტებს აქვს უფლება და შეუძლიათ ითამაშონ სიკვდილით... და მათ, ტიციანისა არ იყოს, თვითმკვლელობაც ეპატიებათ... მხოლოდ პოეტებს აქვს უფლება და შეუძლიათ ითამაშონ სიკვდილით... და მათ, ტიციანისა არ იყოს, თვითმკვლელობაც ეპატიებათ...
8. ..
ყველას შეიძლება ეთამაშო სიკვდილით და არ გეშინოდეს - პოეტებისა და შეშლილების გარდა.. ..
ყველას შეიძლება ეთამაშო სიკვდილით და არ გეშინოდეს - პოეტებისა და შეშლილების გარდა..
7. ..
ეს-ეც ვინსენტი:
გამონაკლისი
ფრთხილად, პოეტო! თორემ, მეორე ლოყა რა სათქმელია, ჰომეროსობისთვის გაგიმეტებენ, ოღონდ- ოდისეებისთვის არა, დათხრილი თვალებისთვის. ისე ოსტატურად გაგაკრავენ ჯვარზე, ვითომ ცენტურიონის ლიცენზია ედოთ ჯიბეში... გულის სიღრმეში ხომ იციან: როცა ლოყაში გაგარტყამენ, ნათითურებზე მელნისფერი ია ამოგდის... შენ–შენი გზები გაგყავს უფალთან... ხოლო მათ, ისღა დარჩენიათ, აღიარონ ყველა კანონის- ერთად–ერთი გამონაკლისი: წესის აგება, ფანჯრიდან გაფრენილი ან საფეთქელში ტყვიადახლილი პოეტებისთვის... ............................................................................. მიყვარხარ, მეგობარო!
.. ..
ეს-ეც ვინსენტი:
გამონაკლისი
ფრთხილად, პოეტო! თორემ, მეორე ლოყა რა სათქმელია, ჰომეროსობისთვის გაგიმეტებენ, ოღონდ- ოდისეებისთვის არა, დათხრილი თვალებისთვის. ისე ოსტატურად გაგაკრავენ ჯვარზე, ვითომ ცენტურიონის ლიცენზია ედოთ ჯიბეში... გულის სიღრმეში ხომ იციან: როცა ლოყაში გაგარტყამენ, ნათითურებზე მელნისფერი ია ამოგდის... შენ–შენი გზები გაგყავს უფალთან... ხოლო მათ, ისღა დარჩენიათ, აღიარონ ყველა კანონის- ერთად–ერთი გამონაკლისი: წესის აგება, ფანჯრიდან გაფრენილი ან საფეთქელში ტყვიადახლილი პოეტებისთვის... ............................................................................. მიყვარხარ, მეგობარო!
..
6. ..
მე მგონი.. რომ.. პირიქით.. სწორედაც რომ პოეტებს დაეჯერებათ.. :)
სხვას არავის.. ასე რომ ვფიქრობთ.. იმიტომ-აც ასხამენ ტვინს ფილაქანზე.. კარგად დაწერა ამ თემაზე ამასწინათ რენუარმა.. უფრო ადრე ლუბა ელიაშვილმა.. კიდევ უფრო ადრეც დაწერდა ვინმე.. ერთ-ერთი ჩემს პირველ კომენტარში ვახსენე..
აი.. ქალბატონი ლუბას ეს არაჩვეულებრივი ლექსიც:
პოეტები...
უფერული ოცნებებით მოვაჭრენი, ბავშვობაში უიმედოდ ჩარჩენილი... პოეტები, პეშვით სტროფებს გვაჩეჩებენ სიცოცხლისთვის წარდგენილი სარჩელივით. ლოთები და დებოშირი ხულიგნები, პარაპეტზე მიყრდნობილი `ხანიგები~, ეპატაჟით სნობებს გულებს უხეთქავენ, ყავლგასული რომანტიზმით "ბარიგობენ," რას გვერჩიან, ანდა თვითონ რას წვალობენ რაა ლექსი - უმწიფართა ახირება, პოეტებს ხომ, ლამაზებიც არ სწყალობენ უმეტესად ურჩევნიათ ბანკირები ისინი კი უტიფრად და უსაფუძვლოდ მო(რ)გებულთა საყვედურებს არ იგებენ. დამარცხების ტკივილს სიტყვებს აკრავენ და მოტკბო-მწარე მიქსტურებად არიგებენ. დადიან და გზებზე ხვდებათ მახეები თოფის ლულებს ყვავილებით აბლაგვებენ ნიჭის ნიშნით დაღდასმული სახეებით პოეტები ამ ქვეყანას რას არგებენ - ძალადობით მოთხვრილსა და გაუგებარს, საკუთარი გულჩვილობით აშინებენ ყველა ბრიყვი ბოგანოსთვის ემეტებათ სილამაზე - უშურველად, არშინებით... ნუ დაფრთხებით, თუ ბაცილა სიყვარულის მათგან ხანძარად მთელ სამყაროს მოედება. პოეტებზე, ტყვიებს უქმად ნუ დახარჯავთ, თავს ხომ.... თვითონ მოიკლავენ, პოეტები. ..
მე მგონი.. რომ.. პირიქით.. სწორედაც რომ პოეტებს დაეჯერებათ.. :)
სხვას არავის.. ასე რომ ვფიქრობთ.. იმიტომ-აც ასხამენ ტვინს ფილაქანზე.. კარგად დაწერა ამ თემაზე ამასწინათ რენუარმა.. უფრო ადრე ლუბა ელიაშვილმა.. კიდევ უფრო ადრეც დაწერდა ვინმე.. ერთ-ერთი ჩემს პირველ კომენტარში ვახსენე..
აი.. ქალბატონი ლუბას ეს არაჩვეულებრივი ლექსიც:
პოეტები...
უფერული ოცნებებით მოვაჭრენი, ბავშვობაში უიმედოდ ჩარჩენილი... პოეტები, პეშვით სტროფებს გვაჩეჩებენ სიცოცხლისთვის წარდგენილი სარჩელივით. ლოთები და დებოშირი ხულიგნები, პარაპეტზე მიყრდნობილი `ხანიგები~, ეპატაჟით სნობებს გულებს უხეთქავენ, ყავლგასული რომანტიზმით "ბარიგობენ," რას გვერჩიან, ანდა თვითონ რას წვალობენ რაა ლექსი - უმწიფართა ახირება, პოეტებს ხომ, ლამაზებიც არ სწყალობენ უმეტესად ურჩევნიათ ბანკირები ისინი კი უტიფრად და უსაფუძვლოდ მო(რ)გებულთა საყვედურებს არ იგებენ. დამარცხების ტკივილს სიტყვებს აკრავენ და მოტკბო-მწარე მიქსტურებად არიგებენ. დადიან და გზებზე ხვდებათ მახეები თოფის ლულებს ყვავილებით აბლაგვებენ ნიჭის ნიშნით დაღდასმული სახეებით პოეტები ამ ქვეყანას რას არგებენ - ძალადობით მოთხვრილსა და გაუგებარს, საკუთარი გულჩვილობით აშინებენ ყველა ბრიყვი ბოგანოსთვის ემეტებათ სილამაზე - უშურველად, არშინებით... ნუ დაფრთხებით, თუ ბაცილა სიყვარულის მათგან ხანძარად მთელ სამყაროს მოედება. პოეტებზე, ტყვიებს უქმად ნუ დახარჯავთ, თავს ხომ.... თვითონ მოიკლავენ, პოეტები.
5. კარგი იყო....გამსაკუთრებით ბოლო პასაჟი, რომ პოეტებს არაფერი დაეჯერებათ..... აქაც თამაში... სიტყვით თამაში.....;) ეჰ....:) კარგი იყო....გამსაკუთრებით ბოლო პასაჟი, რომ პოეტებს არაფერი დაეჯერებათ..... აქაც თამაში... სიტყვით თამაში.....;) ეჰ....:)
4. კარგი იდეა მომაწოდეთ... მაინც არავის ვუყვარვარ.... ეს ისე ხუმრობით:) შესანიშნავი ლექსია 5 კარგი იდეა მომაწოდეთ... მაინც არავის ვუყვარვარ.... ეს ისე ხუმრობით:) შესანიშნავი ლექსია 5
3. RmerTma gaSoroT yvelas... RmerTma gaSoroT yvelas...
2. არა, არვის მისცეთ იარაღი!
მიიხლის მერე თავში ტყვიას და...
ჩაგაკვდება ხელებში...
ვიცი მე ეს... ვნახე. არა, არვის მისცეთ იარაღი!
მიიხლის მერე თავში ტყვიას და...
ჩაგაკვდება ხელებში...
ვიცი მე ეს... ვნახე.
1. ..
ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი - აქ არის ხერხემალი.. თუმცა - აქ არც იწყება და არც მთავრდება არაფერი..
ყველაზე საინტერესო.. რაც.. ამ თემაზე წამიკითხავს.. ჰერმან ჰესეს - ტრამალის მგელია.. ..
ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი - აქ არის ხერხემალი.. თუმცა - აქ არც იწყება და არც მთავრდება არაფერი..
ყველაზე საინტერესო.. რაც.. ამ თემაზე წამიკითხავს.. ჰერმან ჰესეს - ტრამალის მგელია..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|