ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2010


მე და შენ? ( წერილი მეოთხე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

გამარჯობა ანნა!
სწორედ ახლა ვიხსენებდი ჩვენს პირველ შეხვედრას
და გადავწყვიტე ეს ემოცია შენთვის მომეწერა.
ალბათ შემოდგომა ისე არავისთვის არ ყოფილა სამახსოვრო,
როგორც ჩემთვის იმ წელს, როცა ერთმანეთი გავიცანით
და როცა პირველად შეხვდა ჩემი თვალები შენს
ზეციურ თვალებს.
რა საოცრად გგავდა შემოდგომა და როგორ გიხდებოდა
მისი გრილი, ნოტიო ჰაერი და როგორ განსაკუთრებულად
ვგრძნობდი თქვენს გულისცემას...
მე, შენ და შემოდგომა, რა ლამაზად ჟღერს არა ?
გეთანხმები, აჟღერდებოდა, რომ არა ის კედელი
რომელიც სიშორემ დატოვა ჩვენში.
ვფიქრობ და ვგრძნობ, რა საამური იქნებოდა ჩვენი
სიცოცხლის თითოეული წამი, ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით.
რამდენი გვიოცნებია ერთად, რამდენი ნახატი დაგვიხატავს...
თანაც როგორ გიყვარდა ხატვა და როგორ ოცნებობდი სახლზე,
რომელსაც ექნებოდა დიდი აივანი, რომ შეგძლებოდა ხატვა დილაობით.
გახსოვს, პირველად რომ ვიჯექით ერთად საქანელაზე და
პირველად რომ გავფრინდით ცაში?
მაშინ მე გკითხე: ფრენა იცი ?
შენ კი მიპასუხე : ვიცი და ისე თბლიად, ალერსიანად ჩამეხუტე,
ვიგრძენი რომ მართლაც არსებობს ზეციური სამყოფელი
და ეს სამყოფელი შენი ნაზი, თბილი მკლავებია.
აბა გაიხსენე, პირველად რომ ვითამაშეთ დაჭერობანა
ახვეული თვალებით, რა სასაცილოები ვიყავით არა?
მაშინ ფეხი იტკინე და ტკივილისგან გამწარებული
სიცილით დავარდი პირდაპირ ჩემზე...
თუმცა კი, არასდროს გამჭირვებია შენი დაჭერა,
მე ყოველთვის შენს სურნელს მოვსდევდი, შენ კი
გზააბნეულივით ტრიალებდი ერთ ადგილას.
კამათიც როგორ გვიყვარდა...
პირველად რომ ვიკამათეთ ის თუ გახსოვს, თან რაზე...
რა საოცარია, როგორ უცბად შეგვახვედრა შემოდგომამ ერთმანეთს
და როგორ უცბადვე დაგვაშორა ცხოვრების დინებამ.
ვიხსენებ თითოეულ წუთს, წამს და გული ცრემლებით მევსება,
იმის მაგივრად რომ გავიღიმო და ბედნიერად ჩავთვალო თავი.
იცი ანნა, მე ისევ შენთან გატარებული დღეებით ვცოცხლობ...
თითქმის ყოველთვის, ყოველ წამს ვიხსენებ ჩვენი ცხოვრების
წუთებს და ვგრძნობ რომ უშენობამ საშინლად მომტეხა და დამაბერა.
ნეტავ როდის მოვა ის დრო, რომ ისევ გნახო, მოგეფერო,
ისევ ვიოცნებოთ ერთად და ისევ ავაცეკვოთ ვარსკვლავები მთვარის გარშემო.
მომენატრე ანნა! სიგიჟემდე მომენატრე...
შენ კი სად ხარ? ხაარ კი საერთოდ!?
ისევ კონვერტი, ისევ გაშეშებული ჩემი სახე და საათები,
ერთადერთი მოძრაობა კი ნაცნობი მისამართია:
      დიდი ბრიტანეთი
        ქალაქი ლონდონი
        ყვითელი მოედნის ქუჩა 13
                  ანნა - ემილი ჯეიმსი.
და ისევ მოლოდინი საპასუხო წერილისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს