ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


*** მზიანი დღეა, მე შენ გწერ წერილს

მზიანი დღეა, მე შენ გწერ წერილს, 
შაშვი ზის ტოტზე და ვნებით მღერის.

უფრო მეტია სევდა და ვნაღვლობ,
ეს შაშვი ჩემგან სულ ახლოს სახლობს.

სულისაღმძვრელად წკმუტუნებს ძაღლი,
ცარიელია უშენოდ სახლი.

ზეცა სავსეა ლურჯი ფერებით,
ვოცნებობ შენზე და... გეფერები.

ამ ზეცას მთელ თვეს გამოვიზოგებ,
ლილე უნათლავს ხვალ შვილს მეზობელს.

ხვალ ალბათ დავლევ უზომოდ ღვინოს,
როგორმე ღამით რომ დავიძინო...

მზიანი დღეა, მე შენ გწერ წერილს, 
შაშვი ზის ტოტზე და ვნებით მღერის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები