პარალელები სუნთქავ, ჯანდაბას სხვა რამ... კედლებზე - ფიქრის ხავსი, სახლი დახუჭავს თვალებს, ანუ აფარებ ფარდას ფანჯრებზე, წევხარ მერე, სმენას სიჩუმით ავსებ და ხასიათი დაგაქვს ზუსტად ამინდის ფარდი.
(ზე)ბანალური მზისგან გწვავს მხურვალება ოდის, ხდება - ნისლი ხრავს ჰაერს, ღრუბლიდან ჟონავს სითხე და გახსენდება, შენში სიკეთე იდგა ოდეს, ახლა მცირედს თუ ჰპოვებ, ეგ არის, მეტს არც ითხოვ.
გაყრი ცრურწმენებს გარეთ, შენს თავს პრობლემებს უქმნი, ნაყავ წყალს, აპნევ პეშვით პურის მარცვლებთან ერთად და აკვირდები ჩიტებს. მთელი ცხოვრება უქმე კვირის დღეა და მტკიცედ ცდი სხვა სიცოცხლის მეთოდს. ღამდება სივრცე, ზეცის ჭებში ჩამდგარი შუქი და მთვარე მოჩანს, როგორც ყველა შეშლილის კარმა, სუბტიტრით ხედავ სიზმრებს, მთელ რეალობას ლუქავ და ყოველ დილით ღმერთი გიცდის დახურულ კართან,
ხელში გატეხილ ჯვრით და... ჭრილობებს ფარავს კვართი, უღმერთობამდე ერთ კაცს გაკვირდება, რომ გრძნობდეს თიხით თამაშის შედეგს. სულის კონტურებს კვეთ და ითვლი, ნულოვან ნიშნის, შენში გამავალ გრძედებს.
გისოსი
"ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები" გიორგი საჯაია
ფილტვების გათბობა - სიგარეტს აბოლებ, გარეთ ხარ, თეთრ ზეწარს მხრებამდე იხურავ და ძილი გერევა - სიზმრების ქვაბული, ქალი გვის ღამის ჭუჭყს მეზობლის ჯიხურთან და მიხვდი, ძნელია დაიცვა დუმილი ყბების გაცვეთამდე... ტკივილს რომ გაიგებ... ივიწყებ ტრანსპორტის a პუნქტებს, b პუნქტებს, მარშრუტი და ზუსტად გათვლილი განრიგი ფეხებზე გკიდია. თენდება ეს ცა და ქარი აქვს მარტივი, შენ ალბათ - ნიკრესის, სვამ აბებს, (პლაცებო) რაც გინდა ეცადე, დახურავ აივნის კარს, ისე იკვნესებ. აიღებ საათს და დაშლი და უტოვებ წამმზომის ისარს, სხვა იცი რომ ყალბია. დღეს ისევ გამოვა ათასი უტვინო ქუჩაში, ერთ თარგზე მოჭრილი ყალიბით. შენ ვეღარ დაიცავ უფლებას - გაჩუმდე, ღმერთს მისცემ ჩვენებას, თანდათან იმოსავ ბორკილებს, დაგადეს მსჯავრდების სარჩული და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. ძალიან მომწონს, რაღაც სხვანაირი შენებური ხელწერა გაქვს :) ძალიან მომწონს, რაღაც სხვანაირი შენებური ხელწერა გაქვს :)
36. მართლაც ფილტვების გათბობაა შენი ლექსები , ორონდ არა სიგარეტით , არამედ ემოციით
მართლაც ფილტვების გათბობაა შენი ლექსები , ორონდ არა სიგარეტით , არამედ ემოციით
35. მაგარი ლექსებია+777 მაგარი ლექსებია+777
34. ჰო, პირველიც მომეწონა ასევე.
ჰო, პირველიც მომეწონა ასევე.
33. "შენ ვეღარ დაიცავ უფლებას - გაჩუმდე"
ძალიან კარგი ლექსი.
"შენ ვეღარ დაიცავ უფლებას - გაჩუმდე"
ძალიან კარგი ლექსი.
32. 27, ის დასტური 27, ის დასტური
31. "და მიხვდი, ძნელია დაიცვა დუმილი.."
რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე..."
იმდენია საერთო ჩემს განცდებთანაც, რომ ალბათ ამიტომაც მომწონს ყოველთვის ასე ძალიან... "და მიხვდი, ძნელია დაიცვა დუმილი.."
რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე..."
იმდენია საერთო ჩემს განცდებთანაც, რომ ალბათ ამიტომაც მომწონს ყოველთვის ასე ძალიან...
30. მიხარია მე ჭელო შენი ყველა ლექსი, იმიტომ, რომ... იცის ყველამ რატომაც. მიხარია მე ჭელო შენი ყველა ლექსი, იმიტომ, რომ... იცის ყველამ რატომაც.
29. კარგია ანუ საკმაოდ კარგია 5555 კარგია ანუ საკმაოდ კარგია 5555
28. ეს უკვე შენია... უშენესი... აქ მინდოდა მოსულიყავი...
ეს უკვე შენია... უშენესი... აქ მინდოდა მოსულიყავი...
27. კარგი და გასხვავებული ხელწერის ავტორი ხარ. ყოჩაღ! +2 კარგი და გასხვავებული ხელწერის ავტორი ხარ. ყოჩაღ! +2
26. ორივე კარგია! ყოჩაღ! ორივე კარგია! ყოჩაღ!
25. რა თქმა უნდა, თორნიკე... რა თქმა უნდა, თორნიკე...
24. გარედან წავიკითხე..მაგარია! გარედან წავიკითხე..მაგარია!
23. გაყრი ცრურწმენებს გარეთ, შენს თავს პრობლემებს უქმნი, ნაყავ წყალს, აპნევ პეშვით პურის მარცვლებთან ერთად და აკვირდები ჩიტებს. მთელი ცხოვრება უქმე კვირის დღეა და მტკიცედ ცდი სხვა სიცოცხლის მეთოდს.
მაგრად წერ, ძალიან მაგრად ! გაყრი ცრურწმენებს გარეთ, შენს თავს პრობლემებს უქმნი, ნაყავ წყალს, აპნევ პეშვით პურის მარცვლებთან ერთად და აკვირდები ჩიტებს. მთელი ცხოვრება უქმე კვირის დღეა და მტკიცედ ცდი სხვა სიცოცხლის მეთოდს.
მაგრად წერ, ძალიან მაგრად !
22. ორივე მომწონს და უფრო მეორე..... ძალიან საინტერესო ხედვაა...და სათუთი განცდა.... და თან არც მოშვების საშუალებას გაძლევს... კითხვისას რაღაცას სულ ელოდები.... კარგია...;) ორივე მომწონს და უფრო მეორე..... ძალიან საინტერესო ხედვაა...და სათუთი განცდა.... და თან არც მოშვების საშუალებას გაძლევს... კითხვისას რაღაცას სულ ელოდები.... კარგია...;)
20. ნიჭიერი ხარ ძმა.
5 ნიჭიერი ხარ ძმა.
5
19. ხელში გატეხილ ჯვრით და... ჭრილობებს ფარავს კვართი, უღმერთობამდე ერთ კაცს გაკვირდება, რომ გრძნობდეს თიხით თამაშის შედეგს. სულის კონტურებს კვეთავ, ითვლი, ნულოვან ნიშნის, შენში გამავალ გრძედებს.....
გაიხარე, თიკო... ძალიან მიყვარხარ! კარგი ლექსებისა და კარგი ბიჭობის გამო მიყვარხარ! ხელში გატეხილ ჯვრით და... ჭრილობებს ფარავს კვართი, უღმერთობამდე ერთ კაცს გაკვირდება, რომ გრძნობდეს თიხით თამაშის შედეგს. სულის კონტურებს კვეთავ, ითვლი, ნულოვან ნიშნის, შენში გამავალ გრძედებს.....
გაიხარე, თიკო... ძალიან მიყვარხარ! კარგი ლექსებისა და კარგი ბიჭობის გამო მიყვარხარ!
18. სმენას სიჩუმით ავსებ და ხასიათი დაგაქვს ზუსტად ამინდის ფარდი.
იშვიათია ბიჭისთვის ერთდროულად ასე ფაქიზად,დახვეწილად და ძალიან მძაფრად წერა. სმენას სიჩუმით ავსებ და ხასიათი დაგაქვს ზუსტად ამინდის ფარდი.
იშვიათია ბიჭისთვის ერთდროულად ასე ფაქიზად,დახვეწილად და ძალიან მძაფრად წერა.
17. თქვენს ლექსებს სულ გადამდები ემოციები მოაქვთ, თქვენს პოეზიას ჩემი "ბურძგლომერი" დადებითად აფასებს... არასდროს ხართ ზედაპირული და ყველაზე მეტად ეს მომწონს.- 5 თქვენს ლექსებს სულ გადამდები ემოციები მოაქვთ, თქვენს პოეზიას ჩემი "ბურძგლომერი" დადებითად აფასებს... არასდროს ხართ ზედაპირული და ყველაზე მეტად ეს მომწონს.- 5
16. მეორე ლექსი :)
და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
მომწონს
მეორე ლექსი :)
და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
მომწონს
15. "სუბტიტრით ხედავ სიზმრებს, მთელ რეალობას ლუქავ და ყოველ დილით ღმერთი გიცდის დახურულ კართან"
ღმერთი გფარავდეს! მიხარია, ჩვენთან რომ ხარ...
"სუბტიტრით ხედავ სიზმრებს, მთელ რეალობას ლუქავ და ყოველ დილით ღმერთი გიცდის დახურულ კართან"
ღმერთი გფარავდეს! მიხარია, ჩვენთან რომ ხარ...
14. და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
მე ვფიქრობ, თორნიკე თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქართულ პოეზიაში! :-* 555! და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
მე ვფიქრობ, თორნიკე თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქართულ პოეზიაში! :-* 555!
13. ..
ის საღამო მახსოვს.. ხელი-ხელს რომ დავარტყით - კოლმეურნეობაზე.. ხელისგულებით რომ მივიღეთ ერთმანეთი..
მაგრად წერ და მაგრად იყავი.. ..
ის საღამო მახსოვს.. ხელი-ხელს რომ დავარტყით - კოლმეურნეობაზე.. ხელისგულებით რომ მივიღეთ ერთმანეთი..
მაგრად წერ და მაგრად იყავი..
11. ყოველ დილით ღმერთი გიცდის დახურულ კართან, ხელში გატეხილ ჯვრით
... ++ ყოველ დილით ღმერთი გიცდის დახურულ კართან, ხელში გატეხილ ჯვრით
... ++
10. გამინათდა გული და თვალები, აქ რომ გნახე..... თან ასეთი ლამაზი ლექსებით...... გამინათდა გული და თვალები, აქ რომ გნახე..... თან ასეთი ლამაზი ლექსებით......
9. მაგრებია..
მოკითხვა +2 მაგრებია..
მოკითხვა +2
6. +2 მოგიკითხე მეგობარო! +2 მოგიკითხე მეგობარო!
5. +2 კარგია, მომეწონა +2 კარგია, მომეწონა
3. და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
ამ დაღეჭილი სიცოცხლის ფასად... კი, იღეჭება, მაგრამ ხომ ღირს მაინც: სიცოცხლე... და ბოლო სურვილი - მიხვიდე გისოსთან, რომ ღეჭო სიცოცხლე, ყბების გაცვეთამდე...
ამ დაღეჭილი სიცოცხლის ფასად... კი, იღეჭება, მაგრამ ხომ ღირს მაინც: სიცოცხლე...
2. ორივე მაგარია! ყოჩაღ... ფრიადი ორივე მაგარია! ყოჩაღ... ფრიადი
1. +1
ავტორი დრო რომ გავა თვითონ მიხვდება თუ რა აქვს დასახვეწი.... +1
ავტორი დრო რომ გავა თვითონ მიხვდება თუ რა აქვს დასახვეწი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|