ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2008


####

მე ჩემი ლექსის სუნთქვა მაშინებს,
ისე სუსტია და ნაღვლიანი,
ვგრძნობ კალმის წვერით,როგორ ვამძიმებ,
ან როგორ ვაკრთობ ფურცლის შრიალით...

ის ჯერ მუნჯია, უმწეო ბავშვი,
ლურჯი სინათლე უდგას თვალებში,
მე კი ვინ იცის, რა მძიმედ დავსჯი
ჩემი სულის და კალმის თარეშით..

მერე კი მზერით ვაცილებ ნელა
და ვცდილობ ფურცელს გავუზიარო,
თუ როგორ იდგამს ბავშვივით ენას,
ან რა ტაატით იწყებს სიარულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები