რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური `უცნაური სასახლე~ - `არტისტულ ყვავილებში~,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც `სასახლე~ ერთი უმთავარი ტოპოსია? სიტყვა უცნაური, პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად. ` არტისტულ ყვავილებში~ კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება. პირველივე, რაც სიტყვა `უცნაურის~ საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს `ვეფხისტყაოსანია~, კერძოდ, `,,ლოცვა ავთანდილისა~: `უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო~. `უ-ცნაურობა~ – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს. სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერების¬მიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების `თარგმნაა~ _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე. რაკი სათაურში `უცნაური სასახლე~ ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა. საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. შათირიშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, `უცნაური სასახლე~ მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. `აღმოსავლური სასახლე~, 2. `გოტიკური სასახლე~, 3. სასახლე - ვერსალი და 4. `მედიტერანული~ სასახლე ,,უცნაური სასახლე" ვერ ,,მოერგო" სწორედ თავისი უცნაურობის გამო. ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს `უცნაური სასახლის~ რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნი¬ლება. მკვლევარის აზრით, `უცნაური სასახლე~ `მარტო ტკბილ ხმათათვის~ შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება . თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას `რითმათა სასახლეს~ უწოდებს. ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი `არტისტულ ყვავილებში~:
ამნაირი დარებით, კიდითკიდე დარებით ფერის ფერთან დარებით - შენობების შენება.
ცამაც ქარვად მიქარვა და ოცნება მიქარვა, მწუხარებათ მიქარვა... მტანჯავს მე უშენობა!
მან კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა, ხან ქარივით ამალა, გაქროლება ანაზდა.
ცვივა ლურჯი ფარული, მოგონება ფარული, ფართან ლანდი ფარული და ბაღები განაზდა.
ყველაფერი სადაა, მაგრამ მითხარ, სადაა, ის, რაც ალერსადაა: ტრიანონი, შირაზი?
ველი წამით ნაწამებს, პოეზიით ნაწამებს, რასაც იტყვის ნაწამებს ფიქრი ამ სიხშირეზე.
დასთა უცხო დასობა _ თვალთა ქროლვით დასობა ხანჯლის გულში დასობა... გულში, გულში ტარება.
ელვარება ამიდის, ანთებული ამიდის და ფიქრები ამიდის აღარ მომეკარება.
შადრევნებმა ათასმა ლაჟვარდები ათასმა, მარმარილომ და თასმა სამუდამოდ დარეკა.
ყრუ ოხვრით და ზარებით, იდუმალი ზარებით, განტევება-ზარებით და ვედრებით : ჰარიქა!
ცვივა ლურჯი ფარული მოგონება ფარული, ფართან ლანდი ფარული, აჩონჩხილი შენობა.
ცამან ქარვად მიქარვა და ოცნება მიქარვა, მწუხარებათ მიქარვა: მომკლავს მე უშენობა!
მოყოლებული ე.წ. `ზარნიშიანი წიგნიდან~(1927), სხვადა¬სხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:
ამნაირი დარებით, კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთან დარებით,
დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა და ქარივით ამალა.
ცვივა ლურჯი ფარული, მოგონება ფარული, ფართან ლანდი ფარული.
ყველაფერი სადაა, მაგრამ, მითხარ, სადაა, ის, რაც ალერსადაა?
ველი წამით ნაწამებს, პოეზიით ნაწამებს, რასაც იტყვის ნაწამებს:
დასთა უცხოთ დასობას, თვალთა ქროლვით დასობას, ხანჯლის გულში დასობას.
მარმარილომ და თასმა, შადრევანმა ათასმა ლაჟვარდები ათასმა.
აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა, მომკლავს მე უშენობა!
ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ `არტისტული~ `უცნაური სასახლე~ თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ `მხოლოდ ტკბილ ხმათათვის~ არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი `არტისტულ~ _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება. ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა. თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია: სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს. ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი `მაგრამ~. `არტისტული ყვავილების~ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა: `გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი~ გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.). წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს `ანგარიშის არგაწევა ფორმასთან~ - გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია.
რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა - - - - - - - - -- - - - - -- - - - - - -- - - - -- -
ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ `რიცხვების მაგია~ განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის `რითმათა სასახლის~ წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი. რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის `უცნაური სასახლის~ ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება? ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3. რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი - ოთხსტრიქონედია, აქედან სამი - მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:
3 + 4=7 3 X 4=12
ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს. უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 - რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.
ლექსის ცალკეულ მომენტთა ინტერპრეტირების ცდა - - - - - - - - -- -- - -- -
სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:
ცვივა ლურჯი ფარული, მოგონება ფარული, ფართან ლანდი ფარული
ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კა¬ვშირში. `ფართან ლანდი ფარული~ კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს. თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:
ველი წამით ნაწამებს, პოეზიით ნაწამებს, რასაც იტყვის ნაწამებს ფიქრი ამ სიხშირეზე.
ომონიმი `ნაწამები~ აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა. შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:
ელვარება ამიდის, ანთებული ამიდის და ფიქრები ამიდის აღარ მომეკარება.
ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა `ამინდის~ სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა `ადენას~ პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე - პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე `ამიდს~ რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.
ყრუ ოხვრით და ზარებით, იდუმალი ზარებით, განტევება-ზარებით და ვედრებით, ჰარიქა!
აქ ომონიმიდან `ზარებით~ ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.
ყველაფერი სადაა, მაგრამ, მითხარ, სადაა, ის, რაც ალერსადაა: ტრიანონი, შირაზი?
ტრიანონისა და შირაზის - ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა `ალერსადაა~, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქსირებული. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი `სიტყვით შექცევა~ ანუ თავშესაქცევი საუბარია ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ. სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქსირებულია `მძიმე~ სიტყვა `აჩონჩხილი~ ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება `ხანჯლის~ სახით - ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა `აჩონჩხილო შენობა~ ალბათ, ე.წ `საშინელის ესთეტიკის~ პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში `აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა~, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები `მომკლავს მე უშენობა~ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა). `არტისტულ ყვავილებში~ შესული ლექსი `უცნაური სასახლე~ შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, ,,ტრიანონი - შირაზის" შერწყმისაკენ. როგორც ეს ,,არტისტული ყვავილების~ გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ `დასავლურ-აღმოსავლურ დივანში~ განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი - აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (თ.დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი `უცნაური სასახლისათვის~ გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: `მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო~, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი `ნიკორწმინდა~ აღმართა.
- - - - - - - -- - - - გამოყენებული ლიტერატურა
ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007. დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981. დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984. დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004. კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999. ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919. ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966. ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975. ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991. შათირიშვილი 2004: შათირიშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004. ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. რატომაც არა, საინტერესოა, მომნუსხველიც კითხვის პროცესში და საჭიროც, როდესაც გენიოსებს მეცნიერების სხვადასხვა დარგი იკვლევს. ამჭიდილის დანახვა შესაძლებელია: თუ მეცნიერება არაობიექტურად აფასებს, მაშჳნ ის თავშივე მარცხდება და ეს არ გამოეპარება ყურადღებიან მკითხველს, ხოლო თჲ მეცნიერება ობიექტურია და თავის ინსტრუმენტებს სამართლიანად იყენებს (მინიმუმ ექიმის და ავაზაკის პრინციპის მიხედვით, რომ დანა ექიმის ხელში სამკურნალო ინსტრუმენტია, ხოლო ავაზაკის ხელში კ ცივი იარაღი), მაშინ ასეთი მეცნიერული ნაშრომის კითხვა მომნუსხველიცაა კარგი გაგებით და საჭიროც; მას ხომ შესწავლის ობიექტისგან გამონასხივები მიგნებები, მთლიანად გასდევს თავიდან ბოლომდე. რატომაც არა, საინტერესოა, მომნუსხველიც კითხვის პროცესში და საჭიროც, როდესაც გენიოსებს მეცნიერების სხვადასხვა დარგი იკვლევს. ამჭიდილის დანახვა შესაძლებელია: თუ მეცნიერება არაობიექტურად აფასებს, მაშჳნ ის თავშივე მარცხდება და ეს არ გამოეპარება ყურადღებიან მკითხველს, ხოლო თჲ მეცნიერება ობიექტურია და თავის ინსტრუმენტებს სამართლიანად იყენებს (მინიმუმ ექიმის და ავაზაკის პრინციპის მიხედვით, რომ დანა ექიმის ხელში სამკურნალო ინსტრუმენტია, ხოლო ავაზაკის ხელში კ ცივი იარაღი), მაშინ ასეთი მეცნიერული ნაშრომის კითხვა მომნუსხველიცაა კარგი გაგებით და საჭიროც; მას ხომ შესწავლის ობიექტისგან გამონასხივები მიგნებები, მთლიანად გასდევს თავიდან ბოლომდე.
19. ეს რეკლამები რაღაა? ვისაც უნდა წაიკითხავს. ეს რეკლამები რაღაა? ვისაც უნდა წაიკითხავს.
18. არ ეყო, ეტყობა, "მცირედთა" ხმები, სამწუხაროდ! არ ეყო, ეტყობა, "მცირედთა" ხმები, სამწუხაროდ!
17. არ ეყო, ეტყობა, "მცირედთა" ხმები, სამწუხაროდ! არ ეყო, ეტყობა, "მცირედთა" ხმები, სამწუხაროდ!
16. სულ ამას გავყვიროდი დიდი ხნის მანძილზე. ყურად არავინ იღო. იქნებ ახლა გიო საჯაიას მაინც დაუჯეროს მკითხველმა და გულისყურით წაიკითხოს ქალბატონი ნინოს წერილები. სულ ამას გავყვიროდი დიდი ხნის მანძილზე. ყურად არავინ იღო. იქნებ ახლა გიო საჯაიას მაინც დაუჯეროს მკითხველმა და გულისყურით წაიკითხოს ქალბატონი ნინოს წერილები.
15. ისე, ცოტა არ იყოს გასაკვირი და გულდასაწყვეტი კია, როცა ლიტერატურული საიტის თავფურცელზე, ჟანრში "კრიტიკა-პუბლიცისტიკა", ასეთი ნამუშევრის ადგილი ვერ, ან არ მოინახება. თუმცა,
ნინო, ჩემო ძვირფასო და ჩემო კარგო, ისე მოხდა, აღარაფერს გამოვრიცხავ - თავისუფლად შეიძლება, თავი ჩარგო ბალიშში და ყვავილები გამოისხა.
ორი სიტყვით - ყველაფერი ხდება... ისე, ცოტა არ იყოს გასაკვირი და გულდასაწყვეტი კია, როცა ლიტერატურული საიტის თავფურცელზე, ჟანრში "კრიტიკა-პუბლიცისტიკა", ასეთი ნამუშევრის ადგილი ვერ, ან არ მოინახება. თუმცა,
ნინო, ჩემო ძვირფასო და ჩემო კარგო, ისე მოხდა, აღარაფერს გამოვრიცხავ - თავისუფლად შეიძლება, თავი ჩარგო ბალიშში და ყვავილები გამოისხა.
ორი სიტყვით - ყველაფერი ხდება...
14. მოგესალმებით !
უღრმესი გულახდილი მადლობა ქალბატონ ნინოს, გავიხსენებ ბატონი გივი ალხაზიშვილის სიტყვებს, რომელიც ამბობდა ქალბატონი ნინოს ესსებზე რომ ამგვარი ესეები და ნაშრომები გავს მასტერკლასებს, რომელთაც არაერთი დიდი პოეტის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წილიო. არ მესმის რატომ იწვევს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმი აგრესიას, რაც აშკარად ჩანს.
ასე არ შეიძლება, ქალბატონი ნინოს მსგავსი პროფესიონალები, რამოდენიმე მაინც რომ იცლიდნენ მსგავსი საიტებისთვის, მერწმუნეთ საქმე ბევრად უკეთ წავიდოდა.
შენდობას ვითხოვ თუ ჩემი კომენტარით ვინმეს რამე...
გულახდილად თქვენი: გიო გურჯი მოგესალმებით !
უღრმესი გულახდილი მადლობა ქალბატონ ნინოს, გავიხსენებ ბატონი გივი ალხაზიშვილის სიტყვებს, რომელიც ამბობდა ქალბატონი ნინოს ესსებზე რომ ამგვარი ესეები და ნაშრომები გავს მასტერკლასებს, რომელთაც არაერთი დიდი პოეტის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წილიო. არ მესმის რატომ იწვევს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმი აგრესიას, რაც აშკარად ჩანს.
ასე არ შეიძლება, ქალბატონი ნინოს მსგავსი პროფესიონალები, რამოდენიმე მაინც რომ იცლიდნენ მსგავსი საიტებისთვის, მერწმუნეთ საქმე ბევრად უკეთ წავიდოდა.
შენდობას ვითხოვ თუ ჩემი კომენტარით ვინმეს რამე...
გულახდილად თქვენი: გიო გურჯი
13. სანდრო ძვირფასო! ეს ჩემი ძველი, იუმორისტული მცირე ესსეა. ალბათ წაკითხული არ გექნებათ, სწორედ პოეზიის შეფასებისას ჟრჟოლას-ბურძგვლა-ჟრიალის საკითხს ეძღვნება.
პროექტი:ბურძგლომერი ანუ პოეზიის შეფასების კრიტერიუმებისათვის - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - ---- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კითხვა:როგორ ,,ამოწმებს''ლექსის დონეს თანამედროვე მკითხველი?აბურძგვლა-დაბურძგვლით ხომ არა?
სამწუხაროდ,ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილი მართლაც ასე აფასებს პოეზიას.მეტიც, ეს მკითხველები მიიჩნევენ,რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია.მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის,თუ რამდენად,რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას.ეს სულ ჩემი საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ''ბრალი ''მგონია,უფრო ზუსტად .მისი ნაწარმოებისა ,,კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''. წამით დავუშვათ,ეს მართლაც ასეა :არ არსებობს ლიტმცოდნეობა,მისი დარგები პოეტიკა და ლექსმცოდნეობა,როგორ უნდა მოვახერხოთ დადგენა,თუ ვის რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ამა თუ იმ ლექსის გაცნობისას ან მაგალითად,როგორია მკითხველი საზოგადოების ბურძგვლადობა- ჟრიალებადობის საერთო კოეფიციენტი? იქნებ პარალინგვისტიკის, ბიოფიზიკისა და ფსიქო-ფიზიოლოგიის გადაკვეთაზე საფუძველი ჩაყროდა რაიმე თანამედროვე კროსდისციპლინარულ დარგს,ბურძგვლისტიკას ან ბურძგვლოლოგიას,რომელიც მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შექმნიდა უნიკალურ აპარატს - ბურძგლომერს. წარმოიდგინეთ რა პერსპექტივები იშლება! შეიძენ პორტატიულ ბურძგლომერს , მოკალათდები შენთვის სადმე,მყუდრო კუთხეში, გახსნი კოლოფს,ამოიღებ აპარატს,რომელიც წნევის საზომს ჰგავს,ერთ ბოლოს გაიკეთებ მაჯაზე ,ღილაკზე ხელის დაჭერით ამოირჩევ ორიდან ერთ რეჟიმს:ბურძგვლას ან ჟრიალს. ჯერ წაიკითხავ ,მაგალითად,დანტეს სონეტებს , დახედავ ციფერბლატიან ან ელექტრონულ-ციფრულ ეკრანს, ჩაინიშნავ,რამდენი ბრძგ/წმ ან ჟრ/წამია, მერე საკუთარ ნაწერისასაც გაზომავ და ხელად გაიგებ ,რამდენით ჩამორჩები ან უსწრებ კლასიკას. მერე თანამედროვეთა კრებულებსაც მოსინჯავ. ოღონდ...ოღონდ წიგნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ეს აპარატი არაფრის დიდებით არ უნდა გაიცეს იმ მომხმარებლებზე,რომელნიც არ წარმოადგენენ მრგვალი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას,რომ არაუადრეს ექვსი თვისა, გავლილი აქვთ ტესტი მგრძნობელობაზე.რადგან ბურძგვლა-ჟრიალი ,გარდა ლექსის მოწონებისა ,შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი ზოგიერთ გამღიზიანებელზე მაგ.,:ფანჯრის მინაზე სილიკონის სველი ნაგლეჯის კრაჭუნ-წრიპინზე,მუყაოსა და ფურცლის გახახუნებზე,ბურღვის ხმაზე,განსაკუთრებით დანტისტის კაბინეტში და ა.შ და რაც მთავარია.ბურძგლომერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ 18 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში,თორემ სულ ზაფხული ხომ არ იდგება,მოვა შემოდგომა,მერე ზამთარი,დაიწყება ჩვენებური სიცივეები და მერე არკვიე, რისი ბრალია შენი ბურძგვლა- ჟრიალი, რომელიმე ფორუმელი მეგობრის ლექსის სტრიქონების გახსენებაზე მოგერია თუ შეგაცია ან გრიპის ვირუსი შეგეყარა. ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება,უმალ გამოჩნდებოდა ბურძგლომერის საკომპიუტერე ვერსიაც,რაღაც ვებ კამერის მსგავსი.მიაერთებდი კომპიუტერზე,შეხვიდოდი, მაგალითად,პორტალ ,,ლიტერატურა.გეზე'',წაიკითხავდი ახალ ლექსს,პროზასაც ,აღარ დაგჭირდებოდა კომენტარის წერა,აზრის დასაბუთება,შეფასების ექვსბალიან სისტემაზე ფიქრი,კითხვას დაამთავრებდი თუ არა , ავტომატურად გამოჩნდებოდა შედეგი, ,რეიტინგებიც შესაბამისად ბრძგ/წმ-თი ან ჟრ/წმ -თი დაჯამდებოდა.,ვერავინ ვერავის შეედავებოდა . შვებით ამოისუნთქებდა პორტალის მრავალტანჯული ადმინი...სხვა რაღაა სამოთხე! ისე, მე თვითონ ხომ არ შემეძინა ეს აპარატი?.. ოღონდ განვადებით.
სანდრო ძვირფასო! ეს ჩემი ძველი, იუმორისტული მცირე ესსეა. ალბათ წაკითხული არ გექნებათ, სწორედ პოეზიის შეფასებისას ჟრჟოლას-ბურძგვლა-ჟრიალის საკითხს ეძღვნება.
პროექტი:ბურძგლომერი ანუ პოეზიის შეფასების კრიტერიუმებისათვის - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - ---- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კითხვა:როგორ ,,ამოწმებს``ლექსის დონეს თანამედროვე მკითხველი?აბურძგვლა-დაბურძგვლით ხომ არა?
სამწუხაროდ,ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილი მართლაც ასე აფასებს პოეზიას.მეტიც, ეს მკითხველები მიიჩნევენ,რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია.მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის,თუ რამდენად,რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას.ეს სულ ჩემი საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ``ბრალი ``მგონია,უფრო ზუსტად .მისი ნაწარმოებისა ,,კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა``. წამით დავუშვათ,ეს მართლაც ასეა :არ არსებობს ლიტმცოდნეობა,მისი დარგები პოეტიკა და ლექსმცოდნეობა,როგორ უნდა მოვახერხოთ დადგენა,თუ ვის რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ამა თუ იმ ლექსის გაცნობისას ან მაგალითად,როგორია მკითხველი საზოგადოების ბურძგვლადობა- ჟრიალებადობის საერთო კოეფიციენტი? იქნებ პარალინგვისტიკის, ბიოფიზიკისა და ფსიქო-ფიზიოლოგიის გადაკვეთაზე საფუძველი ჩაყროდა რაიმე თანამედროვე კროსდისციპლინარულ დარგს,ბურძგვლისტიკას ან ბურძგვლოლოგიას,რომელიც მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შექმნიდა უნიკალურ აპარატს - ბურძგლომერს. წარმოიდგინეთ რა პერსპექტივები იშლება! შეიძენ პორტატიულ ბურძგლომერს , მოკალათდები შენთვის სადმე,მყუდრო კუთხეში, გახსნი კოლოფს,ამოიღებ აპარატს,რომელიც წნევის საზომს ჰგავს,ერთ ბოლოს გაიკეთებ მაჯაზე ,ღილაკზე ხელის დაჭერით ამოირჩევ ორიდან ერთ რეჟიმს:ბურძგვლას ან ჟრიალს. ჯერ წაიკითხავ ,მაგალითად,დანტეს სონეტებს , დახედავ ციფერბლატიან ან ელექტრონულ-ციფრულ ეკრანს, ჩაინიშნავ,რამდენი ბრძგ/წმ ან ჟრ/წამია, მერე საკუთარ ნაწერისასაც გაზომავ და ხელად გაიგებ ,რამდენით ჩამორჩები ან უსწრებ კლასიკას. მერე თანამედროვეთა კრებულებსაც მოსინჯავ. ოღონდ...ოღონდ წიგნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ეს აპარატი არაფრის დიდებით არ უნდა გაიცეს იმ მომხმარებლებზე,რომელნიც არ წარმოადგენენ მრგვალი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას,რომ არაუადრეს ექვსი თვისა, გავლილი აქვთ ტესტი მგრძნობელობაზე.რადგან ბურძგვლა-ჟრიალი ,გარდა ლექსის მოწონებისა ,შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი ზოგიერთ გამღიზიანებელზე მაგ.,:ფანჯრის მინაზე სილიკონის სველი ნაგლეჯის კრაჭუნ-წრიპინზე,მუყაოსა და ფურცლის გახახუნებზე,ბურღვის ხმაზე,განსაკუთრებით დანტისტის კაბინეტში და ა.შ და რაც მთავარია.ბურძგლომერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ 18 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში,თორემ სულ ზაფხული ხომ არ იდგება,მოვა შემოდგომა,მერე ზამთარი,დაიწყება ჩვენებური სიცივეები და მერე არკვიე, რისი ბრალია შენი ბურძგვლა- ჟრიალი, რომელიმე ფორუმელი მეგობრის ლექსის სტრიქონების გახსენებაზე მოგერია თუ შეგაცია ან გრიპის ვირუსი შეგეყარა. ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება,უმალ გამოჩნდებოდა ბურძგლომერის საკომპიუტერე ვერსიაც,რაღაც ვებ კამერის მსგავსი.მიაერთებდი კომპიუტერზე,შეხვიდოდი, მაგალითად,პორტალ ,,ლიტერატურა.გეზე``,წაიკითხავდი ახალ ლექსს,პროზასაც ,აღარ დაგჭირდებოდა კომენტარის წერა,აზრის დასაბუთება,შეფასების ექვსბალიან სისტემაზე ფიქრი,კითხვას დაამთავრებდი თუ არა , ავტომატურად გამოჩნდებოდა შედეგი, ,რეიტინგებიც შესაბამისად ბრძგ/წმ-თი ან ჟრ/წმ -თი დაჯამდებოდა.,ვერავინ ვერავის შეედავებოდა . შვებით ამოისუნთქებდა პორტალის მრავალტანჯული ადმინი...სხვა რაღაა სამოთხე! ისე, მე თვითონ ხომ არ შემეძინა ეს აპარატი?.. ოღონდ განვადებით.
12. ო, რა რთული ნაშრომია ქალბატონო ნინო !... დამსახურებული ორიანი თქვენ.... ო, რა რთული ნაშრომია ქალბატონო ნინო !... დამსახურებული ორიანი თქვენ....
11. თქვენ ცდილობთ გალაკტიონის ნამოღვაწარი ახსნათ მეცნიერული სიზუსტითა და უტყუარობით, ამიტომ ნაკლებ ადგილს უთმობთ საკუთარი ფანტაზიით გამოწვეულ ინტერპრეტაციებს, ამიტომაც გეხამუშათ სულისა და სხეულის ხახუნი , რაც თავისთავში ეგზისტენციურ , ყოფნა-არყოფნის პროცეს გამოხატავს. ამ პროცესის აღსაწერად შეიძლება ვიხმაროთ სიტყვები, - შევდივარ სასახლეში წმინდაო დამიცევ, სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით... - რომლებსაც ვერავითარი ბოტანიკით ვერ ავხსნით, მაგრამ ეს სიტყვები სტოვებენ კვალს სულისა და სხეულის ხახუნისა, - ჟრუანტელივით რომ გაგვივლის და გაქრება. თქვენ ცდილობთ გალაკტიონის ნამოღვაწარი ახსნათ მეცნიერული სიზუსტითა და უტყუარობით, ამიტომ ნაკლებ ადგილს უთმობთ საკუთარი ფანტაზიით გამოწვეულ ინტერპრეტაციებს, ამიტომაც გეხამუშათ სულისა და სხეულის ხახუნი , რაც თავისთავში ეგზისტენციურ , ყოფნა-არყოფნის პროცეს გამოხატავს. ამ პროცესის აღსაწერად შეიძლება ვიხმაროთ სიტყვები, - შევდივარ სასახლეში წმინდაო დამიცევ, სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით... - რომლებსაც ვერავითარი ბოტანიკით ვერ ავხსნით, მაგრამ ეს სიტყვები სტოვებენ კვალს სულისა და სხეულის ხახუნისა, - ჟრუანტელივით რომ გაგვივლის და გაქრება.
10. ძვირფასებო!, დიდ მადლობა კეთილი გამოხმაურებებისათვის. სანდრო ბატონო, გალაკტიონის კითხვის მერე , ,,ცოტათი გალაკტიონობას'' რომ მოილევთ და ''სულისა და სხეულის ხახუნის'' გრძნობაც რომ ჩაგიცხრებათ, იქნებ დაფიქრდეთ: ის, რომ აქ წარმოდგენილი ტექსტი მოსაწყენი და განმზიდველი გეჩვენებათ, თქვენი, როგორც მკითხველის კერძო პრობლემა ხომ არ არის? ძვირფასებო!, დიდ მადლობა კეთილი გამოხმაურებებისათვის. სანდრო ბატონო, გალაკტიონის კითხვის მერე , ,,ცოტათი გალაკტიონობას`` რომ მოილევთ და ``სულისა და სხეულის ხახუნის`` გრძნობაც რომ ჩაგიცხრებათ, იქნებ დაფიქრდეთ: ის, რომ აქ წარმოდგენილი ტექსტი მოსაწყენი და განმზიდველი გეჩვენებათ, თქვენი, როგორც მკითხველის კერძო პრობლემა ხომ არ არის?
9. გალაკტიონი არა არის მოსაწყენი, იგი მსუბუქი და მიმზიდველია. თქვენი მსჯელობა გალაკტიონის შესახებ, არ ახალია ამ საიტისთვის, და სამწუხაროდ ყოველთვის მოსაწყენი, მძიმე და განმზიდველია.გალაკტიონს ვერ გაიგებ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც სტატუსი გაქვს(თუნდაც ლიტ. ინსტიტუტის დირექტორი იყო) და რაღაც ტერმინებში და სქემებში ერკვევი, გალაკტიონი რომ გაიგო, ცოტათი გალაკტიონი უნდა იყო და სულისა და სხეულის ხახუნს უნდა გრძნობდე. თორე გაზულუქებული თვალით დანახულ გალაკტიონსა და ამ საიტის რომელიმე გენიოსს შორის დიდ განსხვავებას ვერ აღმოაჩენთ. გალაკტიონი არა არის მოსაწყენი, იგი მსუბუქი და მიმზიდველია. თქვენი მსჯელობა გალაკტიონის შესახებ, არ ახალია ამ საიტისთვის, და სამწუხაროდ ყოველთვის მოსაწყენი, მძიმე და განმზიდველია.გალაკტიონს ვერ გაიგებ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც სტატუსი გაქვს(თუნდაც ლიტ. ინსტიტუტის დირექტორი იყო) და რაღაც ტერმინებში და სქემებში ერკვევი, გალაკტიონი რომ გაიგო, ცოტათი გალაკტიონი უნდა იყო და სულისა და სხეულის ხახუნს უნდა გრძნობდე. თორე გაზულუქებული თვალით დანახულ გალაკტიონსა და ამ საიტის რომელიმე გენიოსს შორის დიდ განსხვავებას ვერ აღმოაჩენთ.
8. ყოველთვის უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ვიღებ როცა ამ ავტორის ნაწერებს ვეცნობი:) დიდი მადლობა ყოველთვის უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ვიღებ როცა ამ ავტორის ნაწერებს ვეცნობი:) დიდი მადლობა
7. ფრიად საინტერესო ინტელექტუალური ნაშრომი გალაკტიონის პოეზიის ლაბირინთში გზის გასაკვლევად! გმადლობთ! ფრიად საინტერესო ინტელექტუალური ნაშრომი გალაკტიონის პოეზიის ლაბირინთში გზის გასაკვლევად! გმადლობთ!
5. ეს გვერდი ყოველთვის საინტერესო ამბებს ინახავს :) ეს გვერდი ყოველთვის საინტერესო ამბებს ინახავს :)
4. მომეწონა, განსაკუთრებით
ელვარება ამიდის, ანთებული ამიდის და ფიქრები ამიდის აღარ მომეკარება.
განმარტება
დიდი მადლობა!
+5!!! მომეწონა, განსაკუთრებით
ელვარება ამიდის, ანთებული ამიდის და ფიქრები ამიდის აღარ მომეკარება.
განმარტება
დიდი მადლობა!
+5!!!
3. მადლობა ლიტგეზე რო გამაპლიუსეთ :D მადლობა ლიტგეზე რო გამაპლიუსეთ :D
1. სრულად წავიკითხე და აღფრთოვანებულიც დავრჩი ავტორის მსჯელობით სრულად წავიკითხე და აღფრთოვანებულიც დავრჩი ავტორის მსჯელობით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|