 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 6 აგვისტო, 2010 |
ჩავიკეტები ისევ ჩემს თავში, ამოვისვრებ ძველ, ნაცნობ ლაფში, დარჩენილ წუთებს გავივლი წამში, ცხოვრებას გავხვევ დაბურულ კვამლში. არ მკითხოთ რატომ, არ მკითხოთ რისთვის, არ შემეკითხოთ როგორ და ვისთვის, გახუნებულა ფერები იმ დღის, სადაც არ იყო ნასახი ზიზღის. ფურცლებზე ვსახავ ინტონაციას, ვეღარ გავუგებ ნაცნობ ნაციას, აღარ მიზიდავს ეგ რეაქცია, მოჩვენებითი, ყალბი აქცია. არა რაობის ფიქრში დავლპები, აღარ არსებობს ჩემთვის ალპები, არ შეგაწუხებთ, მალე გავქრები, ჩემი სანთლისთვის დღეს მე ჩავქრები. აღარ მიზიდავს ეს მოძრაობა, ბოლო მომიღო არა რაობამ, ვერ გამოთვალეს ხალხში სხვაობა, შოთას ფრაზებიც უკვე დაობდა.
ჩემით გავითხრი ჩემივე საფლავს, შეგვაწუხაო ისევ რომ არ თქვან, გავანადგურებ ცხოვრებას დამპალს, სადაც უმიზნოთ გიქრობენ ლამპარს. ვეღარ ამშვენებს პაიკი ჭადრაკს, მაგრამ პაიკმა არ იცის რა ქნას, კვლავ ჩააბარებს ის მეფეს პატაკს, ჭადრაკის დაფას კვლავ მარტო ხატავს. დღეს შეიცვალა მთელი თაობა, აღარ ადარდებთ შენი რაობა, არ დაუწყიათ დიდი ზაობა, ხო, მეც შემარქვეს “არა რაობა”.
აღარ ვფიქრდები რატომ და რისთვის, “არა რაობა” არ იბრძვის სხვისთვის, არც თავს გაწირავს რაიმე ხსნისთვის, აზრი აღარ აქვს არაფერს მისთვის.
არ ვედავები მე არც ერთ თგვენგანს, რადგან დავაში ვერ ვხედავ ვერც ხსნას, ნუ დაუყვირებ ტყუილა შენს თავს, ფუჭად ნუ ეძებ გადაკეტილ გზას. არ ვეჯიბრები მე თქვენს ზნეობას, მინდა კვლავ იყოს ფუჭი ღრეობა, და თუ ვერ შეცვლით თქვენში რაობას, დაე მეც მერქვას “არა რაობა”.
საბა დვალი 25.03.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რა ვთქქვა ბიჭო მეტი ძაან მაგარი ლექსია : )) ჩემგან უმაღლესი შეფასება და არამარრტო ჩემგან : ))))))) რა ვთქქვა ბიჭო მეტი ძაან მაგარი ლექსია : )) ჩემგან უმაღლესი შეფასება და არამარრტო ჩემგან : )))))))
12. -5 _ ებიც იწერება ამ საიტზე? :D არაუშავს,რა მნიშვნელობა აქვს რატო..... გაიხარე, სპასიბა ;) -5 _ ებიც იწერება ამ საიტზე? :D არაუშავს,რა მნიშვნელობა აქვს რატო..... გაიხარე, სპასიბა ;)
11. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეფასება მიჭირს!.. და რატომო, რომ მკითხოთ, შეიძლება ვერც გიპასუხოთ! მაინც - 5! ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეფასება მიჭირს!.. და რატომო, რომ მკითხოთ, შეიძლება ვერც გიპასუხოთ! მაინც - 5!
10. კარგია, მომეწონა! +2 კარგია, მომეწონა! +2
9. :D გამაწითლე :D გაიხარე,მადლობა :* :) ))))
:D გამაწითლე :D გაიხარე,მადლობა :* :) ))))
8. შევედი ეხლა მაგ საიტზე და ვნახე :) და რა კარგი საბა ყოფილხაარ?! ;;) :-* შევედი ეხლა მაგ საიტზე და ვნახე :) და რა კარგი საბა ყოფილხაარ?! ;;) :-*
7. ია-ია http://forum.archangels.ge/ ამ ფორუმზე დავდე თავიდან ეს ლექსი და ალბათ მაქედან გეცნობა, სხვაგან არსად დამიწერია და რავიცი... :D :D :D :) )))))
პ.ს. მადლობა ყველას, გაიხარეთ :)))) ია-ია http://forum.archangels.ge/ ამ ფორუმზე დავდე თავიდან ეს ლექსი და ალბათ მაქედან გეცნობა, სხვაგან არსად დამიწერია და რავიცი... :D :D :D :) )))))
პ.ს. მადლობა ყველას, გაიხარეთ :))))
6. მეჩვენება? თუ მეცნობა ეს ლექსი? ;;) მეჩვენება? თუ მეცნობა ეს ლექსი? ;;)
5. ჩემით გავითხრი ჩემივე საფლავს, შეგვაწუხაო ისევ რომ არ თქვან, გავანადგურებ ცხოვრებას დამპალს, სადაც უმიზნოთ გიქრობენ ლამპარს.
+2 მაგარი ლექსია :) ჩემით გავითხრი ჩემივე საფლავს, შეგვაწუხაო ისევ რომ არ თქვან, გავანადგურებ ცხოვრებას დამპალს, სადაც უმიზნოთ გიქრობენ ლამპარს.
+2 მაგარი ლექსია :)
4. კარგია, მომეწონა. 2+ კარგია, მომეწონა. 2+
3. გაიხარეთ, მადლობა :)))))) გაიხარეთ, მადლობა :))))))
2.
ლექსში მთავარი ხომ გულია,მეგობრებო.
+2
გენიოსი ლურსმანი.
ლექსში მთავარი ხომ გულია,მეგობრებო.
+2
გენიოსი ლურსმანი.
1. მაგარი ლექსიაა,მომეწონააააა :)))) ყოჩაღ :))))+2 მაგარი ლექსიაა,მომეწონააააა :)))) ყოჩაღ :))))+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|