ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია_79
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აგვისტო, 2010


# # #

  დაბადებამდე. . .
  იყო ქვიშის უდაბნო და სივრცე, გზად ქცეული. არ იყო განზომილება,საიდანაც შეგეძლო აგერჩია მიმართულება.
  ჩვენ ვემზადებოდით მატერიალურ სამყაროში,ხელახალი დაბადებისათვის. ვლოცულობდით გადარჩენისათვის, უსუტყვოდ.ცას ავხედავდით და ვითხოვდით. . . თურმე ერთმანეთს.
  მერე დრომ ეს ქვიშა საცერში გაცრა და ჩაიმარცვლა ის რაც ერთი დიდი არაფერი იყო.  არაფერმა დატოვა მლაშე ტკივილი.
  ქვიშიდან გამოყოფილები განვცალკევდით,რაღაცის ზემოთ ამოვედით,თითქოს ცხოვრებამ დუღილის დროს ორთქლად გვაქცია და მისი ჯამიდან ამოგვაგდო,რომ იქ ზემოთ, ჰაერში, სადაც მისივე განაყოფი სხვა სივრცითი სამყაროა,სხვა გრძედი და სხვა განედი,სულ სხვა ათვლის წერტილად დაგვაყენა ერთმანეთისათვის.
  დაბადების შემდეგ. . .
  გიყურებ, გაკვირდები და შენს ყველა უჯრედს ვსწავლობ. მიმართულებას შენი სისხლძარღვებისას,ფიქრის დინებას,ემოციების ნაკადს, რომელსაც კალაპოტს ვუფართოვებ, მხოლოდ იმიტომ რომ არ წაგლეკოს არ დაგაცარიელოს საკუთარში გაჩენილმა უთავბოლო ჭიდილმა სიტყვით ,,უაზრობას" რომ არქმევ, იღიმები და შენი  სითბოს ენერგიას სულში მისხავ მაზიარებელის ჭურჭელიდან, მაზიარებელში.
  უცნაური სიყვარული იცი, ჩუმი და სევდიანი.
სიჩუმენარევ სევდაში დასადნობად ვილოკავთ უგემურ წარსულს იარებიანს. ვბრუნავთ დედამიწასთან ერთად. გვჯერა და  ველოდებით შემოდგომის მიწურულს მწვანე წვიმას. . .წვიმას, რომელიც ტკივილს დაადნობს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები