 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 6 აგვისტო, 2010 |
მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი პოეზია, რითმიან სიტყვების ხოხვა - რახარუხი... მეფეს სხვა რითმები უნდა მოეძია, მაგრამ ვერ იპოვა ჩოხა - ახალუხი.
მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი სიმარტოვე, რითმიან სიტყვების უაზრო თამაში... დო,რე,მი,ფა,სოლ,ლა,სი მათოვე, რომ მეც დავიკარგო ბგერათა გამაში!
მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი ამანათი, მსურდა,რომ რითმები სხვისიც მომესმინა, ხალხი მაძღარია ციურ მანანათი, ხოლო დაბერებულს უცდის მოსეს სინა.
მიყვარს და მძულს კიდეც ვნების კომიტეტი, ღამის სამ საათზე გრძნეული თამბაქო და გთხოვთ,მომიტევოთ და გთხოვთ,მომიტევოთ, არ ვარ რაიკომის მდივანი ამბაკო.
მიყვარს და მძულს კიდეც პეპლის ფარვანობა, ჩემი და რონინის უხმო სუიციდი... მხოლოდ მენავესთან გათქვა ფარაონმა, რომ სარკოფაგიდან მისთვის სულ იცდიდი.
მიყვარს და მძულს კიდეც ჩემი პოეზია, რითმიან სიტყვების ხოხვა - რახარუხი... მეფეს სხვა რითმები უნდა მოეძია, მაგრამ ვერ იპოვა ჩოხა - ახალუხი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. rogorc yoveltvis esec iumoristuli ggoniat? rogorc yoveltvis esec iumoristuli ggoniat?
12. ეს რა ვიპოვე!
ანეგდოტებს თუ არ მერჩივნოს....
გაიხარე ბალახა:)
ეს რა ვიპოვე!
ანეგდოტებს თუ არ მერჩივნოს....
გაიხარე ბალახა:)
11. არის აქ რაღაც:) საინტერესოა ანუ.
არის აქ რაღაც:) საინტერესოა ანუ.
10. ლელას ვეთანხმები...:) ლელას ვეთანხმები...:)
9. არ ვიცი, რა ვიცი, არ ვიცი... არ ვიცი, რა ვიცი, არ ვიცი...
7. მიყვარს და მძულს კიდეც ვნების კომიტეტი, ღამის სამ საათზე გრძნეული თამბაქო და გთხოვთ,მომიტევოთ და გთხოვთ,მომიტევოთ, არ ვარ რაიკომის მდივანი ამბაკო. :D წავი-ბალახე და გავედი ;) :) მიყვარს და მძულს კიდეც ვნების კომიტეტი, ღამის სამ საათზე გრძნეული თამბაქო და გთხოვთ,მომიტევოთ და გთხოვთ,მომიტევოთ, არ ვარ რაიკომის მდივანი ამბაკო. :D წავი-ბალახე და გავედი ;) :)
5. მადლობა გენიოსს ტალანტისგან მადლობა გენიოსს ტალანტისგან
4. ლექსში ხომ მთავარი გულია,მეგობრებო!
+2
გენიოსი ლურსმანი. ლექსში ხომ მთავარი გულია,მეგობრებო!
+2
გენიოსი ლურსმანი.
3. ყველანაირი პოეზია გამიგია მარა ნაწვალები არა, ზედმეტად დახვეწილი კომენტარი უაზრ0ბაში გადადის და მიხედე ყველანაირი პოეზია გამიგია მარა ნაწვალები არა, ზედმეტად დახვეწილი კომენტარი უაზრ0ბაში გადადის და მიხედე
2. რაღაცა ნაწვალებს გავს, თუმცა არის ახალი ხმაც!
3 რაღაცა ნაწვალებს გავს, თუმცა არის ახალი ხმაც!
3
1. ნორმალურზე ოდნავ უკეთესია ნორმალურზე ოდნავ უკეთესია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|