ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


* * *

ქარვისფერ ყანაში იხრება სხივები,
სულ ახლოს მთებია და გრილი ტყეები,
იწყება ბილიკი დანამულ ფოთლებით
და დაღლილ ოცნებით მიდიან დღეები.
მთის წვერზე მდუმარედ თავდება მზის სხივი,
ვუყურებ ტყის პირას ფოთლების დაცვენას,
ფერდობზე ჩამოდის საღამო ბინდებად
და იწყებს ნისლების ხევებში ჩაწვენას.
კვლავ ჩემი ქედების სიმშვიდე მოვნახე,
მთის ცისფერ ყვავილებს დავხედე ალერსით,
ანკარა ნაკადულს ვეწვიე ცოტა ხანს -
ჩქარ-ჩქარი ჩქერების ჩურჩული ჩამესმის.
ღამეებს ხის ძირას ვათენებ, დილით კი
უმშვიდეს განთიადს ვეხები თითებით,
მერე კი გრძელდება უცნობი ბილიკი
და ისევ მივყვები ნაცნობი ფიქრებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები