 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2010 |
გაიღვიძე, გაახილე შენი უძირო თვალები, ვიცი რომ გძინავს, რადგან ისევ მთვარე მოვიდა ჩემამდე. გაიღვიძე, რაღაც მინდა გითხრა და მერე თუ გინდა ისევ ათხოვე თავი ღამის სიჩუმეს... იცი... როცა მზე ამოვიდა და გაანათა დედამიწა, როცა ღამემ დატოვა თავისი სადგომი და წავიდა, შენ იყავი მოსული ჩემთან, შუადღის სიზმარში. თითქოს ანგელოზს გავდი, თითქოს ზამთარსაც და მუსიკის ჰანგები აყრუებდა ტრიალ მინდორს სადაც მე და შენ გავიცანით ერთმანეთი... თითქოს ღამდებოდა და თითქოს არც, სრული ქაოსი და სითეთრე აბრმავებდა ჩემს მძინარე თვალებს. შენი თეთრი კაბა, მუსიკა, შენი უძირო თვალები, შენი ღიმილი ანათებდა ღამეს და შენი თმები გავდა დღის შუქზე თვალით დანახულ მზის დაბნელებას. თითქოს შემიყვარდი - თითქოს მძულდი კიდეც... რაღაც არანორმალურმა თრთოლვამ აიტანა ჩემი სხეული და გამიტაცა იქით, საიდანაც დაიწყო ჩვენი სიზმარი. რა მშვენიერი იყავი იმ დღეს, რა საოცრად მიმზიდველი და როგორ გამშვენებდა შემოდგომა, თავისი სუსხიანი მზერით. როგორ უხდებოდი ზაფხულს შემოდგომის დასაწყისში და ჩამოცვენილ, მზისაგან დამწვარ, დადაგულ ფოთლებს. როგორ დამწვი გულიც, სულიც, დამაბრმავე... ახლა კი შენი სიშორით დაბნეული, ხან რომელ ბოძს ვაწყდები ხან რომელს, ლოთი კაცივით. დამღალა სიშორემ, დამღალა შენმა სილუეტმაც, დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე რომ არ სცილდება ამ დასაწვავ თვალებს... გაიღვიძე, ვიცი რომ გძინავს, რადგან ისევ მთვარე მოვიდა ჩემამდე. ისევ ვათავსებ წერილს კონვერტში, ისევ ვაწერ ნაცნობ მისამართს... დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი. და ველოდები შენგან მოწერილ წერილს, რომელიც გასული შემოდგომის შემდეგ აღარ მოსულა და მგონია რომ ახლა მაინც მომწერ პასუხს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ase gulwrfeli, tan irealuris zgvartan...
ase gulwrfeli, tan irealuris zgvartan...
5. ეს წერილები რაღაც ძალიან მომწონს მეე :)
თან ახლა ადრესატიც ანნა (თან 2 ნ ) უკვე ბევრს ნიშნავს :] მოკლედ ძალიან კარგია :-*
ეს წერილები რაღაც ძალიან მომწონს მეე :)
თან ახლა ადრესატიც ანნა (თან 2 ნ ) უკვე ბევრს ნიშნავს :] მოკლედ ძალიან კარგია :-*
3. +2 ნამდვილად +2 ნამდვილად
2. ეს თითქოს მახსოვს! 5 ეს თითქოს მახსოვს! 5
1. შენი ღიმილი ანათებდა ღამეს და შენი თმები გავდა დღის შუქზე თვალით დანახულ მზის დაბნელებას. თითქოს შემიყვარდი - თითქოს მძულდი კიდეც...
სიჩუმის წერილები.... შენი ღიმილი ანათებდა ღამეს და შენი თმები გავდა დღის შუქზე თვალით დანახულ მზის დაბნელებას. თითქოს შემიყვარდი - თითქოს მძულდი კიდეც...
სიჩუმის წერილები....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|