დაფხვნილ აგურზე, გაზონებზე და ძელსკამებზე თანდათანობით, ზანტად, ნებივრად გაწვნენ ჩრდილები და უცხო ჩიტი კენკავდა ნამცეცს. აფრინდა ჩიტი მწვანე ფოთლებში შეერია, მერე გალობდა.
იჯდა მოხუცი, ისიც ხისკენ იცქირებოდა და თითქოს ვინმემ რამე ჰკითხა, თქვა:
- სულ ასეა: ზოგი ჟღურტულებს, ზოგი - ღუღუნებს ზოგი - ჭახჭახებს; ზოგი თეთრია, ზოგი - შავი, ზოგიც - ფერადი ; ზოგს კუდი დასთრევს, ზოგსაც - ამაყად აუპრეხია. ყველანი კარგი ჩიტები ვართ, საკენკისგან შორს არ მივფრინავთ, ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
წამოდგა, ხელი ჩაიქნია და წაფრატუნდა.
გალობდა ჩიტი, მწვანე ფოთლებში შერეული გალობდა ჩიტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. საოცრად ლამაზია საოცრად ლამაზია
13. ყველანი კარგი ჩიტები ვართ, საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
ყველანი კარგი ჩიტები ვართ, საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
12. ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ბავშვებო, ჩქარა, გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა.
მე ამ თქვენმა ლექსმა,( რომ მკითხოთ, ალბათ, ვერც კი ავხსნი რატომ) ეს თქვენი ლექსი გამახსენა, ჩემი სტუდენტობიდან რომ დამამახსოვრდა. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, ამ ლექსს "სიკვდილი" უნდა ერქვას. ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ბავშვებო, ჩქარა, გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა.
მე ამ თქვენმა ლექსმა,( რომ მკითხოთ, ალბათ, ვერც კი ავხსნი რატომ) ეს თქვენი ლექსი გამახსენა, ჩემი სტუდენტობიდან რომ დამამახსოვრდა. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, ამ ლექსს "სიკვდილი" უნდა ერქვას.
11. ყველანი კარგი ჩიტები ვართ, საკენკისგან შორს არ მივფრინავთ, ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ჩამეღიმა... ყველანი კარგი ჩიტები ვართ, საკენკისგან შორს არ მივფრინავთ, ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ჩამეღიმა...
10. ეგ განსხვავებულია, თუმცა გასაფილტრიც არის... მაგრამ მომწონს
+3 ეგ განსხვავებულია, თუმცა გასაფილტრიც არის... მაგრამ მომწონს
+3
9. და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
ვინ გაექცევა, მართლაც, და ბარათაშვილიც მომიტანა ამ ლექსმა: "მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან..." თუ ღირსნი ვიქნებით - მაგას რა აჯობებს? - ღირსეულებიც ვიქნებით, შესაბამისად!.... და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
ვინ გაექცევა, მართლაც, და ბარათაშვილიც მომიტანა ამ ლექსმა: "მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან..." თუ ღირსნი ვიქნებით - მაგას რა აჯობებს? - ღირსეულებიც ვიქნებით, შესაბამისად!....
8. ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
საინტერესოა... ნამდვილი თანამედროვე პოეზია ინტელექტის, რეალობის, სიზუსტის და მისი მატვრულად გარდასახვის გარეშე, უბრალოდ, სასაცილოა...სერიოზული ავტრორები კი ნამდვილად არ მოჭარბდება ამ საიტს...სიამოვნებით გავეცნობი ხოლმე შენს გვერდს ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
საინტერესოა... ნამდვილი თანამედროვე პოეზია ინტელექტის, რეალობის, სიზუსტის და მისი მატვრულად გარდასახვის გარეშე, უბრალოდ, სასაცილოა...სერიოზული ავტრორები კი ნამდვილად არ მოჭარბდება ამ საიტს...სიამოვნებით გავეცნობი ხოლმე შენს გვერდს
7. აკი მითხარ ლტერატურა.ჯე-ზე პლიუს სამებს დაგიწერო... ესაა შეპირება? აკი მითხარ ლტერატურა.ჯე-ზე პლიუს სამებს დაგიწერო... ესაა შეპირება?
6. +2 აუცილებლად +2 აუცილებლად
5. ..
რომ ვუფიქრდები - არაფერ შუაშია და რობერტ მესხის "ალუბალი" გამახსენა ამ ნაწერმა.. ალბათ ამ ადგილის გამო:
ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
..
მომწონს.. საინტერესოა.. კარგად დაწმენდილი.. ..
რომ ვუფიქრდები - არაფერ შუაშია და რობერტ მესხის "ალუბალი" გამახსენა ამ ნაწერმა.. ალბათ ამ ადგილის გამო:
ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
..
მომწონს.. საინტერესოა.. კარგად დაწმენდილი..
3. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
ჰეჰ... რა საოცარი სიმართლეა აქ... უტყუარი ალღო და სიზუსტე... დარბაისელო, დარბაისლურად გვითხარი სათქმელი ვატყობ, ამიტომ გამეღიმა... შემოგვაპარესავით: ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ამიტომ გამეღიმა... ხომ ხდება ხოლმე: სიმართლე ისეა ნათქვამი, იღიმები... ახლაც ასე მოხდა... და კიდევ... იმაზეც გამეღიმა, რომ ცა სულ ჩვენთანაა, არ დაგვტოვებს, იქაც ჩაგვყვება, ცა, ანუ უფლის სახლი... აუ, რა მაგარია, სეხნიავ:) ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...
ჰეჰ... რა საოცარი სიმართლეა აქ... უტყუარი ალღო და სიზუსტე... დარბაისელო, დარბაისლურად გვითხარი სათქმელი ვატყობ, ამიტომ გამეღიმა... შემოგვაპარესავით: ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები და ასეთ ყოფას საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ამიტომ გამეღიმა... ხომ ხდება ხოლმე: სიმართლე ისეა ნათქვამი, იღიმები... ახლაც ასე მოხდა... და კიდევ... იმაზეც გამეღიმა, რომ ცა სულ ჩვენთანაა, არ დაგვტოვებს, იქაც ჩაგვყვება, ცა, ანუ უფლის სახლი... აუ, რა მაგარია, სეხნიავ:)
2. მადლობა, ჯინა ძვირფასო! ზედმიწევნით ჩასწვდით ჩანაფიქრს. მადლობა, ჯინა ძვირფასო! ზედმიწევნით ჩასწვდით ჩანაფიქრს.
1. "ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭია-ღუები და ასეთ ყოფას - ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება..."
კი, ასეა პატივცემულო ავტორო - ვსხედვართ ყველანი, ზოგნი ღრმად, ზოგნი ზედაპირულად და ვცდილობთ ზეცისკენ "აფრენას"... ვინ როგორ მოახერხებს, ამას ზეცაში წყვეტს ის, ვისი სხივიც თანაბრად მოეფინება "ვარდსაც და ნეხვსაც"... მოვარგებ ამ შემთხვევასაც და იმედს დავიტოვებ, რომ "ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების", თანაბრად მოგვწვდება ზეცის წყალობა - ოღონდ იმ დოზით, რამდენსაც ვიმსახურებთ "რწმენის წილ"...
(შესაძლოა, სულ სხვაგვარად გავიგე, იძლევა, ჩემი აზრით, ეს ლექსი გაგება-წარმოსახვის ინტრპრეტაციის მრავალგვარობას...არ ვიცი...) "ვსხედვართ ყველანი ვეებერთელა ფუნის გორაზე, ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭია-ღუები და ასეთ ყოფას - ცხოვრება ჰქვია. ცა?! რას დაეძებ! თვითონ დაგდევს, არ მოგშორდება, და მიწაშიაც თან ჩაგვყვება..."
კი, ასეა პატივცემულო ავტორო - ვსხედვართ ყველანი, ზოგნი ღრმად, ზოგნი ზედაპირულად და ვცდილობთ ზეცისკენ "აფრენას"... ვინ როგორ მოახერხებს, ამას ზეცაში წყვეტს ის, ვისი სხივიც თანაბრად მოეფინება "ვარდსაც და ნეხვსაც"... მოვარგებ ამ შემთხვევასაც და იმედს დავიტოვებ, რომ "ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების", თანაბრად მოგვწვდება ზეცის წყალობა - ოღონდ იმ დოზით, რამდენსაც ვიმსახურებთ "რწმენის წილ"...
(შესაძლოა, სულ სხვაგვარად გავიგე, იძლევა, ჩემი აზრით, ეს ლექსი გაგება-წარმოსახვის ინტრპრეტაციის მრავალგვარობას...არ ვიცი...)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|