ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი1981
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2010


ე.დ-ს

სინანულის შროშანებო,
მე თქვენ იებს გადარებთ...
მთას ტირილი დაუწყია?
მალე გამოიდარებს!
ისიც ნანობს? რაო ვითომ
ზამთარს არ ჰყვარებია?
იქნებ ნიაღვარ-კურცხალი
გაზაფხულის ცრემლია?
მე რომ ვტირი სინანულით,
ნუთუ სხვასც გადაედო!
სიო სინანულისაგან
აწყლიანებს თვალებსო...
მთაზე ჭინკებს ავუხტები,
მოვუგრეხავ თავებსო,
თავიანთი სინანულით
ალბათ მათ გაგვთვალესო!...
სინანულის შროშანებო,
სინანულის ცრემლებო...
ჭინკებს ნუ შეუშინდებით
იართ როგორც გენებოთ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები