ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი1981
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


***

მზე სუსტი სხივებით მეხვევა სახეზე
ღრუბლებს ეპარებათ ფითრი...
ვდგევარ ფოთოლშიშველ ვერხვებთან
                                                      მდუმარედ,
შორეულს შორ გზაზე გიცდი...
გვერდით ჩამივლიან შავფერი ბოშები
რაღაც უცნაური კვნესით...
ჯიბეს გაუთავდა რაც ჰკონდა გროშები,
ბოშებს თვალს ვარიდებ სევდით...
შორიდან მომესმის ბზარშერეული ხმა:
„ვყიდი მწვანილსა და მაწონს“
ღრუბლებს შეეპარათ ბროლისფერი ფითრი,
ცას თეთრი სიცივე ათბობს...
შეშლილი თვალებით მომხედავს გლახაკი,
ჩამოხეული აქვს ძონძი...
მის გვერდით ჩამუხლულ პატარა გოგონას
შორიდან, თვალებით ვკოცნი,
სულ გადამავიწყდი ამ ხალხთა თვალებით
და ჭრელი კაბებით ბოშის...
მხოლოდ სიყვარული მაქვს რომ მათ ვაჩუქო,
რადგან გამითავდა გროში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები