ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 აგვისტო, 2010


Message

თორმეტმა დაჰკრა. ეს დღეც ისევ ფიქრმა გალია
აღარ მასვენებს მოლოდინი უცხო წამების
მე ვერ ვიამებ სულის ტკივილს წარსულის ხედვით
ომია გულში. ამ ომით ვარ განაწამები.

მაინც მგონია გათენდება ისევ მზის ძალით
ირიჟრაჟებს და დარდიც ცოტა ნუგეშს მოიცემს
ყვავილს მოველი, ცივ ზამთარს რომ არ ეგუება
ველი განთიადს და არც ვიცი როგორ მოვიქცე.
ამ ფიქრთა ძალით განმიახლდა მწველი იარა
რომელზეც მსურდა მორჩენილად მეფიქრა მარად
ხელს გულზე ვიდებ. ვგრძნობ, რომ ისევ მტკივა ეს ღამე.
არ ვიცი რატომ? მაინც იმედს ვიმარჯვებ ფარად.
რას მეტყვი ნეტავ? ჩემთვის კარგი იქნება რამე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები