გზაჯვარედინზე ჩასძინებია, ნისლს და ღრუბლებით მორთულ საღამოს, მაშინ უეცრად გამომეღვიძა, დავჩურჩულებდი, წყნარად, ამაოდ და გამეღვიძა, რა გნახე უწინ მაშინ ასეთი ჰგავდი ალიონს და შენთვის, რომ ვთქვა რა იყავ მაშინ, რაც ოდეს კალამს აღუწერია.
შენ, მაშინ იყავ ლექსივით მკრთალი, შენსავით არვინ გამოგონია, მაშინ ის იყავ, რაც სურდა პოეტს, მაშინ ნისლივით გაფანტულს ჰგავდი...
გზაჯვარედინზე სუფებდა დაღლა... მოხუცისამებრ გადათოვლილი და იყო, მაშინ სულთა დინება და სულო იყავ, მაშინ დიდება, მაშინ ვხატავდი სულს გულის ფეთქვით, როცა აკვანში დიოდა ცრემლი..
გზაჯვარედინზე ჰგავდი ლამპიონს დროთა დინებით შევერცხლილ ფასადს... იქვე ბულბულთა ხმათა ალბიონს ჰგავდა გიჟური გამოძახილი, იქვე სიყვარულს ვეძახდით კრთობას და ესეც იყო ამოძახილი!
გზაჯვარედინზე პოეტსაც ვგავდი, მგავდა მე თვითონ მუზა და ზეცა და იმ ღრუბლებით შემოსილ ვარსკვლავს, ზეცას გამსგავსებ და ისევ ზეცას...